ექიმების საერთაშორისო დღეს „ვოლვო ქარ საქართველომ“...
სიცოცხლე და უსაფრთხოება - ამ ღირებულებების გარშემო „ვოლვო ქარ საქართველო“ და ექიმები კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ. 30 მარტს, ექიმების საერთაშორისო დღეს, კომპანიამ სამედიცინო სფერ...
|
თანამედროვე ბიზნესგარემოში გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის, ისე კომპანიების მდგრადი განვითარების კუთხით. ამ მიზნით გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და „თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. 2022 წელს გაფორმებული მემორანდუმი მიმდინარე წელს განახლდა, რაც მათ წარმატებულ თანამშრომლობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. მემორანდუმი სამუშაო ადგილზე ოჯახზე ორიენტირებული და გენდერულად სენსიტიური პოლიტიკის მექანიზმების შემუშავებასა და დანერგვას გულისხმობს.
ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „თეგეტას წარმატების ხერხემალი ჩვენი თანამშრომლებია. მათი უსაფრთხოება და თანასწორი ორგანიზაციული კულტურის დამკვიდრება კი - ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი. სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ თანამშრომლობა UNFPA-სთან და ბოლო ორ წელიწადში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა გენდერული თანასწორობისა თუ ინკლუზიური სამუშაო გარემოს გაუმჯობესების მიზნით. „თეგეტა“ პირველი კომპანიაა ქართულ ბიზნესსექტორში, რომელმაც, გენდერულ თანასწორობაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, საერთაშორისო პროექტი „მამაკაცური საუბრები“ UNFPA-სთან თანამშრომლობით განახორციელა.
დღევანდელი დღე არის წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელების ახალი ეტაპი და ის საშუალებას მოგვცემს, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა კომპანიაში კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავიყვანოთ. UNFPA-სთან პარტნიორობა კი გვაძლევს საშუალებას, ეს პროცესი თანმიმდევრულად და ეფექტიანად გავაგრძელოთ“.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, განაახლონ აქტიური თანამშრომლობა სამუშაო ადგილზე ოჯახზე ორიენტირებული და გენდერულად სენსიტიური პოლიტიკის მექანიზმების შემუშავებისა და დანერგვის მიმართულებით, რაც, თავის მხრივ, ემსახურება ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას, შრომით ბაზარზე მათი პოტენციალის რეალიზებისა და, ზოგადად, პასუხისმგებლობიანი ორგანიზაციული კულტურის ხელშეწყობას.
მარიამ ხანი, UNFPA წარმომადგენელი თურქეთში და ორგანიზაციის დირექტორი აზერბაიჯანსა და საქართველოში: „ჩვენ, გაეროს მოსახლეობის ფონდში (UNFPA), მოხარულნი ვართ, გავაძლიეროთ თანამშრომლობა „თეგეტა ჰოლდინგთან“, კომპანიასთან, რომელიც მზად არის, გაატაროს პოზიტიური ცვლილებები ოჯახთან თავსებადი გარემოს პოლიტიკის დანერგვით სამუშაო ადგილას და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობით. ჩვენი საერთო მიზნების მიღწევა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობას ემსახურება, ერთიან მოქმედებას მოითხოვს. ბიზნესთან პარტნიორობა, რომელიც თანამშრომლებისა და საზოგადოების კეთილდღეობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, აუცილებელია არსებითი ცვლილებებისთვის“.
UNFPA-სთან თანამშრომლობით, „თეგეტაში“ დაიგეგმება და განხორციელდება ერთობლივი ინიციატივები გენდერული თანასწორობის გაძლიერების მიზნით.
განახლებული მემორანდუმის ფარგლებში, „თეგეტა ჰოლდინგი“ გააგრძელებს კამპანიას „კაცები ზრუნავენ“ და ტრენინგები მოიცავს რეგიონებსაც, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ არეალებში, სადაც თეგეტას ფილიალებია განთავსებული. UNFPA -სთან ერთად, გაგრძელდება ოჯახთან თავსებადი გარემოს პოლიტიკაზე მუშაობაც და მოერგება ბიზნესის ახალ სტრატეგიულ ხედვასა და მიდგომებს, რომლებიც მხარს დაუჭერს ქალთა ჩართულობას შრომის ბაზარზე და მათ ეკონომიკურ გაძლიერებას.
„თეგეტა ჰოლდინგი“, როგორც პასუხისმგებლობიანი კომპანია, აქტიურად აგრძელებს მუშაობას მრავალფეროვანი, ინკლუზიური და თანასწორი გარემოს შექმნაზე, როგორც რეკრუტინგის პროცესისა და ახალი სამუშაო ძალის მოზიდვის, ისე არსებული სამუშაო გარემოს გასაუმჯობესებლად, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლების კეთილდღეობასა და კომპანიის ორგანიზაციული კულტურის განვითარებას.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
სიცოცხლე და უსაფრთხოება - ამ ღირებულებების გარშემო „ვოლვო ქარ საქართველო“ და ექიმები კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ. 30 მარტს, ექიმების საერთაშორისო დღეს, კომპანიამ სამედიცინო სფერ...
თიბისი კამპუსი უნივერსიტეტისგან განსხვავებული სივრცეა, სადაც სტუდენტები ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ და კამპუსის ონლაინ კურსების დასრულების შემდე...
თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” გრძელდება. ბათუმის შემდეგ, ღონისძიება თბილისში, 3 აპრილს გაიმართება და ის “ფრილანსერების და ბიზნესის” თემა...
თიბისის გამორჩეული პროდუქტი - “განაწილება”, ყველანაირი ინტერესისა და საჭიროებების მქონე მომხმარებლების სურვილების ასრულების გასამარტივებლად შეიქმნა, ამიტომ, მათ მუდმივად განსხვავებულ შეთა...
თიბისი კაპიტალმა გამომწერებს ვებინარზე საქართველოს საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა - 2024 წლის შედეგები და 2025 წლის მოლოდინები გააცნო. ბოლო წლებში, გაზრდილმა ეკონომ...
თანამედროვე ბიზნესგარემო მუდმივ ცვლილებებს განიცდის, რომელიც კომპანიებს უბიძგებს, მიიღონ სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილებები. სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ დაარსდა 2010 წელს GEC Consulting &mdash...
რამდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს გარემოს, როცა წარსულისა და მომავლის გზაჯვარედინზე დგახარ და ცვლილებებისთვის გამბედაობას იკრებ? რა დატვირთვა აქვს ამ პროცესში ფერს, სიტყვას, წაკითხულ ...
აპრილი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები