1 7 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ ინიციატივით თბილისში გამწვანების აქცია გაიმართა

 

თბილისის ერთ-ერთისაბავშვო სივრცის გამწვანებაზე იზრუნა. ნუცუბიძის მესამე პლატოზე მდებარე ცენტრალური პარკის ტერიტორიას, კომპანიის თანამშრომლების ჩართულობით ხეები, ყვავილები და დეკორატიული ნარგავები შეემატა. გამწვანების აქცია „ტოიოტას“გლობალურ სტრატეგიას ეხმიანება.

თეა მანჯავიძე, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ტოიოტასთვის გარემოზე ზრუნვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ გლობალურ სტრატეგიას მიყვება „ტოიოტა ცენტრი თეგეტაც.“ ვცდილობთ, მაქსიმალურად ჩავერთოთ გარემოსდაცვით ღონისძიებებში და წვლილი შევიტანოთ პლანეტაზე ზრუნვის პროცესში. ვფიქრობ, რომ რთული ეკოლოგიური მდგომარეობის პარალელურად, პასუხისმგებლობიანი კომპანიების სიმრავლედა მსგავსი აქტივობები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.“ 

გლობალურად, „ტოიოტა“ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თავისი საქმიანობის ფარგლებში გარემოზე ზემოქმედების შემცირებას და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენებას. იაპონური ბრენდი ეკოლოგიური პოლიტიკის დახვეწაზე მუდმივად ზრუნავს. მათ 2015 წელს გლობალური პროექტი „ეკოგამოწვევა 2050“ წამოიწყეს, რომელიც ჰიბრიდულ, ელექტრო და წყალბადის ძრავით აღჭურვილ ავტომობილებზე ფოკუსის გადატანას, საწარმოო ნარჩენების გონივრულ მართვასა და მთლიანობაში ეკოსისტემასთან მაქსიმალურად ჰარმონიულ თანაარსებობაზე ზრუნვას გულისხმობს.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ დაარსების დღიდან იზიარებს გლობალურ ეკოლოგიურ პოლიტიკას და ამ მიმართულებით სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს. გარემოსა და ეკოლოგიაზე ზრუნვის ფარგლებში იაპონური ბრენდის ქართულმა წარმომადგენლობამ მემორანდუმი გააფორმა კომპანია „ტენესთან“. თანამშრომლობის ფარგლებში „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ ოფისსა და სერვისცენტრში მწვანე ურნები განთავსდა, სადაც გამოყენებული პლასტმასა გროვდება. შედეგად ნარჩენი გარემოში აღარ ხვდება და მის შემდგომ გადამუშავებაზე „ტენე“ ზრუნავს.

აქტივობებს შორისაა აჯამეთის დაცულ ტერიტორიებზე 1000 ძირი მუხის ნერგის დარგვა.„წითელ ნუსხაში“ შეტანილი და გადაშენების პირასმყოფი იმერული მუხა იმ მომხმარებლების სახელით დაირგა, რომლებმაც „ტოიოტა თეგეტაში“ ჰიბრიდულ ძრავაზე მომუშავე ავტომობილები შეიძინეს. 

ასევე, კომპანიის თანამშრომლები წელიწადში რამდენჯერმე გეგმავენ და მონაწილეობენდასუფთავებისა თუ გამწვანების აქციებში. 

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში,ეკოლოგიური პროექტებისა და აქტივობების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად გეგმავს. 

--

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ „თეგეტა ჰოლდინგის“შვილობილი კომპანიაა და საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...

  • 15:07

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მარტში ქალი მეწარმ...

    საქართველოს ბანკისთვის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, Startup Grind-თან ერთად, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მარტის თვე ქალ მე...

  • 12:53

    თიბისი x გურჯაანის „დელტა“ - პარტნიორობა რეგიონული...

    თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის - „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტ...