მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...
· საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...
|
გუდაურში, 2750 მეტრის სიმაღლეზე, ექსტრემალურ პირობებში, „პორშე ცენტრი თბილისმა“ ახალი, მესამე თაობის, Porsche Panamera მორიგი Road Tour-ის ფარგლებში წარადგინა.
თამარ ხოსროშვილი, „პორშე ცენტრი თბილისის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი:
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის ვცდილობთ, „პორშეს“ მოდელების წარდგენა გამორჩეული და დასამახსოვრებელი იყოს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ახალი Porsche Panamera-ს წარდგენა განსხვავებულ ლოკაციაზე მოგვეწყო. სპეციალურად ღონისძიებისთვის დავამზადეთ ავტომობილის გადასაადგილებელი კონსტრუქცია, ასევე, რთულ კლიმატურ პირობებში დამატებით სირთულეებთან იყო დაკავშირებული საპრეზენტაციო ადგილის მოწყობა, რადგან ეს ყველაფერი ხდებოდა გუდაურში, 2750 მეტრის სიმაღლეზე, Khada Hut Gudauri-ს ტერიტორიაზე, სადაც გადაადგილება შესაძლებელი იყო მხოლოდ თოვლმავალი ტრანსპორტით. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ „პანამერას“ წარდგენას ძალიან დიდი და დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენი სტუმრებისგან.
რაც შეეხება ახალ „პანამერას“, „პორშემ“ ახალი შესაძლებლობებით კიდევ უფრო დახვეწილი მოდელი შექმნა. განახლებული მოდელით, „პორშემ“ მისივე წარმოებული პრემიუმ კლასის ავტომობილები გაცილებით მაღალ საფეხურზე აიყვანა და ახალი „პანამერა“ კიდევ უფრო სპორტული და კომფორტული გახადა“.
ღონისძიების პარტნიორები იყვნენ - სადაზღვევო კომპანია ალდაგის პრემიალური ბრენდი „პრიმო“ და კომპანია „სარაჯიშვილი“.
ახალი მოდელის, Porsche Panamera-ს, შეძენა უკვე „პორშე ცენტრი თბილისშია“ შესაძლებელი. მანამდე კი ავტომობილის მონაცემებს გაგაცნობთ.
· Porsche Active Ride - მეტი კომფორტი და დინამიკა
· გაუმჯობესებული E-პერფორმანსი - მეტი სიმძლავრე, მეტი რესურსი
· ექსტერიერის ახალი დიზაინი სიგანეზე მეტი აქცენტით
· 96 კილომეტრის ელექტროსვლით გავლის რესურსი E-ჰიბრიდში
სიტყვა „განახლება“ საკმაოდ მოკრძალებული შეფასებაა იმასთან შედარებით, თუ რამდენი სიახლეა ახალ, მესამე თაობის სპორტულ სედანში - „პორშე პანამერაში“. ავტომობილი თითქმის სრულად გაციფრულებულია და გამოირჩევა კიდევ უფრო ექსპრესიული დიზაინით, სრულიად ახალი E-ჰიბრიდ ვერსიებით და უახლესი, მაღალტექნოლოგიური სავალი ნაწილით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახალი „პანამერა“ თავის სეგმენტში ყველაზე დინამიკური და ამავდროულად ყველაზე კომფორტულია.
განსაკუთრებული სიახლეა „პანამერას“ 4 E-Hybrid და 4S E-Hybrid ვერსიები. ახალი Plug-in-ჰიბრიდები აჩქარებისა და მართვის უკიდურესად შთამბეჭდავი მონაცემებით გამოირჩევა - ელექტროსვლის რესურსი ამ ვერსიების შემთხვევაში 96 კილომეტრამდეა გაზრდილი.
„პორშემ“, როგორც სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა, ახალ მოდელში სპორტული ხასიათი კიდევ უფრო მეტი სიმძლავრით გამოხატა. გარდა ამისა, სრულიად განახლდა მომსახურების კონცეფცია და „პანამერაში“ დაინერგა უამრავი ახალი, ინოვაციური ტექნოლოგია - მათ შორის ახალი აქტიური სავალი ნაწილი, სახელწოდებით Porsche Active Ride, რაც „პორშესთვის“ დამახასიათებელ სპორტულობასთან ერთად კომფორტის გაცილებით მაღალ ხარისხს გვთავაზობს. ამასთანავე, ახალი „პანამერას“ ტექნიკურ-ელეგანტური, დინამიკური დიზაინი მისი შესაძლებლობების შესაბამისია. ამ ყველაფერს ემატება ასისტენტსისტემების დიდი არჩევანი და ახლებურად ფორმირებული, ციფრული ინტერიერი.
ახალი „პანამერას“ ნებისმიერ ვერსიაში სერიულია ახალი, 2-განყოფილებიანი და 2-სარქვლიანი პნევმატიკური დაკიდების სისტემა, Porsche Active Suspension Management (PASM). ეს ნიშნავს კიდევ უფრო მეტ კომფორტსა და სპორტულობას ერთდროულად. გარდა ამისა, ავტომობილის მანევრულობა და მოქნილობა გაიზარდა უკანა თვლების მოხვევის ფუნქციის დამატებით, რაც დამატებითი ოფციაა.
როდესაც შესაბამისი რეჟიმი გააქტიურებულია, ავტომობილი გასაოცრად აკომპენსირებს გადახრებს და დახრებს, რათა მძღოლმა და მგზავრებმა ნაკლებად იგრძნონ დისკომფორტი აჩქარებისას ან მოსახვევის გავლისას. ამ რეჟიმით „პანამერა“ მოსახვევებს დაახლოებით ისე გადის, როგორც მოტოციკლეტი.
დამატებითი ოფციაა მგზავრისთვის განკუთვნილი ეკრანი. ეს არის 10,9-დუიმიანი დისპლეი, რომელზეც მძღოლის გვერდით მოთავსებული მგზავრი სურვილის შემთხვევაში, ავტომობილის მონაცემებს მიადევნებს თვალს, მულტიმედიას მართავს ან ნებისმიერ ვიდეოსა თუ სასურველ ფილმს უყურებს. უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნული ეკრანი მიუწვდომელია მძღოლის სავარძლიდან.
სპორტული აქცენტები და უკეთესი კომპლექტაცია
ახალი „პანამერას“ ყველა ვარიანტი სპორტული დიზაინით გამოირჩევა. წინა მხარეს თვალშისაცემია ახლებურად ფორმირებული Matrix-LED-მაშუქები და დამატებითი ჰორიზონტალური ჰაერის შემშვები. უკანა მხარეს აღსანიშნავია განათების გამჭოლი ხაზი და უჩარჩოო უკანა მინა.
საერთო ჯამში, ახალი პანამერა გთავაზობთ 4 ეფექტიან E-ჰიბრიდ ვარიანტს, რაც პორშეს მხრიდან მომხმარებლების მოთხოვნებზე გაცემული პასუხია. ყველა E-ჰიბრიდულ ვერსიას გამოარჩევს მეტი რესურსი და მეტი ეფექტიანობა.
Panamera Turbo E-ჰიბრიდი
გაყიდვების სტარტზე პირველი არჩევანია Panamera Turbo E-ჰიბრიდი, რომლის „გული“ განახლებული 4-ლიტრიანი V8 ტურბო აგრეგატია. ახალი ელექტრომოტორის სიმძლავრე 190 ცხენის ძალას შეადგენს, ძრავების სისტემური სიმძლავრე 680 ცხენის ძალაა, სისტემური მაბრუნი მომენტი კი - 930 ნიუტონმეტრი.
Panamera Turbo E-ჰიბრიდი ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე 3,2 წამში ჩქარდება და მაქსიმუმ 315 კმ/სთ-ს ავითარებს. ელემენტის ტევადობა ახლა უკვე 25,9 კვ.სთ-ია. შესაბამისად, აღნიშნულ ვერსიას, WLTP-ის მიხედვით, ელექტროსვლით საშუალოდ 91 კილომეტრამდე მანძილის გავლა შეუძლია, უშუალოდ ქალაქში კი - 83-93 კილომეტრის.
Panamera და Panamera 4
ასევე ხელმისაწვდომია Panamera და Panamera 4. ამ შემთხვევაში ოპტიმიზებული და განახლებულია 2,9-ლიტრიანი V6 ტურბოძრავა - მისი სიმძლავრე ახლა 353 ცხენის ძალას შეადგენს. აღნიშნული პანამერა 100 კმ/სთ-მდე 5,2 წამში ჩქარდება და მაქსიმუმ 272 კმ/სთ-ს ავითარებს. აი, სრულამძრავიან პანამერას კი 100 კმ/სთ-მდე 4,8 წამი სჭირდება.
Panamera 4 E-ჰიბრიდი და Panamera 4S E-ჰიბრიდი
პორშეს E-Performance-სტრატეგიას ამიერიდან „პანამერას“ კიდევ ორი ვერსია შეუერთდა: Panamera 4 E-ჰიბრიდი და Panamera 4S E-Hybrid. ასეთია „პორშეს“ პასუხი იმ დიდ მოთხოვნაზე, რაც დინამიკურ E-ჰიბრიდებზე არსებობს.
Panamera 4 E-ჰიბრიდი განსაკუთრებით ეფექტიანი და მრავალმხრივია. მასში ვხვდებით განახლებული 2,9-ლიტრიანი V6 Biturbo-ს (304 ცხენის ძალა) კომბინაციას ახალ E-ჰიბრიდულ სისტემასთან. სისტემური სიმძლავრე 470 ცხენის ძალას შეადგენს, ხოლო მაქსიმალური მაბრუნი მომენტი - 650 ნმ-ს.
რაც შეეხება Panamera 4S E-ჰიბრიდს: ეს უკანასკნელი უფრო მეტადაა ფოკუსირებული სპორტულობასა და დინამიკურობაზე. მის 2,9-ლიტრიან Biturbo 6-ცილინდრიან ძრავას 353 ცხენის ძალა აქვს, სისტემური სიმძლავრე კი 544 ცხენის ძალაა (მაბრუნი მომენტი: 750 ნმ). ელექტროძრავა ამ შემთხვევაშიც PDK-ს კორპუსშია ინტეგრირებული, რაც წონასაც ზოგავს და ტექნიკური თვალსაზრისითაც უკეთესი გადაწყვეტილებაა.
E-ჰიბრიდული სისტემისთვის ოპტიმიზებული სვლის 4 რეჟიმი და ასევე განახლებული რეჟიმები Sport და Sport Plus აღნიშნული მოდელების ეფექტიანობას კიდევ უფრო აუმჯობესებს. სტარტი ყოველთვის ელექტრორეჟიმშია. როდესაც დამუხტვის დონე წინასწარ განსაზღვრულ მინიმუმს ჩამოსცდება, სისტემა ავტომატურად გადადის Hybrid Auto რეჟიმში.
საინტერესო გადაწყვეტილებაა რეჟიმი E-Hold - ამ შემთხვევაში ავტომობილი ინარჩუნებს ელემენტის მდგომარეობას, ხოლო E-Charge რეჟიმში შიგაწვის ძრავა ელემენტის დამუხტვას 55 კმ/სთ-ზე მეტი სისწრაფის დროს იწყებს და შეუძლია, 80 პროცენტამდე დატენოს იგი.
· საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...
კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...
საქართველოს ბანკისთვის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, Startup Grind-თან ერთად, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მარტის თვე ქალ მე...
თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის - „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტ...
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით და კომპანია ისთერნფრომოუშენსის ორგანიზებით, 1-3 მაისს, თბილისი რიგით 28-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს. როგორც ყოველთვის, წლევანდელი ფესტივალის სტუმრებიც მსოფლიოში წამყვანი ვა...
თიბისი კაპიტალმა, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან - Fitch Ratings-თან და Scope Ratings-თან ერთად, კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებული შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრაში, სარეიტინგო კომპანიებთან ე...
თიბისი განაწილება მომხმარებლებისთვის ყოველი თვის ორმაგ თარიღში განსაკუთრებულ შეთავაზებებს აანონსებს. პირველად, დამატებითი სარგებლით ჩაფიქრებული სურვილების ასრულებას, 04/04 რიცხვში, ICR- ის და O...
აპრილი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები