თიბისი მწარე პოდკასტის მხარდამჭერი გახდა...
შემეცნებითი პოდკასტების სერია - მწარე პოდკასტი / Bitter Podcast, რომელსაც ისტორიკოსი ნიკა ხოფერია უძღვება, 4 წელზე მეტია ისტორიის მოყვარულებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და მრავალრიცხოვანი აუდი...
|
მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესიავტომწარმოებლის GEELY Holding-ის პრემიუმ ბრენდის Zeekr-ის ელექტრომობილი Zeekr 001 საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია. ელექტრომობილი „თეგეტა ქარსში“ შემავალმაკომპანია Autogallery-მ შემოიყვანა.
Autogallery - რომელიც ქართულ ბაზარზე პრემიუმხარისხის ელექტრომობილების რეალიზაციასახორციელებს, მუდმივად ცდილობს, ახალი, ინოვაციური ბრენდები შესთავაზოს მომხმარებელს. სწორედ ამ მიზანს უკავშირდება ახალი ბრენდისსაქართველოში გამოჩენაც.
Zeekr-ი GEELY Group-ის მიერ შექმნილი პრემიუმ ბრენდია, რომელიც სრულად ელექტრულ ავტომობილებს აწარმოებს. ელექტრომობილის პირველი მოდელი Zeekr 001 ოფიციალურად 2021 წელს გამოვიდა.
ლევან თაღიაშვილი, Autogallery-ს მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი:
„Zeekr 001 ზუსტად ის ავტომობილია, რომელიც Autogallery-ს პროფილს შეესაბამება - პრემიუმ ელექტრომობილი, რომელიც თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. მხოლოდ ერთი ტესტდრაივია იმისთვის საკმარისი, რომ მისი მართვის დროს გამოცდილი ემოციები არასდროს დაგავიწყდეს. 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად დაახლოებით 3.8 წამია საჭირო. მისი ინტერიერი და ექსტერიერი უნიკალური და გამორჩეულია. Zeekr 001-ს ყველაფერი აქვს, რაც მომავლის ავტომობილს სჭირდება. მოგეხსენებათ, ავტომობილების შეძენისას მნიშვნელოვანი კომპონენტი საგარანტიო მომსახურებაა. Autogallery მომხმარებლებს Zeekr 001 YOU 100KWH(Z Sport)-ის შეძენის შემთხვევაში 2-წლიან გარანტიას (ან 100,000 გარბენი) სთავაზობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ისიამოვნებთ ახალი ავტომობილით, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, კომპანიისგან სათანადო მხარდაჭერასაც მიიღებთ“.
საინტერესო ფაქტია, რა დაშიფრა GEELY-მ Zeekr-ის სახელწოდებაში: Zeekr: Z - არის ნული და ნიშნავს ნულიდან დაწყებას, განვითარების შესაძლებლობებს; E - ელექტრული; E - ევოლუცია; სიმბოლურად განასახიერებს ელექტროენერგიით გამოწვეული ეპოქის ევოლუციას; Kr - (კრიპტონი) ქიმიური ელემენტი - იშვიათი გაზი.
რაც შეეხება თავად ავტომობილს - Zeekr 001 YOU 100KWH (Z Sport) Autogallery-ს შოურუმში იქნება წარმოდგენილი. ეს ავტომობილი სპორტულ ხასიათსა და შესანიშნავ ექსტერიერს აერთიანებს. ელექტრომობილის სიმძლავრე 544 ცხენის ძალაა, ხოლო მაქსიმალური მაბრუნი მომენტი - 686 ნმ.მ.. ZEEKR 001 YOU-ს ერთი სრული დამუხტვით 656 კილომეტრის გავლაა შესაძლებელი. 0-დან 100 კმ-მდე აჩქარებას კი 3.8 წამი სჭირდება.
ავტომობილის ექსტერიერთან ჰარმონიულადაა შერწყმული ინტერიერიც, რომელიც გამოირჩევა მინიმალისტური დეტალებითა და კომფორტით. Zeekr 001 ცნობილია ფუნქციონალური დეტალებით და ძვირადღირებული, მდგრადი მასალების გამოყენებით.
კიდევ უფრო მეტ კომფორტსა და ექსკლუზიურობას Yamaha-ს აუდიოსისტემა ქმნის. უკანა კლიმატკონტროლი დამატებითი სენსორული ეკრანით კონტროლდება, რომელიც წინა სავარძლების საზურგეებს შორის მდებარეობს.
ავტომობილი აღჭურვილია თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით, დაწყებული ბრმა ზონების კონტროლიდან, დასრულებული პარკირების ასისტენტის ფუნქციით. Zeekr-ის უსაფრთხოების სისტემები შვედური ვოლვოს შთაგონებით შეიქმნა და ინტეგრირდა ავტომობილში.
ქართველ მომხმარებელს უკვე შეუძლია, თავად გამოცადოს გამორჩეული ელექტრომობილის შესაძლებლობები. Zeekr 001-ის შეძენა Autogallery-ს შოურუმშია შესაძლებელი.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ავტო გალერი“ ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. მულტიბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია როგორც ახალი, ისე მეორადი ელექტრომობილების ფართო არჩევანი. ეკომეგობრული ავტომობილების გარდა, კომპანიას შემოჰყავს დეფიციტური და ექსკლუზიური ავტომობილებიც. 2020 წლიდან „ავტო გალერი“ NIU-ს ელექტრომოპედების ოფიციალური პარტნიორი და შემომყვანია ქართულ ბაზარზე. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა ეკოლოგიაზე ზრუნვაა.
შემეცნებითი პოდკასტების სერია - მწარე პოდკასტი / Bitter Podcast, რომელსაც ისტორიკოსი ნიკა ხოფერია უძღვება, 4 წელზე მეტია ისტორიის მოყვარულებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და მრავალრიცხოვანი აუდი...
ინვესტირებისას, ხშრიად ყველაზე რთული, პირველი ნაბიჯის გადადგმაა, როდესაც არ იცი საიდან დაიწყო. სწორედ ამიტომ, თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას ინოვაციური პროდუქტი - სმარტ პორტფელები დაემა...
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის გალერეა, 22 მარტიდან წარმოგიდგენთ კოტე სულაბერიძის პერსონალურ გამოფენას „ჩემი კავკასიონი”. გამოფენა მხატვრის 1990-იანი წლებიდან დღემდე ...
თიბისიმ Amazon Web Services-სთან ერთად, საქართველოში ყველაზე მასშტაბური AWS GameDay გამართა, რომელიც არის კომპანიის ფარგლებში ჩატარებული პირველი შიდა GameDay და მასში თიბისი ჯგუფის DevOps ინჟინრები დ...
„თეგეტა მოტორსი“ მომსახურების ხელმისაწვდომობას ზრდის და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსებისა და კომერციული ავტოტრანსპორტის მფლობელებს მობილური ჯგუფის სერვისს სთავაზობს. კომპანიის გან...
თიბისი ვაჭრობის დაფინანსების ინდუსტრიაში წამყვანი საერთაშორისო მედია კომპანიის - Global Trade Review-ის ვაჭრობის ლიდერების ჯილდოს ფინალისტია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული ბანკი აღნიშნულ ჯილ...
„დაფნა“ ეს არის მინიმალისტურ კონცეფციაზე დაფუძნებული კაფე, სადაც არატრადიციულ გარემოში ქართული სამზარეულოა მოქცეული. მისი ისტორია 2017 წლიდან იწყება და დღემდე ქალაქში, გამორჩეულ თავშეყრის...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები