თიბისი განაწილების და დიოგენეს სპეციალური შეთავაზე...
თიბისის გამორჩეული პროდუქტი - “განაწილება”, ყველანაირი ინტერესისა და საჭიროებების მქონე მომხმარებლების სურვილების ასრულების გასამარტივებლად შეიქმნა, ამიტომ, მათ მუდმივად განსხვავებულ შეთა...
|
ზაფხული უკვე აქტიურ ფაზაშია და ძალიან მნიშვნელოვანია, ავტომობილმა ყველა ის საჭირო სერვისი მიიღოს, რაც უსაფრთხო და მშვიდი გადაადგილების გარანტიაა.
ზაფხულის დადგომა ავტომობილის რამდენიმე დეტალზე განსაკუთრებით მოქმედებს. მაგალითად, აკუმულატორი ტემპერატურის ცვლილების მიმართ სენსიტიურობით გამოირჩევა. ხშირ შემთხვევაში ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება უარყოფით გავლენას ახდენს მასში მიმდინარე ქიმიურ პროცესებსა და სამუშაო რესურსზე.
ამისათვის დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ ძრავის გაგრილებასა და საცხებ-საპოხ მასალასაც, ვინაიდან ზაფხულში მათზე კიდევ უფრო მეტი დატვირთვა მოდის.
სეზონისთვის შეუსაბამო ნაწილები მაღალი ტემპერატურის გამო ხშირ შემთხვევაში ზიანდება. ასეთია, მაგალითად, საბურავი. ამისთვის კი საჭიროა, განვიხილოთ დეტალები და გავიგოთ, რა შეთავაზებები აქვს მომხმარებლისთვის „თეგეტა მოტორსს“.
3+1 აქცია საბურავების სრულ ასორტიმენტზე
საბურავების შემადგენლობისა და დამზადების სპეციფიკიდან გამომდინარე, სეზონისთვის შეუსაბამო საბურავებზე მაღალი ტემპერატურა უარყოფითად მოქმედებს და იზრდება მათი დაზიანების ალბათობა. ზაფხულის დადგომისას, პირველ რიგში, საბურავები უნდა შევცვალოთ, რადგან ის ავტომობილის აგებულების ერთადერთი დეტალია, რომელიც გზის სავალ ნაწილს ეხება.
მძღოლების ნაწილს ხშირად უჩნდება კითხვა, თუ რატომ არის საჭირო ზაფხულში ავტომობილის სეზონისთვის შესაბამისი საბურავებით აღჭურვა. ზაფხულის საბურავებს აქვს დაბალი პროტექტორები და მათ შორის დაშორებაც საკმაოდ მცირეა. სწორედ ამიტომ საბურავის გზასთან შემხები ზედაპირის ფართობი, ზამთრის საბურავებთან შედარებით, საკმაოდ დიდია და მოჭიდება უფრო საიმედო ხდება. ზამთრის საბურავების მაღალი პროტექტორები კი აჩქარებისას და დამუხრუჭებისას დეფორმირდება, ამის გამო სამუხრუჭე მანძილი იზრდება და მკვეთრი მანევრის შესრულებისას ავტომობილის დამორჩილება რთულდება. სხვა მიზეზები რომ არ განვიხილოთ, ეს ერთიც საკმარისია იმისთვის, რომ ზაფხულში სეზონის შესაბამისი საბურავები გვქონდეს ავტომობილზე.
„თეგეტა მოტორსი“, როგორც ყოველთვის, ზრუნავს მძღოლების უსაფრთხოებაზე და ამჯერადაც განსაკუთრებული შეთავაზება აქვს მომხმარებლისთვის. 30 ივნისის ჩათვლით შესაძლებელია 3+1 აქციით სარგებლობა საბურავების სრულ ასორტიმენტზე. რაც იმას ნიშნავს, რომ „თეგეტა მოტორსი“ ზაფხულში უსაფრთხო და კომფორტული მოგზაურობისთვის კარგ შესაძლებლობას გვთავაზობს.
საბურავების შეცვლა ასევე შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად shop.tegetamotors.ge-ზე, სადაც სრულ ასორტიმენტზე 25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.
20-25%-იანი ფასდაკლება აკუმულატორებზე
ვინაიდან აკუმულატორი ზამთარში, დაბალი ტემპერატურის პირობებში, საკმაოდ დიდ რესურსს ხარჯავს ავტომობილის დასაქოქად, ზაფხულში ამ ყველაფრის გათვალისწინებით შესაძლოა, ნებისმიერ დროს გამოვიდეს მწყობრიდან. ამიტომ აუცილებელია აკუმულატორის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მისი შეცვლა.
30 ივნისის ჩათვლით მძღოლებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, რომ „თეგეტა მოტორსში“ შეიძინონ აკუმულატორები ფასდაკლებით. პრემიუმ ხარისხის VARTA-ს, FIAMM-ისა და ENERGIZER-ის ნებისმიერი ზომის აკუმულატორებზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ, ხოლო EXIDE-სა და MONBAT-ის აკუმულატორების სრულ ასორტიმენტზე - 25%-იანი ფასდაკლებით.
20%-იანი ფასდაკლება MOBIL-ის ზეთსა და HENGST-ის ფილტრებზე
ზაფხულის მაღალი ტემპერატურა ძრავაზეც განსაკუთრებით მოქმედებს, ამიტომ საჭიროა, ძრავის დეტალები მაქსიმალურად დაცული იყოს გადახურებისგან, ცვეთისა და კოროზიისგან. ამ ყველაფრის უზრუნველყოფისთვის, ძრავის ზეთისა და ფილტრის დროულ შეცვლას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ხანგრძლივ და მრავალკილომეტრიან მოგზაურობას ვიწყებთ. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ძრავის ზეთს რესურსი არ აქვს ამოწურული და დიდ მანძილზე გადაადგილება არ შექმნის პრობლემას. „თეგეტა მოტორსში“ უმაღლესი ხარისხის MOBIL-ის ზეთის შეძენა 20%-იანი ფასდაკლებითაა შესაძლებელი. ასევე 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს გერმანული HENGST-ის ზეთის, ძრავის ჰაერისა და სალონის ფილტრების სრულ ასორტიმენტზე.
20%-იანი ფასდაკლება ATE-სა და SACHS-ის სათადარიგო ნაწილებზე
წლის ნებისმიერ დროს მნიშვნელოვანია ავტომობილის ცვეთადი დეტალების დროული განახლება. საიმედო და გამართული სამუხრუჭე სისტემა, ასევე სავალი ნაწილების სხვა შემადგენელი დეტალების მწყობრში ყოფნა მშვიდი მგზავრობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. ივნისის ბოლომდე „თეგეტა მოტორსში“ შესაძლებელია ავტომობილის სავალი ნაწილის შემადგენელი დეტალების უფასოდ შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში ახლით ჩანაცვლება. გერმანული უმაღლესი ხარისხის ATE-სა და SACHS-ის სათადარიგო ნაწილებზე 30 ივნისის ჩათვლით 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.
გარდა ამისა, 30 ივნისის ჩათვლით, „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში მძღოლებს შესაძლებლობა აქვთ, ავტომობილის მოვლის საშუალებები (ავტოქიმიის სრული ასორტიმენტი) 25%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ.
__
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
თიბისის გამორჩეული პროდუქტი - “განაწილება”, ყველანაირი ინტერესისა და საჭიროებების მქონე მომხმარებლების სურვილების ასრულების გასამარტივებლად შეიქმნა, ამიტომ, მათ მუდმივად განსხვავებულ შეთა...
თიბისი კაპიტალმა გამომწერებს ვებინარზე საქართველოს საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა - 2024 წლის შედეგები და 2025 წლის მოლოდინები გააცნო. ბოლო წლებში, გაზრდილმა ეკონომ...
თანამედროვე ბიზნესგარემო მუდმივ ცვლილებებს განიცდის, რომელიც კომპანიებს უბიძგებს, მიიღონ სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილებები. სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ დაარსდა 2010 წელს GEC Consulting &mdash...
რამდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს გარემოს, როცა წარსულისა და მომავლის გზაჯვარედინზე დგახარ და ცვლილებებისთვის გამბედაობას იკრებ? რა დატვირთვა აქვს ამ პროცესში ფერს, სიტყვას, წაკითხულ ...
PSP პირველი ფარმაცევტული კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც Microsoft Dynamic 365 Business Central და LS Retail სრულად დანერგა და ამით მომსახურების ხარისხის, ოპერაციული ეფექტიანობისა და ბიზნეს პ...
თიბისიმ სტუდენტებს კიდევ ერთი განსაკუთრებული ინიციატივა შესთავაზა. ახალი თიბისი ბარათით, სტუდენტებს შეუძლიათ დაიბრუნონ გადახდილი თანხის 10% პარტნიორი უნივერსიტეტების კაფეტერიებში. გახსოვდეთ, რომ შეთ...
„მოემზადე“ – წინ ბევრი საინტერესო გზა გელოდება. მოემზადე მოგზაურობისთვის, ახალი თავგადასავლებისთვის, წვიმისთვის, ქარისთვის, მზიანი ამინდებისთვის... ყოველი დიდი მოვლენის წინ ადამიანე...
აპრილი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები