0 2 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

2023 წელს „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ 549 ავტომობილი გაყიდა

2023 წელი „მაზდა ცენტრი თეგეტასთვის“ ზრდის წელი იყო - გაყიდვებმა 549 ერთეული შეადგინა. კომპანიამ ეს მაჩვენებელი, 2022 წელთან შედარებით, გააორმაგა. 

 

2023 წლის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ბაზრისთვის ორი ახალი ავტომობილის - CX60 და CX90 - შეთავაზებამ შეასრულა. „მაზდა ცენტრითეგეტას“ ბრენდდირექტორი ნოდარ ჭირაქაძე ამბობს, რომ კომპანიამ გასულ წელს სრულად შეასრულა 2023 წელს დასახული გეგმა, და ეს იმ პირობებში, როცა საკუთარ თავს მაღალი თამასა დაუწესა.

 

ნოდარ ჭირაქაძე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ ბრენდდირექტორი: „თუ გადავხედავთ ბაზრის რეიტინგებს, 2022 წელს „მაზდა ცენტრი თეგეტა“ მეთოთხმეტე ადგილს იკავებდა, 2023 წელს კი მერვე ადგილზე გადავინაცვლეთ, ანუ ათეულის კარი თამამად შევაღეთ. გასულ წელს ბაზარს ორი ახალი ავტომობილი - CX60 და CX90 - შევთავაზეთ, რომლებსაც ყველანაირი პირობა აქვთ იმისთვის, რომ ახალი ფლაგმანები გახდნენ. წლის წარმატებით დასრულებაშიკომპანიის მიდგომა დაგვეხმარა - ბაზარს სწორ დროს სწორი პროდუქტი შევთავაზეთ. ჩვენი ორივე ახალი ავტომობილი - CX60 და CX90 - ახალი სიტყვაა Mazda-ს სამოდელო რიგში, ეს პრემიუმ სეგმენტის ავტომობილებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია“.

 

მაზდას სამოდელო რიგიდან, CX60-ისა და CX90-ის გარდა, გასულ წელს განსაკუთრებული პოპულარობით CX5 სარგებლობდა. ნოდარ ჭირაქაძე ამბობს, რომ ამ მოდელის ავტომობილი, იაპონურ მემკვიდრეობასთან ერთად, კომფორტითა და დეტალებზე აქცენტირებით გამოირჩევა. ყველაფერი ერთად კი ქმნის პროდუქტს, რომელიც განსაკუთრებით მოსწონს ადგილობრივ მომხმარებელს. 

 

 

2024 იქნება პირველი სრული წელი, როცა CX60 და CX90 გაიყიდება. პარალელურად „მაზდა ცენტრითეგეტა“ მომწოდებელთან აქტიურად მუშაობს, რათა სამოდელო რიგს ჰიბრიდავტომობილები შემატოს. 

 

2024 წლის მნიშვნელოვან გეგმებს შორის არის Mazda-ს ახალი შოურუმის გახსნა, რომელიც აღმაშენებლის ხეივნში ახლა შენდება. 

 

ნოდარ ჭირაქაძე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ ბრენდდირექტორი: „მაზდა ცენტრი თეგეტას“ ახალი შოურუმი Mazda-ს სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. ეს იქნება სრულიად ახალი სადილერო, იქვე გაკეთდებასერვისცენტრი, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს, უფრო ახლოს იყოს მომხმარებლებთან და მათ საჭიროებებსაც მაქსიმალურად მოერგოს. მიგვაჩნია, რომ ჩვენი მომხმარებელი მაღალი ხარისხის კომფორტს იმსახურებს. გვინდა, მათი ჩვენთან სტუმრობა დღესასწაულად ვაქციოთ“.

 

„მაზდა ცენტრი თეგეტას“ ახალი შოურუმის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისცენტრის გახსნას კომპანია ზაფხულში გეგმავს. 

--

 

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...

  • 15:07

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მარტში ქალი მეწარმ...

    საქართველოს ბანკისთვის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, Startup Grind-თან ერთად, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მარტის თვე ქალ მე...

  • 12:53

    თიბისი x გურჯაანის „დელტა“ - პარტნიორობა რეგიონული...

    თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის - „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტ...