თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...
თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...
|
ალბათ უკვე შენიშნავდით თბილისის ქუჩებსა და სოციალურ ქსელში სხვადასხვა ფერის მხატვრულ-ინფორმაციულ ბანერებს, რომლებზეც მსოფლიოში საუკეთესო ელექტრომობილი - Porsche Taycan-ია გამოსახული. კრეატიული, ინოვაციური, ესთეტიკური და ინფორმაციული კამპანია, ისეთი, როგორიც თავად მოდელია, „პორშე ცენტრი თბილისის“ მიერ დაიგეგმა.
ბანერები, რომლებიც გლობალური კამპანიის ფარგლებში შეიქმნა, „პორშეს“ პირველი სრულად ელექტრიფიცირებული მოდელის, Porsche Taycan-ის, უნიკალურობას წარმოგვიდგენს. ეფექტური პრინტებით და წარწერით, Taycan-ი სხვადასხვა იდეალებთან არის გაიგივებული. ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ სრულად ელექტრო პორშე ტაიკანი მსოფლიოს საუკეთესო ელექტრომობილია.
თამარ ხოსროშვილი, „პორშე ცენტრი თბილისის“ მარკეტინგის მენეჯერი: „კამპანია, რომელიც ახლახანს ჩავუშვით, მიმართულია პორშეს სრულად ელექტრო ტაიკანის შესახებ ცნობადობის ამაღლებისკენ. თითოეული ბანერი მარტივი და კრეატიული გზით გადმოგვცემს თუ როგორია ტაიკანი და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის გამორჩეულ შესაძლებლობებს.
კრეატიულ პრინტ კამპანიას ამყარებს ის ვიდეო კამპანია რომელიც ასევე Porsche Taycan-ის შესახებ შევქმენით და სადაც მეტად რაციონალურად, კონკრეტული ფაქტების, მიღწევებისა და მაჩვენებლების დემონსტრირებით აღვწერეთ, ის, თუ რატომაა Porsche Taycan საუკეთესო ელექტრომობილი.
როგორც წინა კამპანიის გამოცდილებამ გვაჩვენა, დაინტერესება კვლავ დიდია პორშეს ყველაზე ინოვაციური მოდელის მიმართ და ვფიქრობ, აღნიშნული კამპანია კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაუჩენს ტაიკანთან დამეგობრების სურვილს.“
Taycan არის პორშეს პირველი, სერიული, სრულად ელექტრიფიცირებული მოდელი, რომელზეც კომპანია წლების განმავლობაში მუშაობდა, რათა იდეალური სპორტული ელექტრომობილი მიეღო. 2019 წელს, როდესაც პორშე ტაიკანი პირველად გამოჩნდა მსოფლიოში, ის იყო პირველი და ერთადერთი ელექტრომობილი 800-ვოლტიანი ბატარეით. ტაიკანს ერთი დამუხტვით 450 კმ-ის გავლა შეუძლია.
Porsche Taycan 40-ზე მეტი ჯილდოს მფლობელი ელექტრომობილია, როგორც „ყველაზე ინოვაციური მოდელი“. ის ასევე გინესის მსოფლიო რეკორდსმენია - ელექტრო ძრავით ყველაზე გრძელი, უწყვეტი დრიფტის გავლაში. Taycan-მა 55 წუთის განმავლობაში 210 შემოვლა განახორციელა 200-მეტრიანი დრიფტის წრეზე და, სულ, 42 კილომეტრი დაფარა. Taycan-მა გამორჩეული სპორტული შესაძლებლობები „ნიურბურგრინგის“ ლეგენდარულ ტრასაზეც დაამტკიცა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთული სარბოლო ზოლი, რომლის სიგრძეც 20,6 კმ-ია, ტაიკანმა, სულ რაღაც, 7 წუთსა და 33 წამში დაფარა.
ოთხკარიანი სპორტული ელექტრომობილი, მართვის ისეთივე დინამიკური და ამაღელვებელი გამოცდილებით გამოირჩევა, როგორითაც პორშეს ლეგენდარული 911. სრულად ელექტრო Porsche Taycan-ის Turbo S-ს 761 ცხენის ძალა აქვს, მისი მაქსიმალური სიჩქარე 260კმ/ს-ია, ხოლო აჩქარება 0-100 კმ/სთ – 2.8 წმ.
Porsche Taycan აერთიანებს ტექნიკურ მახასიათებლებს, რომლებიც სათანადო მეგზურობას გაგიწევთ თავგადასავლების ძიებაში: მართვის რეჟიმები, მაღალი კლირენსი, ტევადობა, სიმძლავრე და სპორტული ავტომობილისთვის დამახასიათებელი სისწრაფე, რომელიც დინამიკური აჩქარების შესაძლებლობას იძლევა.
გერმანული ბრენდის ელექტრიფიცირებული მოდელის, Porsche Taycan-ის, შეძენა „პორშე ცენტრი თბილისის“ შოურუმშია შესაძლებელი. მომხმარებელს საშუალება აქვს, კონფიგურატორის დახმარებით თავად შექმნას თავისივე ოცნების ავტომობილი.
--
პორშე ცენტრი თბილისი „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.
თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...
უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალში სწრაფი სერვისები დაინერგა. ძრავის ზეთის, აკუმულატორის ან საბურავების შეცვლა ახლა უკვე 20 წუთშია შესაძლებელი. [I=1] ნიკა მაღრა...
იტალიური წარმოების Lamborghini, ლეგენდარული ბრიტანული Bentley და ჩინური პრემიუმ ელექტრომობილების მწარმოებელი Zeekr, - სამი ახალი ბრენდი პორტფელში და ბაზრის წილის ზრდა 30%-იან ნიშნულზე - „...
თუ ხარ მოსწავლე ან სტუდენტი და გინდა, დაზოგო თანხა და დამოუკიდებლად მართო შენი ფინანსები, მაშინ თიბისის მუდმივი შეთავაზებები, სწორედ, შენთვისაა. მუდმივი შეთავაზებები თიბისის ინიციატივაა, რომელიც კომ...
თიბისი ჯგუფის წარმატების ისტორია მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტის სასწავლო მასალად იქნება გამოყენებული. Case study-ში, რომელიც ცნობილმა საერთაშორისო ბიზნესსკოლამ, IMD გამოაქვეყნა...
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ &nb...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები