0 1 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

კოტე სულაბერიძე - ჩემი კავკასიონი

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის გალერეა, 22  მარტიდან წარმოგიდგენთ კოტე სულაბერიძის პერსონალურ გამოფენას „ჩემი კავკასიონი”.  გამოფენა მხატვრის 1990-იანი წლებიდან დღემდე შექმნილ შერჩეულ ნამუშევრებს აერთიანებს.

გამოფენის მთავარი ღერძია სამშობლოს იდეა, რომელიც პირდაპირი ან ირიბი მინიშნებებით კვეთს მხატვრის თითოეულ ნამუშევარს. დღევანდელ გარემოში, სადაც საქართველო მრავალ გამოწვევას უპირისპირდება, ეს გამოფენა არ არის მხოლოდ რეტროსპექტული ხედვა; ეს არის დიალოგი წარსულსა და აწმყოს შორის და ფიქრი მომავალზე.  ჩემი კავკასიონი - სადაც წარმოდგენილია თანამედროვე საქართველოს პირველი ნაბიჯების პარალელურად შექმნილი ნამუშევრები, ერთის მხრივ ისტორიის მიმოხილვაცაა და თანამედროვე გამოწვევებზე რეაქციაც.

კოტე სულაბერიძის ნამუშევრებში სამშობლო არ არის მხოლოდ გეოგრაფიული ან პოლიტიკური სივრცე. ეს არის ემოციური და კულტურული ლანდშაფტი, რომელიც რეალური და სიმბოლური დეტალებით ივსება, საბნის ნაოჭებიდან - მთის ფერდებამდე. მისი შემოქმედება ერთდროულად ასახავს სახიფათო, რთულ რეალობასა და ინტიმურ კავშირს სამშობლოსთან.

კოტე სულაბერიძე (დაბ. 968) ქართული თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მისი ნამუშევრები 1990-იან წლებში გამოჩნდა და მას შემდეგ კონცეპტუალური ფერწერის, წიგნის ილუსტრაციისა და ვიდეო არტის მიმართულებით  მუშაობს.

მხატვარს 100-ზე მეტი წიგნის დიზაინსა და ილუსტრაციაზე უმუშავია, მათ შორის ერლომ ახვლედიანის წიგნის ვანო და ნიკო ჰოლანდიურ ენაზე გამოცემისთვის (Voetnoot, 2003),  ქართულ გამოცემებზე კენ კიზის… გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა (დიოგენე, 2012) და უმბერტო ეკოს ვარდის სახელით (დიოგენე, 2011).

კოტე სულაბერიძე აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებსა და გამოფენებში. მისი ბოლოდროინდელი სოლო გამოფენებია: "მშვიდი ცხოვრება’’ (თანამედროვე ხელოვნების გალერეა, ქარვასლა, თბილისი, 2020); "...ტურფასა საბაღნაროსა…’’ (ბაია გალერეა, თბილისი, 2023). მისი ნამუშევრები აგრეთვე წარმოდგენილი იყო თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში -  KIASMA (ჰელსინკი, ფინეთი, 2007);  Progressive Nostalgia - Centro per L’Arte Contemporanea Luiggi Pecci (პრატო, იტალია, 2007);  Sotheby’s-ის აუქციონის სახლსა (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი, 2013) და Vienna Fair-ზე (ვენა, ავსტრია, 2014).

სულაბერიძემ განათლება თბილისის სამხატვრო აკადემიაში მიიღო, ხოლო შემდგომ წლებში პედაგოგიური მოღვაწეობა გააგრძელა თბილისის სამხატვრო აკადემიასა და თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში (VA(A)DS).

გამოფენის კურატორები არაინ სანდრო სულაბერიძე და მარიამ წიქარიძე.

გამოფენის ნახვა შესაძლებელია ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10:00-დან 20:00 საათამდე, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში მარჯანიშვილის ქ.7.

 

Kote Sulaberidze

My Caucasus

 

You can visit the exhibition from March 22, 17:00 to 20:00.

Exhibition duration: March 22 – May 31, 2025

 

The gallery of TBC Concept’s multifunctional space  is pleased to present Kote Sulaberidze’s solo exhibition My Caucasus. The exhibition brings together selected works created by the artist from the 1990s to the present day.

The main axis of the exhibition is the idea of ​​the Motherland, which crosses each of the artist's works with direct or indirect references. In today’s context, where Georgia faces numerous challenges, this exhibition is not just a retrospective; it is a dialogue between the past and the present and reflections on the future. My Caucasus showcases works created alongside the first steps of modern Georgia—serving both as a historical review and a response to contemporary challenges.

In Kote Sulaberidze’s works, the Motherland is not just a geographical or political space but an emotional and cultural landscape, filled with both real and symbolic details—from the folds of a blanket to the slopes of a mountain. His art simultaneously reflects a dangerous, complex reality and an intimate connection to the Motherland.

Kote Sulaberidze (b. 1968) is one of the key figures in contemporary Georgian art. His works emerged in the 1990s, and since then, he has been actively engaged in conceptual painting, book illustration, and video art.

The artist has worked on the design and illustration of over 100 books, including Vano and Niko by Erlom Akhvlediani (published in Dutch by Voetnoot, 2003), as well as the Georgian editions of One Flew Over the Cuckoo’s Nest by Ken Kesey (Diogene, 2012) and The Name of the Rose by Umberto Eco (Diogene, 2011).

Kote Sulaberidze actively participates in international projects and exhibitions. His latest solo exhibitions: A Quiet Life (Gallery of Contemporary Art, Karvasla, Tbilisi, 2020); «...Lovely Garden...» (Baia Gallery, Tbilisi, 2023). His works have also been presented at the Museum of Contemporary Art KIASMA (Helsinki, Finland, 2007); Progressive Nostalgia – Centro per L'Arte Contemporanea Luiggi Pecci (Prato, Italy, 2007); Sotheby's Auction House (London, UK, 2013) and the Vienna Fair (Vienna, Austria, 2014).

Sulaberidze received his education at the Tbilisi Academy of Arts, and in subsequent years continued his teaching activities at the Tbilisi Academy of Arts and the Free University School of Visual Arts and Design (VA(A)DS).

Curated by Sandro Sulaberidze, Mariam Tsikaridze.

Image: Kote Sulaberidze, ალაზნის ველი (Alazani Valley), 2025, Cardboard, oil, golden nitro enamel, 25 x 35 cm

TBC Concept flagship, Marjanishvili st.7 

Opening hours:

Monday-Saturday from 10:00 to 20:00.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    თიბისი მწარე პოდკასტის მხარდამჭერი გახდა...

    შემეცნებითი პოდკასტების სერია - მწარე პოდკასტი / Bitter Podcast, რომელსაც ისტორიკოსი ნიკა ხოფერია უძღვება, 4 წელზე მეტია ისტორიის მოყვარულებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და მრავალრიცხოვანი აუდი...

  • 12:23

    თიბისის მობაილბანკში სიახლეა - გაიგე, რომელია შენს...

    ინვესტირებისას, ხშრიად ყველაზე რთული, პირველი ნაბიჯის გადადგმაა, როდესაც არ იცი საიდან დაიწყო. სწორედ ამიტომ, თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას ინოვაციური პროდუქტი - სმარტ პორტფელები დაემა...

  • 11:20

    AWS GameDay - თიბისი IT აკადემიისა და AWS-ს ერთობლ...

    თიბისიმ Amazon Web Services-სთან ერთად, საქართველოში ყველაზე მასშტაბური AWS GameDay გამართა, რომელიც არის კომპანიის ფარგლებში ჩატარებული პირველი შიდა GameDay და მასში თიბისი ჯგუფის DevOps ინჟინრები დ...

  • 11:15

    „თეგეტა მოტორსის“ მობილური ჯგუფი სატვირთოების, ავტ...

    „თეგეტა მოტორსი“ მომსახურების ხელმისაწვდომობას ზრდის და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსებისა და კომერციული ავტოტრანსპორტის მფლობელებს მობილური ჯგუფის სერვისს სთავაზობს. კომპანიის გან...

  • 11:58

    თიბისი Global Trade Review-ს ჯილდოს ფინალისტია ნომ...

    თიბისი ვაჭრობის დაფინანსების ინდუსტრიაში წამყვანი საერთაშორისო მედია კომპანიის - Global Trade Review-ის ვაჭრობის ლიდერების ჯილდოს ფინალისტია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული ბანკი აღნიშნულ ჯილ...

  • 11:44

    „დაფნა“ — მინიმალისტური კაფე თბილისისა და ბათუმში,...

    „დაფნა“ ეს არის მინიმალისტურ კონცეფციაზე დაფუძნებული კაფე, სადაც არატრადიციულ გარემოში ქართული სამზარეულოა მოქცეული. მისი ისტორია 2017 წლიდან იწყება და დღემდე ქალაქში, გამორჩეულ თავშეყრის...

  • 12:49

    ისწავლე ხელოვნური ინტელექტი თიბისი ტექსკოლაში...

    ოთხი წარმატებული სეზონის და 2500-ზე მეტი კურსდამთავრებულის შემდეგ, თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების მიღება განახლდა. ტექსკოლაში 2025 წლის მთავარი სიახლე, ახალი კურსი - შესავალი ხელოვნურ ინტელექტში. ...