0 1 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტამ“ აზერბაიჯანში Bridgestone-ის ბრენდი ოფიციალურად წარადგინა

 

  • ქართული კომპანია აზერბაიჯანში მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელი მიმდინარე წელს გახდა

„თეგეტა“ აზერბაიჯანში Bridgestone-ის ოფიციალური წარმომადგენელია და მეზობელი ქვეყნის ბაზარს იაპონური ბრენდის მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკისათვის განკუთვნილი საბურავებით ამარაგებს. შეთანხმება მიმდინარე წლის იანვარში შევიდა ძალაში. Bridgestone-თან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ ქართულმა კომპანიამ პარტნიორებსა და მომხმარებელს ბაქოში გამართულ ღონისძიებაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში მდებარე სასტუმრო Four Seasons-ში ღონისძიებას, „თეგეტასა“ და Bridgestone-ის დელეგაციებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესწრეებისა და მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგისმთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: მოხარულები ვართ და გვეამაყება, რომ პრემიუმ ბრენდსა და ჩვენს 26-წლიან პარტნიორს, Bridgestone- უკვე აზერბაიჯანულ ბაზარზეც წარმოვადგენთ. Bridgestone ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ბრენდია, რომელმაც კავკასიის რეგიონში ბიზნესსაქმიანობათეგეტასთანპარტნიორობით დაიწყო და დღეს უკვე რეგიონული დილერობაც ჩვენ გვანდო. დღევანდელ შეხვედრაზე ოფიციალური დილერობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებთეგეტასხედვები ჩვენს პარტნიორებსა და მომხმარებლებს წარვუდგინეთ.

თეგეტამუდმივად ზრუნავს ბიზნესის გაფართოებაზე და ამასთან ერთად, მაღალი ხარისხითა და სანდოობით გამორჩეულ პროდუქციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდით რეგიონში საავტომობილო სფეროს განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენი მიზანია, ავტოინდუსტრიის სექტორში ყველა კომპონენტი თუ მიმართულება ეტაპობრივად ავითვისოთ და რეგიონის მასშტაბით კიდევ უფრო მეტად გავიმყაროთ პოზიციები, როგორც სანდო მიმწოდებელმა და პარტნიორმა, რომელსაც ბიზნესსაქმიანობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს”.

ბაქოში გამართულ ღონისძიებაზე, საერთო ჯამში, 150-მა სტუმარმა ყველა იმ სერვისისა და მომსახურების შესახებ მიიღო ინფორმაცია, რასაც „თეგეტა მოტორს ბაქო“ მეზობელი ქვეყნის ბაზარს Bridgestone-თან თანამშრომლობით სთავაზობს.

სამუელ მასარდი, Bridgestone Middle East, CIS & PAF რეგიონული დირექტორი: თეგეტასთან პარტნიორობის გაფართოება ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს შესაძლებლობას გვაძლევს Bridgestone-ის პრემიუმ საბურავები კავკასიის რეგიონის ბაზარზს შევთავაზოთ. ამიერიდან ჩვენი ერთგულება ხარისხის, უსაფრთხოებისა და ინოვაციების მიმართ კიდევ უფრო მეტ მომხმარებელამდე მიაღწევს. „თეგეტასთან“ 26-წლიანი პარტნიორობა ხაზს უსვამს ჩვენს საერთო ინტერესებს, გავზარდოთ ხელმისაწვდომობა უმაღლესი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებზე.“

„თეგეტა მოტორსი“ ბაქოში უკვე თითქმის 10 წელია წარმატებით ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს საცალო, კორპორაციული და საბითუმო მიმართულებით სრულ საავტომობილო მომსახურებასა და პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს. მიმდინარე წელს „თეგეტა მოტორსი“ აზერბაიჯანში Bridgestone-ის წარმოების 100 000 საბურავის რეალიზაციას აპირებს. ამასთანავე, იგეგმება ფილიალების ქსელის ეტაპობრივი გაფართოებაც.

ალექსანდრე ბეროშვილი, „თეგეტა მოტორს ბაქოსდირექტორი: დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთი დასტურია იმ მჭიდრო თანამშრომლობის, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის ბიზნესსექტორებს შორის სულ უფრო ვითარდება. „თეგეტა მოტორსისპირველი წარმომადგენლობა 2017 წელს გაიხსნა ბაქოში და მას შემდეგ, მომხმარებელს მაღალი ხარისხის ავტოსერვისითა და პროდუქციით უზრუნველვყოფთ. ახლა უკვე შესაძლებლობა გვაქვს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, მოქალაქეებს Bridgestone-ის მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის საბურავები მივაწოდოთ. ჩვენი სამიზნე აუდიტორიაა როგორც საცალო, ისე საბითუმო მომხმარებელი და ის კომპანიები, რომლებიც სამთო-მომპოვებელ თუ ლოგისტიკურ საქმიანობას ეწევიან. პროდუქციასთან ერთად, მათ საბურავების მონტაჟსა და საგარანტიო მომსახურებასაც ვთავაზობთ, რაც სატვირთოების შემთხვევაში გარბენის მიხედვით განისაზღვრება. ვცდილობთ, გავაფართოოთ მიწოდების ჯაჭვი და მეტად ხელმისაწვდომი და მოქნილი გავხადოთ მომსახურება“.

ცნობისათვის, Bridgestone-სა და „თეგეტას“ შორის პირველი გარიგება 1998 წელს შედგა და პირველი შეკვეთა მხოლოდ 500 ერთეულ საბურავს ითვალისწინებდა. ამასთანავე, სწორედ Bridgestone-ის ბრენდთან თანამშრომლობით დამკვიდრდა საქართველოში ზამთრის საბურავის გამოყენების პრაქტიკა, რამაც უსაფრთხო გადაადგილებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.

Bridgestone 30-მილიარდიანი შემოსავლით 150-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს. მის პორტფელში დიდი წილი უჭირავს ქართულ კომპანიას, „თეგეტას“, რომელიც დღეს მსოფლიო ბრენდის სანდო პარტნიორი და რეგიონის მასშტაბით საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    თიბისი მწარე პოდკასტის მხარდამჭერი გახდა...

    შემეცნებითი პოდკასტების სერია - მწარე პოდკასტი / Bitter Podcast, რომელსაც ისტორიკოსი ნიკა ხოფერია უძღვება, 4 წელზე მეტია ისტორიის მოყვარულებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და მრავალრიცხოვანი აუდი...

  • 12:23

    თიბისის მობაილბანკში სიახლეა - გაიგე, რომელია შენს...

    ინვესტირებისას, ხშრიად ყველაზე რთული, პირველი ნაბიჯის გადადგმაა, როდესაც არ იცი საიდან დაიწყო. სწორედ ამიტომ, თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას ინოვაციური პროდუქტი - სმარტ პორტფელები დაემა...

  • 12:20

    კოტე სულაბერიძე - ჩემი კავკასიონი...

    თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის გალერეა, 22  მარტიდან წარმოგიდგენთ კოტე სულაბერიძის პერსონალურ გამოფენას „ჩემი კავკასიონი”.  გამოფენა მხატვრის 1990-იანი წლებიდან დღემდე ...

  • 11:20

    AWS GameDay - თიბისი IT აკადემიისა და AWS-ს ერთობლ...

    თიბისიმ Amazon Web Services-სთან ერთად, საქართველოში ყველაზე მასშტაბური AWS GameDay გამართა, რომელიც არის კომპანიის ფარგლებში ჩატარებული პირველი შიდა GameDay და მასში თიბისი ჯგუფის DevOps ინჟინრები დ...

  • 11:15

    „თეგეტა მოტორსის“ მობილური ჯგუფი სატვირთოების, ავტ...

    „თეგეტა მოტორსი“ მომსახურების ხელმისაწვდომობას ზრდის და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსებისა და კომერციული ავტოტრანსპორტის მფლობელებს მობილური ჯგუფის სერვისს სთავაზობს. კომპანიის გან...

  • 11:58

    თიბისი Global Trade Review-ს ჯილდოს ფინალისტია ნომ...

    თიბისი ვაჭრობის დაფინანსების ინდუსტრიაში წამყვანი საერთაშორისო მედია კომპანიის - Global Trade Review-ის ვაჭრობის ლიდერების ჯილდოს ფინალისტია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული ბანკი აღნიშნულ ჯილ...

  • 11:44

    „დაფნა“ — მინიმალისტური კაფე თბილისისა და ბათუმში,...

    „დაფნა“ ეს არის მინიმალისტურ კონცეფციაზე დაფუძნებული კაფე, სადაც არატრადიციულ გარემოში ქართული სამზარეულოა მოქცეული. მისი ისტორია 2017 წლიდან იწყება და დღემდე ქალაქში, გამორჩეულ თავშეყრის...