0 2 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის და EBRD-ის თანამშრომლობა გაფართოვდა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და თიბისი ბანკს შორის თანამშრომლობა ფართოვდება. EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა კავკასიაში, ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა და თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც თიბისი ბანკი EBRD-გან 30 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სუბორდინირებულ სესხს მიიღებს. მიღებული დაფინანსება გააძლიერებს თიბისის კაპიტალის სტრუქტურას და ხელს შეუწყობს დაკრედიტების მდგრად ზრდას.

აღნიშნული შეთანხმების გაფორმებით, თიბისი ასევე გახდა EBRD-ის პირველი პარტნიორი ბანკი კავკასიის რეგიონში, რომელიც EBRD-თან მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში, კლიმატის ცვლილებისა და კლიმატის რისკის მართვის პრაქტიკას გააუმჯობესებს, რათა უზრუნველყოს ფინანსური ნაკადების შესაბამისობა პარიზის შეთანხმების მიზნებთან.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა EBRD-თან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარიგებით გრძელდება. მიღებული სუბორდინირებული სესხი გააძლიერებს თიბისის კაპიტალის სტრუქტურას და გაზრდის ბანკის გრძელვადიან მდგრადობას. მე ასევე, განსაკუთრებით ამაყი ვარ იმით, რომ თიბისი EBRD-ის პირველი პარტნიორი ბანკია რეგიონში, რომელმაც პარიზის შეთანხმების ფარგლებში შეიმუშავა გარდამავალი გეგმა და აიღო ვალდებულება ეტაპობრივად დააკავშიროს თიბისის ბიზნეს პრაქტიკა პარიზის შეთანხმების მიზნებთან. მინდა მადლობა გადავუხადო EBRD-ს მხარდაჭერისთვის და ვიმედოვნებ, მომავალში კიდევ არაერთი ერთობლივი წარმატებული ტრანზაქცია განხორციელდება - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

„EBRD მოწოდებულია მხარი დაუჭიროს თავის მრავალწლიან პარტნიორს, თიბისი ბანკს, ტრანსფორმაციული მოგზაურობის დაწყებაში გარდამავალი გეგმის შემუშავებისა და განხორციელების გზით, რაც ხელს შეუწყობს მის კლიმატის ბიზნეს პრაქტიკის განვითარებას საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“ - აღნიშნა ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა, EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა კავკასიაში.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია. წლების განმავლობაში EBRD-მა საქართველოში 5 მილიარდზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 288 პროექტში ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის სფეროებში, რომლის 81% კერძო სექტორზე მოდის.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...

  • 15:07

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მარტში ქალი მეწარმ...

    საქართველოს ბანკისთვის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, Startup Grind-თან ერთად, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მარტის თვე ქალ მე...

  • 12:53

    თიბისი x გურჯაანის „დელტა“ - პარტნიორობა რეგიონული...

    თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის - „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტ...