0 0 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სუპერქარი Lamborghini უკვე Tegeta Cars-ის პორტფელშია

·         Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა

 

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta cars-ი საქართველოში ავტოინდუსტრიის ლეგენდარული იტალიური ბრენდის, Lamborghini-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა.

თანამშრომლობის ფარგლებში Tegeta cars-ი ქართულ ბაზარს  Lamborghini-ის მოდელების სრულ ასორტიმენტს შესთავაზებს, მათ შორის Urus, Temerario და Revuelto. ეს სტრატეგიული გაფართოება აძლიერებს Lamborghini-ს კავკასიის რეგიონში და ადასტურებს ქართული ბაზრის მოთხოვნას სუპერქარზე.

Automobili Lamborghini-სთან სადილერო ხელშეკრულებას „თეგეტა ჰოლდინგმა“ ხელი უკვე მოაწერა. დაწყებულია ბრენდის კონცეპტუალური შოურუმის მშენებლობაც, რომელიც აღმაშენებლის #129-ში 2025 წლის გაზაფხულზე ოფიციალურად გაიხსნება. შოურუმი ასახავს ბრენდის ერთგულებას ინოვაციებისა და სტილისადმი. მომხმარებელს საშუალება ექნება დაათვალიეროს და შექმნას ექსკლუზიური სუპერქარი. შოურუმთან ერთად აშენდება სერვისცენტრი, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით, ორიგინალი ნაწილებითა და აქსესუარებით. სუპერქარების მომხმრებლებს „თეგეტას“ პროფესიონალი მექანიკოსები, თანამედროვე გაიდლაინებით მოემსახურებიან.

პეტრე წაქაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: „ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ შევძელით, გავმხდარიყავით ისეთი სუპერქარის წარმომადგენელი, როგორიცაა Lamborghini. როგორც მოგეხსენებათ, ბრენდი გამოირჩევა სპორტული ხასიათით და ეს იგრძნობა მის ყველა მოდელში, როგორც სპორტქარებში, ისე SUV მოდელებში. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ Tegeta Cars-ის პორტფელში წარმოდგენილია Porsche, რომლითაც ასევე ძალიან ვამაყობთ და ამ მხრივაც წარმატებულები ვართ, გვსურდა, ჩვენი პოტენციური მომხმარებლებისთვის მეტი არჩევანის შესაძლებლობა მიგვეცა, იტალიური, სპორტული და სუპერქარის ბრენდთან გამოცდილებით. სუპერქარების მოყვარული საზოგადოება ჩვენთვის ახალი სამიზნე აუდიტორიაა და დარწმუნებული ვარ, მათ გულებსაც მოვიგებთ. ამისათვის, ჩვენს გამოცდილებასთან ერთად, მაქსიმალურად გავიზიარებთ Lamborghini-ს განვლილ გზას ჩვენს ყოველდღიურ ბიზნესპროცესებში“.

იტალიური ძვირადღირებული სპორტული ავტომობილებისა და SUV-ების ავტომწარმოებელი, Automobili Lamborghini 1963 წელს დაარსდა. ბრენდის პირველ სუპერქარს,  Lamborghini Miur-ს, ხშირად მოიხსენიებენ ყველა დროის ყველაზე ლამაზ ავტომობილად.  Lamborghini Countach კი დღემდე სუპერქარების ეტალონად მიიჩნევა.

 „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Cars, რომელიც ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს, რეგიონში  არაერთი მსოფლიოს წამყვანი ბრენდის პარტნიორია. დღეიდან კი უკვე, ქართული ავტოინდუსტრიისთვის უპრეცედენტო ხელშეკრულების საფუძველზე, მომხმარებლებს  ლამბორგინის სპორტულ, მაღალი კლასის სუპერქარებს შესთავაზებს.

 

--

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Cars ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და რეგიონში ავტოსფეროს განვითარებაზე ზრუნავს. მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან პარტნიორობით, როგორიცაა Porsche, Mazda, Toyota, Volvo, Geely, Zeekr, Auto Gallery, Europcar, NIU, Indian - კომპანია მუდმივად ზრდის ხელმისაწვდომობას უსაფრთხო, კომფორტულ და ეკომეგობრულ ტრანსპორტზე. განახლებული პორტფელით კი მომხმარებელს ავტომობილებისა თუ მოტოტრანსპორტის ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. რეგიონში ბრენდების შემოყვანისა და დამკვიდრების გარდა კომპანია ზრუნავს, მომხმარებელს ყიდვის შემდგომ უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაუწიოს. 14 წელია, თეგეტა ქარსი არ წყვეტს განვითარებას და პროფესიონალი გუნდის დახმარებით საუკეთესო სივრცეს ქმნის ავტომოყვარულებისთვის.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 09:47

    მიზანი 100%-ით შესრულდა - ბორჯღალოსნები მსოფლიო თა...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ესპანეთთან გამარჯვებით დაასრულა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალისა და ფინალის მასპინძლობის უფლებაც მოიპ...

  • 15:28

    თიბისის მხარდაჭერით, Svaneti Freeride Week Junior ...

    13 თებერვალს, Svaneti Freeride Week Junior-ის ერთვარსკვლავიანი ტურნირით, სვანეთის ფრირაიდ კვირეული ოფიციალურად დაიწყო. ზედიზედ მეორე წელია, თიბისი ახალგაზრდა ქართველი ფრირაიდერების აქტიური მხარდამჭერ...