1 8 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა მოტორსის“ მობილური ჯგუფი სატვირთოების, ავტობუსებისა და კომერციული ავტოტრანსპორტისთვის

თეგეტა მოტორსი“ მომსახურების ხელმისაწვდომობას ზრდის და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსებისა და კომერციული ავტოტრანსპორტის მფლობელებს მობილური ჯგუფის სერვისს სთავაზობს. კომპანიის განახლებულ, გეზის ფილიალის ბაზაზე მოქმედი ჯგუფი მომხმარებელს მათთვის საჭირო დახმარებას ნებისმიერ ადგილზე გაუწევს. მომსახურება მოიცავს დიაგნოსტირებას, სწრაფ სერვისებსა და სავალი ნაწილის სრულ შეკეთებას.

იაკობ დალაქიშვილი, „თეგეტა მოტორსისგეზის ფილიალის დირექტორის მოადგილე: ავტომობილის ფლობის გამოცდილების გამარტივებათეგეტა მოტორსისათვისპრიორიტეტული საკითხია. ვფიქრობთ, მობილური სერვისის დამატებით ამ მიმართულებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგასატვირთოებისა და ავტობუსების მძღოლებს უკვე შეუძლიათ ჩვენი მომსახურებით ნებისმიერ ადგილზე ისარგებლონ და მიიღონ გადაუდებელი დახმარება რათა დაზოგონ ფინანსები და დრო. ეს კი, თავის მხრივ, მათი საქმიანობის უწყვეტობას განაპირობებს.

ჩვენმა მომხმარებელმა უკვე კარგად იცის, რომ გეზის ტერიტორიაზე მდებარეთეგეტა მოტორსისგანახლებული სერვისცენტრი, რომელიც მთლიანად გერმანული ბრენდის MAN-ის სტანდარტებზეა მორგებული, სწორედ სატვირთო ავტომობილებზე კონცენტრირდება. გვინდოდა, ამ კუთხით მომხმარებლისათვის სრული სერვისი მიგვეწოდებინა, რაც გულისხმობს მომსახურებას, როგორც უშუალოდ სერვისცენტრში, ისე გამოძახებით საქართველოს ნებისმიერ წერტილში. მაღალი ხელმისაწვდომობა, ხარისხი, სანდოობა, გარანტია ნაწილებზე და სრული პასუხისმგებლობა გაწეულ სამუშაოებზე - ეს ჩვენი სერვისის უპირატესობებია“.

მობილური ჯგუფის მომსახურების მიღება კომპანიის ცხელ ხაზზე ზარით იწყება. მომხმარებელი რეკავს ნომერზე: 577 26 44 44 და ტოვებს შეტყობინებას პრობლემის შესახებ. ამის შემდეგ MAN-ის სტანდარტებით აღჭურვილი დამხმარე მიკროავტობუსი, გამოცდილ მექანიკოსებთან ერთად, გამოძახებაზე გადის და თან მიაქვს ყველა ის სპეციალური ხელსაწყო-დანადგარი, რაც შემოწმებისა და სავალი ნაწილის შესაკეთებლად არის აუცილებელი.

იმ შემთხვევაში, თუ მძღოლს პრობლემის იდენტიფიცირება უჭირს, „თეგეტა მოტორსის“ დამხმარე ჯგუფი მას დიაგნოსტირებაშიც დაეხმარება. საჭიროების შემთხვევაში კი შესაბამის საავტომობილო ნაწილს „თეგეტა მოტორსის“ უახლოესი საწყობიდან მიუტანენ და შეუცვლიან. პარალელურად, მიმდინარეობს ავტომობილის საბაზისო შემოწმება, მათ შორის ზეთის დონის ძრავაში, საბურავებისა თუ ანტიფრიზის ტემპერატურული მაჩვენებლის.

კომპანიაში აცხადებენ, რომ კვალიფიციური მობილური ჯგუფები „თეგეტა მოტორსის“ სატვირთო ავტომობილების სერვისცენტრს რიგების მართვასა და მომხმარებლებისთვის სრულყოფილი სერვისის მიწოდებაში დაეხმარებიან. ამასთანავე, მომხმარებლები იგივე სერვისს იღებენ დროისა და ფინანსური ხარჯების დაზოგვით. მომსახურების ფასები ადგილზე არ იცვლება. გამოძახების თანხა კი კილომეტრაჟის მიხედვით განისაზღვრება.

ამ ეტაპისათვის ერთი მობილური ჯგუფი ფუნქციონირებს და ნებისმიერი ბრენდის კომერციულ ავტოტრანსპორტს, ავტობუსებსა და სატვირთოებს ემსახურება. ცხელ ხაზზე დაკავშირება და შეტყობინების დაფიქსირება მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია, თუმცა უშუალოდ სერვისის მიღება 09:30-დან 18:30 სთ-მდეა შესაძლებელი. დამხმარე ჯგუფებისა და სამუშაო საათების რაოდენობა მოთხოვნის შესაბამისად გაიზრდება.

სატვირთოებისათვის განკუთვნილი მობილური სერვისბრიგადის ბაზა „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მდებარეობს. განახლებული ცენტრი მომხმარებელს დიდი გაბარიტების ავტომობილების სრულ სერვისსა და ორიგინალ ნაწილებს სთავაზობს - დაწყებული რემონტით, ავტომანქანების რეცხვის ჩათვლით.

მულტიბრენდული ცენტრი როგორც ადგილობრივ ავტოპარკს, ისე ტრანზიტულად მოძრავ სატვირთოებს ემსახურება და, ჯამში, სხვადასხვა დანიშნულების ოთხ სივრცეს აერთიანებს. მათგან ორი უკვე ამოქმედებულია. სრული დატვირთვით კი გეზის ფილიალი 2025 წლის შემოდგომაზე დაიწყებს მუშაობას.

თეგეტა მოტორსის შესახებთეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:07

    ტექნოლოგიები და ინოვაციები - Global Tech Weekend T...

    20-21-22 ივნისს, თბილისი რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას - Global Tech Weekend Tbilisi 2025-ს უმასპინძლებს, რომელიც, ქართველ და უცხოელ  სტუმრებს ტექნოლოგიების სფეროში ისეთი მი...

  • 14:54

    თიბისი კონცეპტის 1+1 შეთავაზება წინანდლის მამულში...

    თიბისი კონცეპტი ერთგულ მომხმარებლებს მუდმივად ანებივრებს მათ საჭიროებებზე მორგებული მრავალფეროვანი შეთავაზებებით, განსაკუთრებით კი, დასვენების და ჯანსაღი ცხოვრების კატეგორიებში, ამიტომ მათ წინანდლის ...

  • 12:53

    თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძისადმი მი...

    თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ლეგენდარული ნანა ბრეგვაძის, ვინილი და მისი ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნი გამოიცა. თიბისი კონცეპტი ყოველთვის მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს ...

  • 11:15

    „სერვალი“- ქუთაისის საფეხბურთო კლუბი, რომელიც თიბ...

    ფეხბურთი ის სპორტია, რომელიც მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს ერთი მოედნის ნაწილად გვაქცევს. თითოეული ჩვენგანი მეთორმეტე მოთამაშედ ვემატებით და დროის ამოწურვამდე, ნებისმიერ ემოციას უშუალოდ განვიცდით. ...

  • 16:05

    თიბისი აგრობიზნესისთვის - აჭარული ლურჯი მოცვის მო...

    ქობულეთიდან 9 კილომეტრით დაშორებულ სოფელ გვარაში, ჯემალ ცეცხლაძის ოჯახს ლურჯი მოცვი 28 ჰექტარზე მოჰყავს და გაფართოებასაც აპირებს.   მოცვი ჩვენთან პირდაპირი მნიშვნელობით ახალი ხილია, რადგან საქარ...

  • 14:34

    ბაირონ სმიტის და ჯაილზ კლარკის შეხვედრები თიბისი კ...

      ქოლგა თბილისი ფოტო 2025-ის ფარგლებში, თიბისი წარმოგიდგენთ მრავალი ჯილდოს მფლობელების ფოტოგრაფ ბაირონ სმიტის და ფოტოჟურნალისტის ჯაილზ კლარკის ლექციებს და საგანმანათლებლო შეხვედრებს.   ...

  • 14:17

    Service Clinic – „პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი პრო...

      „პორშე ცენტრი თბილისის“ ინიციატივით ბათუმში პირველად Service Clinic-ის პროექტი გაიმართა. მომხმარებელზე ზრუნვის იდეით შექმნილი პროექტის ფარგლებში,  26-27 აპრილს, პორშეს სერტიფიც...