2 1 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის პარტნიორი თეთრეულისა და ტექსტილის დასუფთავების კომპანია „ვინ ვეის“ პრიორიტეტი ხარისხია

საქართველოში სასტუმროების ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური, სწრაფად განვითარებადი სფეროა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში, წლის განმავლობაში, სასტუმროებით 5 მილიონამდე უცხოელი და ადგილობრივი სარგებლობს, თავად სასტუმროების თუ სასტუმროს ტიპის დაწესებულებების რაოდენობა კი 3000-მდეა. სასტუმროებთან დაკავშირებული ბიზნესებიც, მთელი სექტორის კვალდაკვალ, სწრაფად ვითარდება. სასტუმროების ხარისხიანი, გამართული მომსახურება სამრეცხაოთი და ქიმწმენდით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რაც მთლიანი სფეროს შეუფერხებელ ფუნქციონირებას განსაზღვრავს.

რამდენიმე თვის წინ დაარსებული კომპანია „ვინ ვეი“ სწორედ ამ, თეთრეულისა და ტექსტილის დასუფთავების, მომსახურებას უწევს სასტუმროებს. კომპანია ახალია, თუმცა ერთ-ერთ დამფუძნებლისთვის, ეკატერინე დევდარიანისთვის და მისი პარტნიორისთვის ნანა კაცაძისთვის, ეს პირველი ბიზნესი არაა.

„პროფესიით იურისტი ვარ, ამ სფეროში ვმუშაობ და, პარალელურად, რამდენიმე ბიზნესსაც ვმართავ – გადაზიდვებითა და უძრავი ქონების შეძენა-გაქირავებით ვარ დაკავებული. ნანა ეკონომისტია, თუმცა ამ ეტაპზე რამდენიმე ბიზნესს მართავს. სასტუმროების სფეროთი მე და ჩემი პარტნიორი მას მერე დავინტერესდით, რაც მეგობარმა, რომელიც კახეთში მდებარე სასტუმრო Holiday Inn-ის მფლობელია, შემოგვთავაზა, დაგვეარსებინა ასეთი კომპანია, რადგან კახეთის რეგიონში მსგავსი მომსახურება არ არსებობდა. იდეა მოგვეწონა და მაშინვე შევუდექით ბაზრის შესწავლას და ბიზნესის დეტალებში გარკვევას“.

კომპანიამ მალევე შეიძინა თურქული წარმოების სამრეწველო დანადგარები – სარეცხი, საშრობი, ქიმწმენდის აპარატები, უთოები და შესაბამისი დამხმარე აღჭურვილობა.

„სწორედ ამ დანადგარების შესაძენად დაგვჭირდა ბანკის სესხი. აქამდე ბიზნეს სესხებთან არ მქონია შეხება. სიმართლე ითქვას, თიბისი ბანკის მიმართ თავიდან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ შევიტყვე ბიზნეს-სესხების შესახებ და მაინც გადავწყვიტე, მეცადა. აქედან დაიწყო ჩემი თანამშრომლობა თიბისისთან და ბანკისადმი დამოკიდებულების შეცვლა – მივხვდი, რომ შესანიშნავ გუნდთან აღმოვჩნდი და ექსპერტიც ძალიან კარგი შემხვდა“.

ამ დანადგარებით კომპანიის წარმადობა თვეში 30 ტონა იქნება. ბიზნესი საშუალო და დიდ სასტუმროებთან თანამშრომლობაზეა გათვლილი. სასტუმროებთან თანამშრომლობა, რომლებსაც 40 ნომერზე ნაკლები აქვთ, დანადგარების მასშტაბიდან გამომდინარე, წამგებიანია.

თავდაპირველად „ვინ ვეი“ მხოლოდ კახეთის რეგიონის მომსახურებას გეგმავდა, მაგრამ საბოლოოდ, ბაზრის დეტალურად შესწავლის შედეგად, გადაწყდა ბიზნესის თბილისში გადმოტანა, ქალაქის ისეთ ნაწილში, საიდანაც, საჭიროებიდან გამომდინარე, კახეთის რეგიონის მომსახურებაც იოლი იქნება.

როგორც ყველა ბიზნესის შემთხვევაში, „ვინ ვეის“ დაფუძნებას და საქმიანობის წამოწყებას არაერთი სირთულე ახლდა.

„ბიზნესმა დამატებითი კაპიტალიზაცია მოითხოვა, დამატებითი ტექნიკური საკითხების გადაჭრა გახდა საჭირო, რამაც სრულფასოვნად ამუშავება მცირე ხნით გადაავადა. მაგალითად, ბიზნესის ფუნქციონირებისთვის, რამდენიმე სახის ტრანსპორტია საჭირო. შედარებით პატარა ტევადობის ტრანსპორტი და დიდი ტევადობის სატვირთო მანქანა, რომელიც დიდ სასტუმროებს მოემსახურება. გარდა ამისა, კიდევ ბევრი დამხმარე საშუალებაა შესაძენი. ახლა სწორედ ამ ეტაპზე ვართ“.

ბაზარზე არსებულ, ამ სფეროში მომუშავე დიდ კომპანიებს ბრუნვაც დიდი აქვთ, რაც ხშირად ხარისხზე აისახება. „ვინ ვეი“ სწორედ აქ ხედავს თავის ძლიერ მხარეს – ხარისხი კომპანიის პრიორიტეტია, სტარტაპის მასშტაბი კი – ხარისხის შენარჩუნების საშუალება და, შესაბამისად, უპირატესობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:56

    დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ - თიბისი კონცეპტის და გალერ...

    12 აპრილისთვის, თიბისი კონცეპტმა და Mastercard-მა, ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათზე მორგებული განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადეს. მხოლოდ 12 აპრილს, გალერია თბილისის 45-მდე შერჩეულ ობიექტში, ...

  • 12:07

    თიბისი კამპუსის განათლების პროგრამები იწყება...

    თუ ხარ 18-დან 24 წლის, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ კუთხეში ცხოვრობ, ეს შენი შანსია დაეუფლო ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და თიბისი კამპუსში, სრულიად უფასოდ ისწავლო ბიზნესის და ტექნოლოგიური მ...

  • 10:49

    PSP ფარმას მეორედ მიენიჭა GDP სტანდარტთან შესაბამი...

    PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.     მსოფლიოს განვითარებული ქვ...

  • 10:42

    „ჭიქა“ — კაფე საკუთარი წარმოების ყავითა და საკონდი...

    კაფე „ჭიქას“ შექმნის ამბავი ზუსტად გვახსენებს, რომ რაიმეს დასასრულს ყოველთვის რაღაც ახალი მოსდევს. ყველაფერი რთულ დროს დაიწყო — მაშინ, როცა მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემია იყო გავრცელ...

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...