თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...
თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...
|
„ვოლვო ქარ საქართველო“ შვედური პრემიუმ ბრენდის მომხმარებლებს უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობს. ფასდაკლება ვრცელდება ვოლვოს Plug-in ჰიბრიდულ მოდელებზე, Volvo XC60-სა და XC90-ზე. მიმდინარე შეთავაზების ფარგლებში მომხმარებლებს საშუალება აქვთ, ისარგებლონ 35 000 ლარამდე ფასდაკლებით.
Plug-in ჰიბრიდულ მოდელებს ხშირად უწოდებენ „ელექტრომობილს სათადარიგო გეგმით“, რადგან მათ აქვთ როგორც ელექტრო-, ისე შიგაწვის ძრავა. თუ ელექტროძრავა დასამუხტია, ავტომობილი ავტომატურად გადაირთვება შიგაწვის ძრავაზე, რაც გრძელ გზაზე მშვიდად გადაადგილებას უზრუნველყოფს.
თორნიკე იკაშვილი, „ვოლვო ქარ საქართველოს“ გაყიდვების ხელმძღვანელი: „XC90 და XC60 ვოლვოს ყველაზე გაყიდვადი მოდელებია, რომლებიც აღჭურვილია უსაფრთხოებისა და მძღოლის დამხმარე თანამედროვე სისტემებით. Plug-in ჰიბრიდული ვერსიების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სწორედ ისაა, რომ სრულად დამუხტვის შემთხვევაში ელექტროძრავით 70-80 კმ-ის გავლაა შესაძლებელი. მოდელები ერთმანეთისგან ზომით განსხვავდება. XC90 ვოლვოს სამოდელო რიგში ყველაზე დიდი, შვიდადგილიანი, საოჯახო ზომის SUV-ია, XC60-ში კი - საშუალო ზომის SUV. მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს ვთავაზობთ: Core, Plus და Ultimate. ისინი განსხვავდება როგორც ინტერიერის, ისე ექსტერიერის დეტალებით. კონკრეტული ავტომობილი შეირჩევა მომხმარებლის სურვილისა და საჭიროების მიხედვით“.
XC90 T8 Plug-in ჰიბრიდი ვოლვოს ერთ-ერთი ყველაზე ეკომეგობრული მოდელია, რომელიც სრულად მიჰყვება ვოლვოს კონცეფციას და თავისი შთამბეჭდავი მახასიათებლების წყალობით უფრო მეტად ზრუნავს გარემოზე. მოდელის გაძლიერებულ ძრავას 462 ცხენის ძალა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მონაცემებით ავტომობილს 0-იდან 100 კილომეტრამდე 5 წამში შეუძლია აჩქარება. შვიდადგილიანი, საოჯახო მოდელი უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით არის აღჭურვილი.
XC60 plug-in ჰიბრიდი საშუალო ზომის SUV-ია, რომელიც, მოცულობიდან და კომფორტულობიდან გამომდინარე, საუკეთესო საოჯახო ტიპის მოდელად მიიჩნევა. მოდელი თანამედროვე, მაღალი ხარისხის აუდიომოწყობილობით, ექსპრესიული დიზაინითა და განსხვავებული ფერებით გამოირჩევა.
Volvo XC90 და XC60, ისევე როგორც ბრენდის სხვა უახლესი მოდელები, სკანდინავიური სტილისთვის დამახასიათებელი, მინიმალისტური და დახვეწილი დიზაინით არის შექმნილი. ორივე მოდელი აღჭურვილია უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტით და მძღოლის დამხმარე სისტემებით: Pilot Assit, ავტომატური საგანგებო დამუხრუჭება, 360-გრადუსიანი კამერა, სალონში ჰაერის საწმენდი ტექნოლოგია და სხვა. თითოეულ მოდელში ჩაშენებულია Google-ის სისტემები, რომელთა დახმარებითაც მძღოლს ცენტრალური ეკრანიდან ისეთ ციფრულ სერვისებზე აქვს წვდომა, როგორებიცაა Google Assistant, Google Maps-ის ნავიგაცია და აპლიკაციების ფართო არჩევანი Google Play-დან.
Volvo XC90 და XC60-ის შეძენა მომხმარებელს „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმში შეუძლია. მოდელების 360 გრადუსით დათვალიერება და ტესტდრაივზე ჩაწერა კი კომპანიის ვებგვერდზეა შესაძლებელი.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ საქართველო“ შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.
თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...
უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალში სწრაფი სერვისები დაინერგა. ძრავის ზეთის, აკუმულატორის ან საბურავების შეცვლა ახლა უკვე 20 წუთშია შესაძლებელი. [I=1] ნიკა მაღრა...
იტალიური წარმოების Lamborghini, ლეგენდარული ბრიტანული Bentley და ჩინური პრემიუმ ელექტრომობილების მწარმოებელი Zeekr, - სამი ახალი ბრენდი პორტფელში და ბაზრის წილის ზრდა 30%-იან ნიშნულზე - „...
თუ ხარ მოსწავლე ან სტუდენტი და გინდა, დაზოგო თანხა და დამოუკიდებლად მართო შენი ფინანსები, მაშინ თიბისის მუდმივი შეთავაზებები, სწორედ, შენთვისაა. მუდმივი შეთავაზებები თიბისის ინიციატივაა, რომელიც კომ...
თიბისი ჯგუფის წარმატების ისტორია მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტის სასწავლო მასალად იქნება გამოყენებული. Case study-ში, რომელიც ცნობილმა საერთაშორისო ბიზნესსკოლამ, IMD გამოაქვეყნა...
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ &nb...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები