2 1 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

რატომ ინთება „CHECK ENGINE” მანიშნებელი?

 

წლებია, რაც ავტომობილი მყავს და სიამაყით ვამბობ, რომ მის გამართულობაზე მუდმივად ვზრუნავ. თუმცა, რამდენიმე დღის წინ სამსახურისკენ მიმავალ გზაზე საცობში შევნიშნე, რომ საწვავი იწურებოდა. ამიტომ უახლოეს ბენზინგასამართ სადგურზე მივედი. საწვავის ჩამატების შემდეგ გზა გავაგრძელე და რამდენიმე წუთში საინფორმაციო დაფაზე ძრავის შემოწმების ყვითელი მანიშნებელი, check engine აინთო.

რა თქმა უნდა, გადავწყვიტე, დროულად მიმემართა სერვისცენტრისთვის და არჩევანი „თეგეტა მოტორსზე“ შევაჩერე, რადგან წლებია, მათი მომსახურებით ვსარგებლობ. ვიზიტის დროს, პირველ რიგში, გამომკითხეს, რა ვითარებაში აინთო ეს ინდიკატორი და ავტომობილის კომპიუტერული დიაგნოსტიკა მირჩიეს. კომპიუტერული დიაგნოსტიკის შედეგად დაფიქსირდა გაჟონვა საწვავის ავზის ვენტილაციის სისტემაში. გამიმართლა და პრობლემა შეცდომის განულებით მოგვარდა. ასევე, ბევრი საინტერესო რეკომენდაცია მივიღე სპეციალისტებისგან და მინდა, რამდენიმე მათგანი გაგიზიაროთ.

რა მოხდა ჩემს შემთხვევაში?

სპეციალისტმა ივარაუდა, რომ საწვავი დაქოქილ ავტომობილში ჩავასხი. სიმართლე გითხრათ, ცოტა დავიბენი, ამიტომ ჩავეძიე და ვთხოვე, დეტალურად აეხსნა, რატომ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო.

მისი თქმით, თანამედროვე ავტომობილების საწვავის ავზი აღჭურვილია ვენტილაციის სისტემით, რომელიც საწვავის ანაორთქლის გარეთ გაჟონვის პრევენციას ახდენს, ვინაიდან საწვავის ანაორთქლი ეკოლოგიისთვის მავნე ნივთიერებებს შეიცავს და ამ სისტემის საშუალებით  ის იფილტრება. აღმოჩნდა, რომ ჩემი ავტომობილის ვენტილაციის სისტემა აღჭურვილია წნევის სენსორით. ბენზინგასამართ სადგურზე, დაქოქილ ავტომობილში საწვავის ავზზე ხუფის მოხსნის დროს, ამ სენსორმა წნევის ვარდნა დააფიქსირა და ინსტრუმენტების პანელზე შესაბამისი ინდიკატორი(check engine) აინთო.
რჩევა: არასდროს ჩაასხათ საწვავი დაქოქილ ავტომობილში.


ალბათ, გაგიჩნდათ კითხვა, რა მნიშვნელობა აქვს, საწვავის ჩასხმის დროს ავტომობილი დაქოქილი იქნება თუ არა?  ავტომობილის გამორთვა-ჩართვის შედეგად, საწვავის ავზის ვენტილაციის სისტემა თავიდან იწყებს წნევის მონიტორინგს და თავდაპირველ წნევის ვარდნას არ ითვალისწინებს.

ასევე, რეკომენდაციის სახით მითხრეს, რომ დაუშვებელია საწვავის ავზის გადავსება, რადგან ზედმეტი საწვავი ვენტილაციის ფილტრში გადადის და მას აზიანებს, რასაც ასევე მოჰყვება „ჩეკის“ ინდიკატორის ანთება.
რჩევა: არასდროს გააგრძელოთ საწვავის ჩასხმა „პისტოლეტის" გათიშვის შემდეგ.



ზოგადად, რატომ შეიძლება აინთოს ჩეკის ინდიკატორი?

ძრავა და მისი პერიფერიული სისტემები სინქრონულად მუშაობს. თითოეულ სისტემაში არსებულმა ხარვეზმა შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს დანარჩენი სისტემების ეფექტიანად მუშაობაზე. სწორედ ამიტომ, როგორც კი მართვის სისტემა (ECM/TCM) პარამეტრების დასაშვებ ზღვარს მიღმა ცვლილებას აღმოაჩენს, მაშინვე მართვის პანელზე „ჩეკს“ აანთებს.

ეს არ ნიშნავს, რომ სიტუაცია კრიტიკულია, აღნიშნული მითითება პირველი სიგნალია, რომელიც სერიოზული პრობლემების თავიდან ასარიდებლადაა შექმნილი. თუმცა, ასეთ დროს აუცილებელია, ავტომობილი სერვისცენტრში გადაიყვანოთ და სრული კომპიუტერული დიაგნოსტიკა ჩაუტაროთ. მნიშვნელოვანია, ყურადღებით მოვეკიდოთ ამ საკითხს და პრობლემის მოგვარება პროფესიონალებს ვანდოთ, რაშიც „თეგეტა მოტორსის“  მექანიკოსები დაგვეხმარებიან.   

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:23

    „თეგეტა ჰოლდინგსა“ და UNFPA GEORGIA-ს შორის ურთიერ...

    თანამედროვე ბიზნესგარემოში გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის, ისე კომპანიების მდგრადი განვითარების კუთხი...

  • 15:28

    თიბისის ინოვაციური ტექღონისძიება „TechXplore 202...

    თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა.  ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC...

  • 15:08

    წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესდა - თიბისი ...

    თიბისი კაპიტალის შეფასებით, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან, როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. შეფა...

  • 12:12

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია დაიწყო. ...

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია 20 თებერვლიდან დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. აქციის ფარგლებში, თითოეულ 100 ლარიან შენაძენზე, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა 10 ლარიანი ფულადი ვაუჩერი. მომხ...

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...