0 3 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, კიდევ ერთხელ დააჯილდოვა. ჯილდო ბანკმა თიბისი WM-ისა და თიბისი კონცეპტის მაღალშემოსავლიანი მომხმარებლებისთვის, მათ მიზნებსა და საჭიროებებზე მორგებული მუდმივად განვითარებადი, თანამედროვე მომსახურებისა და პროდუქტების შეთავაზებისთვის, უკვე მეხუთედ მიიღო.

 

Global Finance-ის დაჯილდოება მეათედ ჩატარდა. გამარჯვებულები ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისა და ექსპერტებისაგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა.

 

"მოხარული ვარ, რომ თიბისის პერსონალური საბანკო მოსმახურება კიდევ ერთხელ აღიარეს საერთაშორისო ასპარეზზე. ეს ჯილდო კიდევ ერთი დასტურია, რომ ჩვენი მაღალშემოსავლიანი მომხარებლებისთვის, სანდო პარტნიორები ვართ და მათ შეუფერხებელ მომსახურებას, ციფრულ შესაძლებლობებსა და ინოვაციურ პროდუქტებს ვთავაზობთ. საერთაშორისო ტენდენციების თანახმად, მომხმარებლები მათი პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტებისგან ერთიან მიდგომას ელიან, რაც არა მხოლოდ ფინანსურ სარგებელს, არამედ გრძელვადიან სტრატეგიას, ინვესტირების ალტერნატიულ შესაძლებლობებსა და მათი კაპიტალის გონივრულ მართვას გულისხმობს. ჩვენი მიზანია, სრულ თანხვედრაში ვიყოთ აღნიშნულ ტენდენციებთან და ამ ტენდენციების შესაბამისი მომსახურება და პროდუქტები შევქმანთ თიბისი WM-ისა და თიბისი კონცეპტის მიმართულებებით“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

 

“სრულყოფილი პერსონალური ბანკინგი დღევანდელ დღეს ბევრად უფრო მეტია, ვიდრე საბანკო-საფინანსო მომსახურება. ის აერთიანებს როგორც სტრატეგიულ ხედვას, ასევე მაღალშემოსავლიანი მომხმარებლების ინდივიდუალური მიზნების სწორად გააზრებას. წელს ის ფინანსური ინსტიტუტები და ორგანიზაციები დავაჯილდოვეთ, რომლებიც არა მხოლოდ წარმატებით ართმევენ თავს მომხმარებლების ფინანსურ გამოწვევებს, არამედ მუდმივად ცვალებად გარემოში, ინოვაციური შესაძლებლობებით პასუხობენ მათ საჭიროებებს”, - ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და რედაქტორი.

 

Global Finance-ის სარედაქციო საბჭომ, გამარჯვებულები მონაწილე ორგანიზაციების მიერ წარდგენილი აპლიკაციების, ბაზრის მოთამაშეებისგან მოპოვებული ინფორმაციისა და დამოუკიდებელი კვლევების შედეგად გამოავლინა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...