1 9 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Volvo Retail Experience – თიბისი ჯგუფის მხარდაჭერით, „ვოლვო ქარ საქართველოს“ კონცეპტუალური შოურუმი გაიხსნა

თბილისში უნივერსიტეტის ქუჩის 6 ნომერში, თიბისი ჯგუფის მხარდაჭერით, "ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმი გაიხსნა. პროექტში 15 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

 

1200 კვადრატულ მეტრზე განლაგებული "ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმი საექსპოზიციო და მომსახურებისათვის განკუთვნილ სივრცეებს აერთიანებს.

 

შოურუმში შვედური ბრენდის ავტომობილების სამოდელო რიგთან ერთად, აქსესუარების დიდი არჩევანია წარმოდგენილი. მომხმარებელი შეძლებს დაათვალიეროს ვოლვოს მოდელები, სურვილის შემთხვევაში საკუთარი გემოვნებით და მასალებით შეარჩიოს ავტომობილი და ისარგებლოს ტესტ დრაივით.

 

შოურუმის სახურავზე 325 ვატის სიმძლავრის მზის პანელებია დამონტაჟებული, რომლებიც წელიწადში 442 500 კილოვატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

 

შოურუმის 1500 კვადრატულ მეტრზე გაშენებულ პარკინგსა და ეზოში ელექტოფიცირებული ავტომობილებისთვის დასამუხტი სადგურებია დამონტაჟებული.

 

საერთაშორისო სტანდარტით აშენდა სერვისცენტის ნაწილიც, სადაც ავტომობილისთვის საჭირო ყველა ტექნიკური მომსახურება გაერთიანდა. მათ შორის, ელექტრობა, სავალი ნაწილებისა და ძრავის მიმართულება. მომხმარებელს პერსონალური მენეჯერი  ეყოლება, რომელიც ზუსტად იცნობს კონკრეტული ავტომობილის ისტორიას.

 

„ვოვლო ქარ საქართველოს“ მომსახურების ცენტრი პირველი ლოკაციაა კავკასიის რეგიონში, რომელიც VRE (Volvo Retail Experience) კონცეფციით შეიქმნა და შვედეთში არსებული შოურუმების ანალოგია.

 

„ვოლვო ქარ საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული დღეა, ჩვენი სრულიად ახალი კონცეპტუალური შოურუმი ოფიციალურად გახსნილია. სივრცე,  სადაც დღეს ჩვენს სტუმრებს და მომხმარებელს ვმასპინძლობთ გამორჩეულია არა მხოლოდ თავისი მასშტაბურობით, არამედ იმ მიდგომებით, რომელსაც ვოლვო ქარსი წლებია ავტოინდუსტრიაში ექსკლუზიურად ნერგავს. ერთგულად მივყვებით შვედური ბრენდის მიერ არჩეულ ხაზს და  მომხმარებელს ავტომობილის შეძენის და ფლობის სრულიად ახალ გამოცდილებას ვთავაზობთ. 2019 წლიდან ვოლვო ქარსის ოფიციალური წარმომადგელები ვართ, დღეს კი რეგიონში ვოლვოს პირველი, ინოვაციური VRE შოურუმის გახსნით უპრეცედენტო პროექტი დავასრულეთ“, - გაგა კოხრეიძე, "ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი.

 

„უკვე 25 წელზე მეტია “თეგეტა ჰოლდინგის” და თიბისის პარტნიორობა გრძელდება. ამ წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია „ვოლვოს“ ახალი,  თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი შოურუმი. როგორც ქართული ბიზნესის ნომერ პირველ პარტნიორს, ძალიან გვიხარია, როდესაც ვხედავთ, რომ ბაზარზე, თიბისის მხარდაჭერით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი გაიხსნა“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

 

ახალ შოურუმში თიბისი დაზღვევის, თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მომხმარებლები, სპეციალური პირობებით ისარგებლებენ.

 

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია - “ვოლვო ქარ კავკასია”, რომელიც საქართველოსთან ერთად, აზერბაიჯანს, სომხეთს, ყაზახეთსა და უზბეკეთსაც ფარავს, ახალი შოურუმების გახსნას რეგიონის სხვა ქვეყნებშიც გეგმავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...