მიიღეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი მხოლოდ თიბ...
მომხმარებლების ყოველდღიური საბანკო ოპერაციების კიდევ უფრო გასამარტივებლად, თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკს კონვერტაციის კურსის შეთანხმების ფუნქციონალი დაემატა. ახალი ფუნქციონ...
|
„თეგეტა ჰოლდინგი“ სოფელ ონტოფოს საუკუნოვანი ბიბლიოთეკის ტექნოლოგიურ აღჭურვაში ჩაერთო. კომპანიამ, განათლების მხარდაჭერის მიზნით, ისტორიულ სამკითხველოს მულტიფუნქციური სმარტ ბორდი გადასცა და ბიბლიოთეკა საჭირო წიგნებით შეავსო.
აბაშის მუნიციპალიტეტ სოფელ ონტოფოში პირველი ბიბლიოთეკა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მხარდაჭერითა და ადგილობრივების ძალისხმევით 1912 წელს დაარსდა. 111 წლის შემდეგ ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს წევრები საუკუნოვანი იდეის დაცვის გარშემო გაერთიანდნენ და ტრადიციული სივრცისთვის ახალი მიზნები დასახეს.
ონტოფოს ბიბლიოთეკის განახლების მთავარი მიზანი ახალგაზრდებისთვის ინფორმაციაზე წვდომის გაუმჯობესება და მათი ცოდნის გამრავალფეროვნებაა. ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს ინიციატივით, ბიბლიოთეკა საზოგადოებრივ ცენტრად უნდა ჩამოყალიბდეს, სადაც განახლებულ სამკითხველოსა და საბავშვო სივრცეში ტექნოლოგიები ხელმისაწვდომი იქნება. სწორედ ტექნოლოგიური აღჭურვის პროცესში ჩაერთო „თეგეტა ჰოლდინგი“. განათლების მხარდაჭერა „თეგეტას“ CSR-ს პრიორიტეტული მიმართულებაა.
სოფელ ონტოფოს სამზრუნველოს წევრები, მოსწავლეები, მასწავლებლები და „თეგეტას“წარმომადგენლები ესტუმრნენ. ადგილზე გაეცნენგანახლებული ბიბლიოთეკის კონცეფციას, მის ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს.
თათია ხორბალაძე, „თეგეტას“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი:„განათლების მხარდაჭერა „თეგეტას“ კორპორაციული მდგრადობის ერთ-ერთიპრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ კომპანია მუდმივადაა ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში.ონტოფოს ბიბლიოთეკას, როგორც „თეგეტა ქეარის“ პარტნიორ ორგანიზაციას, ამ ინიციატივის ყველა ეტაპზე ვუჭერთ მხარს. ჩვენ ვუერთდებით ძალისხმევას - ყველა სოფელში არსებობდეს ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვილი მულტიფუნქციური სივრცე, სადაც ცოდნის მაძიებელი ახალგაზრდები განვითარებას, ახლის სწავლასა და შემეცნებას შეძლებენ. ასეთი სივრცეების არსებობა მნიშვნელოვნად შეამცირებს სოფლიდან ქალაქში მოსახლეობის გადინების მაჩვენებელს და შემეცნებითი აქტივობებით დატვირთავს სოფელში მცხოვრებთა ყოველდღიურობას“.
სოფელ ონტოფოში ვიზიტისას „თეგეტა ჰოლდინგმა“ბიბლიოთეკის ფონდის სხვადასხვა ჟანრისა და კატეგორიის წიგნებით შევსებაზეც იზრუნა. გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ მასწავლებლებთან,მშობლებთან და ბიბლიოთეკის თანამშრომლებთანსმარტ ბორდის შესაძლებლობების გაცნობის მიზნით.
სამზრუნველოს წევრმა, ილუსტრატორმა თათია ნადარეიშვილმა ბავშვებს საკუთარი წიგნი წაუკითხა, რომელსაც მოსწავლეები სმარტ ბორდის საშუალებით გაეცნენ. ინტერაქციული შეხვედრა მოზარდების მაქსიმალურ ჩართულობას ითვალისწინებდა. სემინარის დასასრულს, ბავშვებმა წიგნის თემატიკის შესაბამისი ნახატები თავადაცშექმნეს.
თემურ გუგუშვილი „ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს“ წარმომადგენელი:„ბიბლიოთეკის განახლების მიზანია, სოფელში შეიქმნას მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც უპასუხებს თანამედროვე მოთხოვნებს და თანაბრად ხელმისაწვდომს გახდის ინფორმაციას ყველა თაობის წარმომადგენლისთვის. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენთვის ყველანაირ მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. „თეგეტას“ თანამონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის იყო პირველი კერძო კომპანია, რომელიც ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს „დაუმეგობრდა“ და მხარი დაგვიჭირა ბიბლიოთეკის ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.
ჩვენი თანამშრომლობის პირველი მთავარი შედეგი გახლავთ ბიბლიოთეკის ე.წ. სმარტ ბორდით უზრუნველყოფა და წიგნის ფონდის განახლება. რა თქმა უნდა, მოხარულები ვიქნებით მათთან თანამშრომლობის გაგრძელებით. ბიბლიოთეკის განვითარების პროცესში, იმედი გვაქვს, „თეგეტას“მხარდაჭერა სხვა ორგანიზაციებისთვისაც მაგალითის მიმცემი იქნება და ისინი ბიბლიოთეკის სამზრუნველოს მეგობრებსშემოუერთდებიან“.
სამზრუნველოს ინიციატივით, განახლებულ ბიბლიოთეკაში გაიმართება ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები, ასევე კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები.
---
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
მომხმარებლების ყოველდღიური საბანკო ოპერაციების კიდევ უფრო გასამარტივებლად, თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკს კონვერტაციის კურსის შეთანხმების ფუნქციონალი დაემატა. ახალი ფუნქციონ...
ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებული ინდიკატორები და სებ-ის მიერ სავალუტო რეზერვების უკვე უფრო მოცულობითი შევსება გლობალურად მომატებული გაურკვევლობის ფონზე გლობალურად მომატებული გაურკვევლობა. აშშ-...
· Tegeta Construction Equipment-ის სერვისცენტრი საუკეთესო პრაქტიკის მაგალითად დასახელდა ბრიტანულმა კომპანიამ JCB-მ დაარსებიდან 80 წლის აღსანიშნა...
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის სხვადასხვა სეგმენტის მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკმა, პარტნიორ კომაპანიებთან თანამშრომლობით, სტუმარმასპინძლობის სექტორში მომუშავე ბიზნესმომხმა...
მსოფლიო საავტომობილო სექტორში ელექტრომობილებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ტენდეციის საპასუხოდ, „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს სრულად ელექტრულ EX30-ზე უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობ...
· ახალი Porsche 911 GT3 Weissach მოდულით ნიურბურგრინგ ნორდშლაიფის ტრასაზე მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სერიული მანქანების რეკორდსმე...
თიბისი კამპუსი უნივერსიტეტისგან განსხვავებული სივრცეა, სადაც სტუდენტები ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ და კამპუსის ონლაინ კურსების დასრულების შემდეგ,...
აპრილი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები