თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...
თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...
|
თბილისში რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება SAP Discovery Day გაიმართა. ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდა. მისი მიზანი იყო რეგიონის ქვეყნებისთვის, პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით, გერმანული კომპანიის SAP-ისა და მისი პროდუქტების შესახებ ცნობადობის ამაღლება, ასევე ბიზნესისთვის გამოცდილებების გაზიარება.
ღონისძიების მხარდამჭერი და მთავარი წარმდგენი Soft Motion საქართველოში SAP-ის ოქროს პარტნიორია. Soft Motion-ისა და მისი პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებმა საქართველოში SAP-ის პროდუქტების ეფექტიანობასა და შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
Soft Motion ქართულ ბაზარზე ერთადერთი კომპანიაა, რომელიც დაკომპლექტებულია ადგილობრივი, სერთიფიცირებული კადრებით და აქვს შესაძლებლობა, მართოს სრული ციკლი - პროდუქტის შერჩევა, შეძენა, ლიცენზიის მოპოვება, დანერგვა და მხარდაჭერა.
ალექსანდრე ბარნოვი, Soft Motion-ის დირექტორი: „SAP Discovery Day შემეცნებითი ღონისძიებაა, რომლის ფარგლებშიც SAP-ის პროდუქტებთან მიმართებით წარმატებულ პროექტებსა და გამოცდილებებზე ვისაუბრეთ. ძირითადი აქცენტები SAP ERP-ზე, მის მარკეტინგულ და HR შესაძლებლობებზე გაკეთდა. საინტერესო ფორმატში გადავწყვიტეთ პრაქტიკების გაზიარებაც - ჩვენი სპიკერებისა და კომპანიების წარმომადგენლების ერთობლივი გამოსვლებით ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ სტუმრებს SAP-ის პროდუქტების შესახებ. პრეზენტაციების ამ ფორმატმა შესაძლებლობა მოგვცა, ორივე მხარისთვის გვეჩვენებინა პროცესების მიმდინარეობა და მისი შედეგები“.
ღონისძიების სტუმრებს SAP-ის შესაძლებლობებზე ინფორმაცია Soft Motion-ის გუნდის სხვა წევრებმაც გაუზიარეს. თამთა მეგრელიშვილმა და სანდრო ბუნტურმა საქართველოსა და ზოგადად კავკასიის რეგიონში დანერგილ პროდუქტებზე ისაუბრეს.
სტუმრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა Soft Motion-ის ყველაზე მსხვილმა პარტნიორმა და საქართველოში SAP-ის სისტემების პირველმა მომხმარებელმა „თეგეტა ჰოლდინგმაც“. ღონოსძიების ბოლოს „თეგეტას“, Soft Motion-სა და SAP-ს შორის ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „SAP-ის პროდუქტები 2008 წლიდან დაინერგა თეგეტაში და ჰოლდინგში შემავალი თითქმის ყველა კომპანია უკვე მუშაობს სისტემაში. სამომავლოდ ვგეგმავთ ყველა მათგანის SAP-ის განახლებულ ვერსიაზე გადაყვანას. ჩვენს მაგალითზე შეიძლება თამამად ითქვას, რომ SAP-ის პროდუქტები ბიზნესს საქმიანობას უმარტივებს. პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის მეშვეობით ბიზნესპროცესების ინფორმაცია ერთ პლატფორმაზე გროვდება და მუშავდება და ადამიანური ფაქტორი მინიმუმამდეა დაყვანილი. ის უადვილებს კომპანიებს მომხმარებლებთან და პარტნიორებთან ურთიერთობას. შედეგად ბიზნესს შეუძლია დააჩქაროს პროცესები, გაზარდოს პროდუქტიულობა - შესაბამისად, მიიღოს მეტი სარგებელიც“.
SAP-ის ოქროს პარტნიორი საქართველოში Soft Motion 2021 წლის იანვარში ჩამოყალიბდა და მის დამფუძნებლებს ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.
ალექსანდრე ბარნოვი, Soft Motion-ის დირექტორი: „SAP არ სთავაზობს კომპანიებს სტანდარტულად პრობლემის გადაწყვეტას ან უბრალოდ რაღაც სოფტს. SAP სთავაზობს მათ ათწლეულების განმავლობაში დაგროვილ საუკეთესო გამოცდილებებს და ასეულობით კომპანიის საუკეთესო პრაქტიკებს, რომლებიც სტანდარტიზებული აქვს თავის სისტემებში. ის ბიზნესს ეხმარება პროცესების დალაგებაში, სიტუაციების სწორად დანახვაში და პრობლემების გამოსწორების უკეთესი გზების განსაზღვრაში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესს დავანახოთ SAP-ის მრავალფეროვანი შესაძლებლობები. მეტიც, გვინდა ვაჩვენოთ მათ, რომ პატარ-პატარა ნაბიჯებით შეგვიძლია მოვსინჯოთ SAP-ის სერვისები და მივხვდეთ, რა სიკეთის მოტანა შეუძლია მას“.
SAP Discovery Day-ის ღონისძიებას ბიზნესსექტორის 150-ამდე წარმომადგენელი დაესწრო, რომელთაც შესაძლებლობა ჰქონდათ, კიდევ უფრო ახლოს გასცნობოდნენ SAP-ის პროდუქტებს და მომავალში პროცესების ტექნოლოგიური გამარტივებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაედგათ.
თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...
უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალში სწრაფი სერვისები დაინერგა. ძრავის ზეთის, აკუმულატორის ან საბურავების შეცვლა ახლა უკვე 20 წუთშია შესაძლებელი. [I=1] ნიკა მაღრა...
იტალიური წარმოების Lamborghini, ლეგენდარული ბრიტანული Bentley და ჩინური პრემიუმ ელექტრომობილების მწარმოებელი Zeekr, - სამი ახალი ბრენდი პორტფელში და ბაზრის წილის ზრდა 30%-იან ნიშნულზე - „...
თუ ხარ მოსწავლე ან სტუდენტი და გინდა, დაზოგო თანხა და დამოუკიდებლად მართო შენი ფინანსები, მაშინ თიბისის მუდმივი შეთავაზებები, სწორედ, შენთვისაა. მუდმივი შეთავაზებები თიბისის ინიციატივაა, რომელიც კომ...
თიბისი ჯგუფის წარმატების ისტორია მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტის სასწავლო მასალად იქნება გამოყენებული. Case study-ში, რომელიც ცნობილმა საერთაშორისო ბიზნესსკოლამ, IMD გამოაქვეყნა...
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ &nb...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები