თიბისის ინოვაციური ტექღონისძიება „TechXplore 202...
თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა. ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC...
|
ფონდი “ელექტრონავტი” 2007 წელს დაარსდა. ფონდის მთავარი მიზანი ახალი ქართული მუსიკალური
ფორმების აღმოჩენა, მუსიკოსების წახალისება და პოპულარიზაციაა. ფონდი “ელექტრონავტი” 2021 წლის 11 დეკემბერს, მეთორმეტე დაჯილდოების ცერემონიალს “ელექტრონავტი XII” ატარებს.
ტრადიციულად, ელექტრონავტების ვინაობას ინტერნეტ-გამოკითხვის მონაწილეების გარდა, ასევე განსაზღვრავს ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჟიური.
ჟიურიმ წელს 9 ნომინაციაში, 200 ზე მეტი არტისტის (2020 წლის სექტემბრიდან, 2021 წლის 15 ნოემბრამდე) გამოქვეყნებული ნამუშევარი განიხილა.
წლევანდელი დაჯილდოება მოიცავს შემდეგ კატეგორიებს:
● მუსიკალური ვიდეო / Best Video
● ლეიბლი / Best Label
● ალბომი / Best Album
● დიჯეი / Best DJ
● ლაივ სთრიმი / Best Live stream
● ტრეკი / Best Track
● მედია / Best Media
● Z არტისტი / Z Artist
● ელექტრონავტი XII / Electronaut XII
პანდემიიდან გამომდინარე წელს, კატეგორიების სიიდან ამოღებულია ფესტივალის ნომინაცია, ხოლო
საუკეთესო ცოცხალი შესრულების ნომინაცია, “ლაივ სთრიმის” ნომინაციით ჩანაცვლდა.
კატეგორიაში “Z (ზი) არტისტი” დაჯილდოების მეგობარი, თი ბი სი Z, ფულადი პრიზით (3000 ლარი) დააჯილდოვებს 25 წლამდე ასაკის, გამორჩეულ მუსიკოსს.
მთავარი პრიზის მფლობელი, განსაკუთრებულ საჩუქრებს მიიღებს დაჯილდოების პარტნიორისგან მთავარი პრიზის მფლობელი, განსაკუთრებულ საჩუქრებს მიიღებს დაჯილდოების პარტნიორისგან, კომპანია ჰერცი და ლიუმენი.
დაჯილდოების ცერემონიალის სატელევიზიო ვერსიას, ფონდის ახალი მედია მხარდამჭერი, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2, საახალწლო პროგრამაში გადასცემს ეთერში (თარიღი ცალკე იქნება გამოცხადებული).
წლევანდელი დაჯილდოების ტრადიციული კიდევ ერთი პარტნიორი, რადიო უცნობია.
დაჯილდოების ძირითადი მხარდამჭერი, როგორც ყოველთვის თბილისის მერიაა.
საჯარო ხმის მიცემა წელს 9 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი, ინტერნეტ გვერდზე electronauts.ge.
ნომინანტების სია პრესკონფერენციაზე, 10 დეკემბერს, 13:00 საათზე გახდება ცნობილი, რომელიც კინოსტუდია “ქართული ფილმის” დარბაზში (სანდრო ახმეტელის, 10ა) გაიმართება.
არსებული ნომინანტები საჯარო ხმის მიცემისა და ჟიურის გადაწყვეტილების მიხედვით შეირჩა (40% ონლაინ გამოკითხვა, 60 % ჟიური).
გამარჯვებული ნომინანტები კი, გამოვლინდებიან დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც კვლავ Leno Records-ის მხარდაჭერით, კინოსტუდია “ქართული ფილმის” დარბაზში, შეზღუდული დასწრების ფორმატში, 11 დეკემბერს ჩატარდება.
საკონცერტო ნაწილში სრულიად ახალი და ნაცნობი კომპოზიციებით წარდგებიან:
TAMADA, BAD HABITZ, ELLARGE , MECHANICAL RAINBOW, 4D MONSTER LOBSTERS, TOKE და სხვა.
თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა. ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC...
თიბისი კაპიტალის შეფასებით, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან, როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. შეფა...
PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია 20 თებერვლიდან დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. აქციის ფარგლებში, თითოეულ 100 ლარიან შენაძენზე, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა 10 ლარიანი ფულადი ვაუჩერი. მომხ...
19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...
ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...
„თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...
თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები