0 0 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სიახლე ჩვენიანებს: ლიბერთი და ფარმადეპო ერთობლივ პროგრამებს აგრძელებენ

ლიბერთი, უკვე წლებია, მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს სახელმწიფო სოციალური სარგოს მიმღები ადამიანების საჭიროებებზე მორგებულ სოციალურ პროგრამებს. მათ შორის,

 მომდევნო წლიდან გაგრძელდება „ფარმადეპოსთან“ წარმატებული თანამშრომლობა. ამ თანამშრომლობის ფარგლებში ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები მიიღებენ 40%-მდე ფასდაკლებას სხვადასხვა მედიკამენტებსა და ამავე  სააფთიაქო ქსელში წარმოდგენილ სხვა საშუალებებზე.

 „უფროსი თაობის ადამიანებზე ზრუნვა ლიბერთის პრიორიტეტია. მრავალი წელია, ჩვენს ბანკში წარმატებით მიმდინარეობს

 სოციალური პროექტები მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელიც სახელმწიფო სოციალური სარგოს მიმღები ადამიანების საჭიროებებზეა მორგებული - კერძოდ, მედიკამენტების, ჯანმრთელობის და პროდუქტების ხელმისაწვდომობის მიმართულებით.

ფარმადეპოსთან 2019 წლიდან ვთანამშრომლობთ, რომლის ფარგლებშიც ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებს ფარმადეპოს ქსელში ვთავაზობთ სპეციალურ ფასებს მედიკამენტებსა და სხვა საშუალებებზე. შეთავაზებებით სარგებლობის ერთადერთი პირობაა, გადახდა ლიბერთის ტერმინალზე ლიბერთის სოციალური ბარათით განხორციელდეს. 

 გვიხარია რომ ყოველწლიურად, ლიბერთის სოციალური ბარათის შეთავაზებებით  კიდევ უფრო მეტი მომხმარებელი სარგებლობს და ჯამურად, ლიბერთის ბარათით გადახდისას მნიშვნელოვან დანაზოგს აკეთებს.“- დარეჯან მალაღურაძელიბერთის ლოიალობის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი.

ლიბერთის ლოიალობის სტრატეგიის ერთ-ერთი მიმართულება ბანკის პროგრამებში პირველადი საჭიროების კატეგორიების კომპანიების ინტეგრირებაა. აღსანიშნავია, რომ სოციალური პროექტების ფარგლებში, 

ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებმა ჯამურად უკვე 12 მლნ ლარამდე დაზოგეს. ლიბერთის გუნდი  აქტიურად მუშაობს და პარტნიორობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს

  საქართველოში არსებულ მსხვილ ქსელურ კომპანიებთან, მათ შორის სურსათის, ასევე სამედიცინო სერვისის კატეგორიის  ქსელებთან.  

ბაზარზე არსებული კომპანიების მხრიდან მაღალი დაინტერესების გათვალისწინებით, ლიბერთი, ეტაპობრივად, სოციალური ბარათის მფლობელებისთვის, მათზე მორგებული ახალი 

პროგრამების შეთავაზების არეალის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს.

ლიბერთი ბანკის შესახებ:

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...