2 2 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„მაზდა ცენტრი თეგეტაში“ Mazda CX5-სა და Mazda 6-ზე განსაკუთრებული შეთავაზებები მოქმედებს

„მაზდა ცენტრი თეგეტაში”  ყველაზე გაყიდვად მოდელებზე, Mazda CX5-სა და Mazda 6-ზე, ფასდაკლების აქცია დაიწყო. ცენტრში ორივე ავტომობილი სხვადასხვა კომპლექტაციითაა წარმოდგენილი და კომპანიის შეთავაზება თითოეულ მათგანზე ვრცელდება.

Mazda CX5 SUV კატეგორიას განეკუთვნება და იაპონური ბრენდის ერთ-ერთი საუკეთესო მოდელია. ავტომობილი გამორჩეულია დიზაინით, ტექნიკური და ფუნქციური მახასიათებლებით. ეს ავტომობილი იდეალური გადაწყვეტაა როგორც ქალაქის პირობებში, ისე შორ გზაზე სამოგზაუროდ.

მაზდას ცენტრში მისი სამი სხვადასხვა ვერსიის შეძენაა შესაძლებელი. გამომდინარე იქიდან, რომ სამივე კომპლექტაცია ერთი და იგივე მოდელია, მანქანებს, რა თქმა უნდა, ბევრი საერთო აქვთ, თუმცა მცირე განსხვავებები მაინც შეინიშნება.

CX5 წარმოდგენილია 2.0 და 2.5 მოცულობის ძრავებით, ყველა მათგანს 6-სიჩქარიანი, ტიპტრონიკის ტიპის გადაცემათა კოლოფი აქვს, სიმძლავრე კი - ოდნავ განსხვავებული.

2WD Core, AWD Core და AWD High კომპლექტაციები მართვის სხვადასხვა სტილსა და მძღოლის პრიორიტეტებს ითვალისწინებს.

ხაზგასასმელია ამ მოდელების ტექნიკური უპირატესობებიც. უახლეს CX 5-ებში მომხმარებელი ისეთ ფუნქციებს შეხვდება, როგორებიცაა: უკონტაქტო დაქოქვის სისტემა, წვიმის სენსორი, ხმის 7 გამაძლიერებელი, საჭის გათბობა და მრავალი სხვა.

აღსანიშნავია, რომ მაღალი კომპლექტაციის მოდელში ჩამონტაჟებულია BOSE-ის საუნდსისტემა.

CX 5 მოდელების საწყისი ფასი 74,465 ლარიდან 97,785 ლარამდე მერყეობდა, კომპლექტაციების მიხედვით. ახლა კი აქციის გათვალისწინებით საფასური 70,225 ლარიდან 81,885 ლარის ფარგლებშია.

ნოდარ ჭირაქაძე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ ბრენდ დირექტორი: „მაზდა ის ბრენდია, რომელიც არცერთ მომხმარებელს  დატოვებს გულგრილს. გვიხარია, რომ შესაძლებლობა მოგვეცა,  გამორჩეული მოდელები ქართველ მომხმარებლებს განსაკუთრებული პირობებით შევთავაზოთ. ეს შეთავაზება წინ გადადგმული ნაბიჯი იმ ავტომოყვარულებთან დასაახლოებლად, რომლებსაც სურვილი აქვთ, მაზდას შესაძლებლობები გამოცადონ და ახალი შთაბეჭდილებები მიიღონ.

„მაზდა ცენტრი თეგეტას“ აქცია ვრცელდება Mazda 6-ის სხვადასხვა კომპლექტაციის მოდელებზეც. თუკი მოდელების საწყისი ფასები 76,585 ლარიდან იწყებოდა, ახლა მისი შეძენა 55,385 ლარად არის შესაძლებელი.

ტექნიკური მახასიათებლების სია საკმაოდ ვრცელია. კომპლექტაციები მოიცავს უკონტაქტო დაქოქვის სისტემას, კრუიზკონტროლს, წვიმის სენსორებს, აუდიომოწყობილობებსა და სხვა. MAZDA 6 SKYACTIV HIGH გამოირჩევა 360°-იანი კამერით, ტყავით გაწყობილი მულტიფუნქციური საჭით, შიდა სარკით, რომელსაც ავტომატური დამუქების ფუნქცია აქვს, და მძღოლის სავარძლის 10 მიმართულებით რეგულირებით. ამასთანავე, ეს კომპლექტაცია ხასიათდება HEAD UP DISPLAY და ხაზის გადაკვეთის სისტემებით.

„მაზდა ცენტრი თეგეტაში“ აქცია უკვე დაწყებულია და სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება. მსურველებს მოდელების ნახვა და შეძენა მაზდას შოურუმში, ბელიაშვილის 142 ნომერში შეუძლიათ.

--

„მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...

  • 15:07

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მარტში ქალი მეწარმ...

    საქართველოს ბანკისთვის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, Startup Grind-თან ერთად, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მარტის თვე ქალ მე...

  • 12:53

    თიბისი x გურჯაანის „დელტა“ - პარტნიორობა რეგიონული...

    თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის - „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტ...