1 7 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენდერის ფარგლებში, სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილები გადასცა

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემკრები, ერთი ერთეული ასინიზაციის ავტომობილი და ერთი თვითმცლელი სომხურ მხარეს ორი სხვადასხვა ტენდერის ფარგლებში გადაეცა, რომლებიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD ) დაფინანსებით ჩატარდა.

სომხეთში კორპორაციულ მომხმარებლებთან მოლაპარაკებები Tegeta Commercial Vehicles-მა 2021 წელს დაიწყო, რასაც წარმატება მალევე მოჰყვა. მოგვიანებით კი კომპანიამ კიდევ ერთ ტენდერში გაიმარჯვა, რომელიც ორი ერთეული სპეციალური სატვირთო ავტომობილის შესყიდვას გულისხმობდა.

ირაკლი საჯაია, Tegeta Commercial Vehicles-ის რეგიონული გაყიდვების მენეჯერი: „საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ჩვენ ყოველწლიურად ვავითარებთ როგორც გაყიდვების, ისე სერვისის ინფრასტრუქტურას. საერთაშორისო ტენდერში Tegeta Commercial Vehicles-ის მორიგი წარმატება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ჩვენ შევძელით სრულად  დაგვეკმაყოფილებინა ტენდერის მოთხოვნები ავტომობილების სპეციფიკაციითაც და მიწოდების ვადებითაც. ამასთანავე,  მნიშვნელოვანია გაყიდვების შემდგომი მომსახურება. ერევანში უკვე ორი წელია, ფუნქციონირებს Renault Trucks-ის თანამედროვე სერვისცენტრი. ეს ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში სპეციალიზებულ ავტომობილებს ადგილზე მოვემსახურებით. სერვისცენტრი მომხმარებელს სთავაზობს როგორც სარეგლამენტო, ისე ყველა სხვა სახის სერვისსა და სათადარიგო ნაწილებს“.

აღნიშნული ტენდერი მნიშვნელოვანია Tegeta Commercial Vehicles-ისთვის, ისევე როგორც სომხეთის მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისთვის, რომელმაც ავტომანქანების შეძენა რაზდანში ახლად აშენებული ნაგავსაყრელისთვის გადაწყვიტა. Renault Trucks-ის პრემიუმ სატვირთო ავტომობილები და სერვისი მათი სამუშაოს შეუფერხებლად და ხარისხიანად შესრულების გარანტიაა.

 

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალური სეგმენტისთვის განკუთვნილი Renault Trucks C, D და K სერიები გამოირჩევა საიმედოობით, საწვავის 10%-მდე ეკონომიით და  სხვა ანალოგებთან შედარებით უფრო კომფორტული და უსაფრთხოა.

--

Renault Trucks-ს საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Tegeta Commercial Vehicles წარმოადგენს. კომპანია ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს სამშენებლო, კომერციულ და სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებებს სთავაზობს.

2022 წლიდან კი Tegeta Commercial Vehicles კავკასიის რეგიონში ექსკლუზიურად წარმოადგენს ფრანგულ კომპანია RENAULT TRUCKS-ს, რომელიც უკვე 129 წელია, მსოფლიო ბაზრებზე ოპერირებს. ის დიდ შვიდეულში შემავალი ბრენდია, 2001 წლიდან კი – Volvo Group-ის წევრიც. კომპანია მომხმარებლებს საშუალო და მაღალი ტვირთამწეობის სატვირთო ავტომობილების ფართო სპექტრს სთავაზობს.

Tegeta Commercial Vehicles-ის პორტფელში წარმოდგენილია თურქული საავტომობილო კომპანია TEMSA-ს პროდუქციაც, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ავტობუსების წარმოებაში. კომპანია ასევე ცნობილი იაპონური ბრენდის,  MITSUBISHI FUSO-ს ოფიციალური წარმომადგენელიცაა და ქართველ მომხმარებელს პრემიუმ ხარისხის სადისტრიბუციო სატვირთო ავტომანქანებს სთავაზობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...

  • 15:07

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მარტში ქალი მეწარმ...

    საქართველოს ბანკისთვის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, Startup Grind-თან ერთად, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მარტის თვე ქალ მე...

  • 12:53

    თიბისი x გურჯაანის „დელტა“ - პარტნიორობა რეგიონული...

    თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის - „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტ...

  • 17:43

    თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 28-ე ჯ...

    თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით და კომპანია ისთერნფრომოუშენსის ორგანიზებით, 1-3 მაისს, თბილისი რიგით 28-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს. როგორც ყოველთვის, წლევანდელი ფესტივალის სტუმრებიც მსოფლიოში წამყვანი ვა...

  • 12:13

    თიბისი კაპიტალმა კაპიტალის ბაზრების შესახებ შეხვედ...

    თიბისი კაპიტალმა, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან - Fitch Ratings-თან და Scope Ratings-თან ერთად, კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებული შეხვედრა ჩაატარა.   შეხვედრაში, სარეიტინგო კომპანიებთან ე...

  • 16:21

    04.04.2025- დან, ყოველი თვის ორმაგ თარიღში, თიბისი...

    თიბისი განაწილება მომხმარებლებისთვის ყოველი თვის ორმაგ თარიღში განსაკუთრებულ შეთავაზებებს აანონსებს. პირველად, დამატებითი სარგებლით ჩაფიქრებული სურვილების ასრულებას, 04/04 რიცხვში, ICR- ის და O...

  • 15:58

    თიბისი კაპიტალის მაკროეკონომიკური განახლება: სავალ...

    პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, უკვე გვაქვს სრული სურათი 2024 წელს უცხოური ვალუტის შემოდინების მთავარი წყაროების შესახებ. გასული წლის განმავლობაში, მთლიანი სავალუტო ...