1 3 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 15 მილიონი ლარის მწვანე საჯარო ობლიგაციები განათავსა

სალიზინგო ბაზრის ლიდერმა, თიბისი ლიზინგმა პირველად ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის ისტორიაში, ფინასურ ინსტიტუტებს შორის, ლარში დენომინირებული მწვანე საჯარო ობლიგაციები წარმატებით განათავსა.  ემისია თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით გამხორციელდა და მოცულობა 15 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანია, ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებულ ფინანსურ რესურსს, მწვანე სალიზინგო პორტფელის ზრდის დაფინანსებისთვის გამოიყენებს. 

 

მწვანე ობლიგაციების გამოშვების გადაწყვეტილება, ენერგო ეფექტური აქტივების - ელექტრო ავტომობილების, საწარმოო დანადგარებისა და მზის პანელების  დაფინანსებასთან ერთად, განპირობებულია კომპანიის მიზანით - ხელი შეუწყოს ქვეყანაში მდგრადი დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ადგილობრივი კაპიტალის ბაზარის განვითარებას.

 

აღნიშნული ემისიის ფარგლებში, თიბისი ლიზინგმა, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Group-ისგან, კომპანიის მწვანე ობლიგაციების ჩარჩოსთან დაკავშირებით, მეორე მხარის მოსაზრება მიიღო. ამ მოსაზრების თანახმად, თიბისი ლიზინგის მწვანე ობლიგაციების ჩარჩო სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების ასოციაციის (ICMA) მიერ შემუშავებულ მწვანე ობლიგაციების პრინციპებთან (GBP).

 

გამოშვებული ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი 2.75%-იანი მარჟით განისაზღვრა, რომელიც თბილისის სამთვიან ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთზე (TIBR) იქნება მიბმული. თიბისი ლიზინგის საკრედიტო რეიტინგი ყველაზე მაღალია საქართველოში მოქმედ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის და საერთაშორისო საკრედიტო სააგენტო Fitch-ის მიერ, ‘BB ‘ სტაბილური პერსპექტივითაა  განსაზღვრული.  

 

ობლიგაციებში ინვესტიცია  ქართულ კომერციულ ბანკებთან ერთად, რომლებიც ფასიან ქაღალდებს ეროვნული ბანკიდან ლარის დამატებითი რესურსის მოსაზიდად იყენებენ, საპენსიო ფონდმაც განახორციელა.

“მოხარული ვართ, რომ კაპიტალის ბაზარზე, ფინანსურ ინსტიტუტებს შორის, პირველი ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული მწვანე საჯარო განთავსება თიბისი ლიზინგმა წარმატებით განახორციელა. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სახსრები მიმართული იქნება  ენერგოეფექტური აქტივების დაფინანსებისკენ, რაც თიბისი ლიზინგის მდგრადი განვითარების სტრატეგასთან სრულ შესაბამისობაშია.

 

ასევე მნიშვნელოვანია რომ, განთავსება ეროვნულ ვალუტაში მოხდა, რაც როგორც კომპანიისთვის, ისე საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პოზიტიურ ფაქტორს წარმოადგენს. ერთის მხრივ, კომპანიისთვის ეროვნულ ვალუტაში ფინანსური სახსრების მოზიდვა მინიმუმამდე ამცირებს სავალუტო რისკებს და გვაძლევს მოქნილობას მომხმარებლებს მათთვის ხელსაყრელ პირობებში შევთავაზოთ ლიზინგით დაფინასნება. მეორეს მხრივ, კი ხელს უწყობს კაპიტალის ბაზარზე ეროვნული ვალუტის ლიკვიდურობას. მნიშვნელოვანია რომ, აღნიშნულ ტრანზაქციაში საქართველოს საფინანსო სექტორის ყველა ძირითადი მონაწილე იყო ჩართული, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ინვესტორების მხრიდან თიბისი ლიზინგის მიმართ გაზრდილ სანდოობას.” – ნუგზარ ლოლაძე, თიბისი ლიზინგის ფინანსური დირექტორი.

 

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს კაპიტალის ბაზარზე, ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული პირველი მწვანე საჯარო ობლიგაციები, სწორედ თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით განთავსდა. ეს ტრანზაქცია თიბისი ლიზინგისა და თიბისი კაპიტალისთვის - მე-9 ერთობლივი, თიბისი კაპიტალისთვის კი, მწვანე ობლიგაციების რიგით მე-6 განთავსებაა, რაც ხაზს უსვამს ჩვენს წვლილს გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) საკითხებში. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდში, ბაზარზე ჩვენი მხარდაჭერით, უკვე მე-2 მწვანე ბონდები განთავსდა,  რაც კიდევ ერთი დასტურია მდგარდი განვითარების მიმართ, ქვეყნისა და კომპანიების ინტერესის“, - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...

  • 15:07

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მარტში ქალი მეწარმ...

    საქართველოს ბანკისთვის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, Startup Grind-თან ერთად, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მარტის თვე ქალ მე...

  • 12:53

    თიბისი x გურჯაანის „დელტა“ - პარტნიორობა რეგიონული...

    თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის - „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტ...

  • 17:43

    თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 28-ე ჯ...

    თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით და კომპანია ისთერნფრომოუშენსის ორგანიზებით, 1-3 მაისს, თბილისი რიგით 28-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს. როგორც ყოველთვის, წლევანდელი ფესტივალის სტუმრებიც მსოფლიოში წამყვანი ვა...