თიბისი აგრობიზნესისთვის - აჭარული ლურჯი მოცვის მო...
ქობულეთიდან 9 კილომეტრით დაშორებულ სოფელ გვარაში, ჯემალ ცეცხლაძის ოჯახს ლურჯი მოცვი 28 ჰექტარზე მოჰყავს და გაფართოებასაც აპირებს. მოცვი ჩვენთან პირდაპირი მნიშვნელობით ახალი ხილია, რადგან საქარ...
|
თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მონაწილე თურქეთის საავტომობილო ინდუსტრიის ექსპორტიორთა ასოციაციის წევრები „თეგეტას“ ესტუმრნენ. ისინი ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ინფრასტრუქტურასა და საქმიანობას გაეცნენ. დელეგატები „თეგეტას“ სათავო ოფისს ეწვივნენ და აქვე გაეცნენ Lamborghini-ს შოურუმის მშენებლობის მიმდინარეობას. დაათვალიერეს თეგეტას სათავო ოფისის ტერიტორიაზე ახლად გახსნილი BENTLEY-ს შოურუმი, ასევე Destination Porsche კონცეფციით შექმნილი „პორშე ცენტრი თბილისიც“.
თურქული კომპანიების წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი ინტერესი გამოთქვეს „თეგეტა მოტორსის“ ბიზნესსაქმიანობაზე და სერვისის, შოურუმისა და სასაწყობე სივრცეების თანამედროვე კონცეფციებს გაეცნენ.
ვახტანგ ღულაძე, „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტების მთავარი ოფიცერი: „თეგეტა“ წლებია მნიშვნელოვან სტანდარტს ქმნის ავტოინდუსტრიაში და სიამაყით უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ბიზნესმოდელი ხშირ შემთხვევაში სტუმრებისთვის ძალიან ნოვატორული და გამორჩეულია. ასე მოხდა თურქეთის ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების სტუმრობის შემთხვევაშიც, მათ დიდი ინტერესი გამოთქვეს და დეტალურად შეისწავლეს ჩვენი ინფრასტრუქტურა, ასევე საქმიანობა. ვიზიტის ფარგლებში მათ ჩვენი მიმართულებები გავაცანით და ვისაუბრეთ იმ მულტიპროფილურ სივრცეებზე, რომლებსაც თეგეტა აერთიანებს“.
თურქეთის დელეგაციის წევრები ასევე იმყოფებოდნენ „თეგეტა მოტორსის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის (გეზის) ტერიტორიაზე მდებარე ფილიალში. ამიერკავკასიის რეგიონში პირველად აღნიშნული ფილიალი სატვირთო და კომერციულ ავტომობილებს, ასევე ავტობუსებს ერთ სივრცეში მოემსახურება. გერმანული მწარმოებლის MAN-ის სტანდარტებით აშენებული ობიექტი, ადგილობრივთან ერთად, ტრანზიტულ ავტომობილებსაც მიიღებს. დელეგაციის წევრები ფილიალის ტერიტორიაზე უკვე ამოქმედებულ და მშენებლობის პროცესში მყოფ სივრცეებსაც გაეცნენ.
სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმი, რომლის ფარგლებშიც თურქეთის დელეგაცია თბილისს ეწვია, 17-19 მარტს გაიმართა. მასში „თეგეტას“ წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
ქობულეთიდან 9 კილომეტრით დაშორებულ სოფელ გვარაში, ჯემალ ცეცხლაძის ოჯახს ლურჯი მოცვი 28 ჰექტარზე მოჰყავს და გაფართოებასაც აპირებს. მოცვი ჩვენთან პირდაპირი მნიშვნელობით ახალი ხილია, რადგან საქარ...
ქოლგა თბილისი ფოტო 2025-ის ფარგლებში, თიბისი წარმოგიდგენთ მრავალი ჯილდოს მფლობელების ფოტოგრაფ ბაირონ სმიტის და ფოტოჟურნალისტის ჯაილზ კლარკის ლექციებს და საგანმანათლებლო შეხვედრებს.  ...
„პორშე ცენტრი თბილისის“ ინიციატივით ბათუმში პირველად Service Clinic-ის პროექტი გაიმართა. მომხმარებელზე ზრუნვის იდეით შექმნილი პროექტის ფარგლებში, 26-27 აპრილს, პორშეს სერტიფიც...
2025 წლის 30 მაისს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, თბილისში, გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება მეორედ გაიმართება. ღონისძიების მთავარია მიზანია გიორგის სახელის უკვდავყოფა და იმ ღირებულებე...
29 აპრილს PSP ფარმას სადისტრიბუციო საწყობს ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრები ესტუმრენ. PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სა...
თიბისი განაწილება, ყოველი თვის წყვილ თარიღში, მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს სთავაზობს, ამიტომ ისინი ამ გამორჩეული შესაძლებლობით სარგებლობას სულ მალე, 05.05.2025-ში, კვლავ შეძლებენ. 5 მაის...
თუ ხარ თვითდასაქმებული და შენი საქმე გიყვარს, თიბისიში ყველა პირობა დაგხვდება იმისთვის, რომ იყო ერთი ნაბიჯით წინ. თიბისიში თვითდასაქმებულებს, ფრილანსერებს და ინდივიდუალურ მეწარმეებს შესაძლებლობ...
მაისი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები