0 1 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

40%-იანი ქეშბექი – „თეგეტა მოტორსში“ Black Friday-ს კვირეული დაიწყო

 

„თეგეტა მოტორსში“ Black Friday-ს აქციები დაიწყო და ავტომობილის გასამართად კომპანიამ მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. ეს ის სეზონია, როდესაც ამინდის მკვეთრად გაუარესებასა და ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ავტომობილის შესაბამისი მომზადება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

Black Friday-ს ფარგლებში განსაკუთრებული აქციით სარგებლობა ავტომობილების მფლობელებს არამხოლოდ ერთი დღით, არამედ მთელი კვირის განმავლობაში შეეძლებათ.

26 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, „თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალში, მსუბუქი ავტომობილების პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე, მათ შორის პრემიუმ ბრენდებზე, 40%-იანი ქეშბექი იმოქმედებს. პროდუქციის შეძენის შემთხვევაში, „თეგეტა ქარდზე“ ქეშბექი ქულების სახით დაგიბრუნდებათ, რომლითაც დამატებითი პროდუქტის შეძენას შეძლებთ.

სპეციალური შეთავაზება მოქმედებს „თეგეტას” Online Shop-სა და Tegeta App-ზეც. 26 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, ნებისმიერი პროდუქტის შეძენის შემთხვევაში, ისარგებლებთ 25%-იანი ფასდაკლებით.

დეა ზანგური, „თეგეტა მოტორსის“ საცალო გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელი: Black Friday-ს შეთავაზებები ვრცელდება ყველა კატეგორიის პროდუქტზე, მათ შორის პრემიუმ ბრენდებზე. იმისათვის, რომ ჩვენს მომხმარებელს არ მოუხდეს რიგში დგომა, გადავწყვიტეთ, ქეშბექ აქცია არამხოლოდ  შავ პარასკევს, ერთი დღით, არამედ ერთი კვირის განმავლობაში ყოფილიყო ხელმისაწვდომი. მომხმარებელს აღარ მოუწევს, დაელოდოს პარასკევს, არამედ შეუძლია, თეგეტას შეთავაზებებით 26 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით ისარგებლოს. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს მეტი კომფორტი შევუქმნათ.

Black Friday-ს შეთავაზებებით გვსურს, მძღოლებს ხელი შევუწყოთ, მოამზადონ საკუთარი ავტომობილები ცივი სეზონისთვის. „თეგეტა მოტორსი“ გამუდმებით მოუწოდებს საკუთარ მომხმარებელს, „არ მოატყუოს ზამთარი“ და გამართოს ავტომობილი.  კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ძველი საბურავი სეზონის შესაბამისით ჩაანაცვლო, შეამოწმო აკუმულატორი, შეცვალო ანტიფრიზი და ზეთი, გამართო სამუხრუჭე სისტემა, შეამოწმო მაშუქი ფარები“.

40%-იანი ქეშბექი „თეგეტა მოტრსში“ მსუბუქი ავტომობილების პროდუქტებისა და სერვისების სრულ ასორტიმენტზე ვრცელდება. მათ შორის არის საბურავები, რომელსაც უსაფრთხო გადაადგილებაში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს, ამიტომ აუცილებელია, სეზონის შესაბამისად, დროულად განაახლოთ. თოვლიან გზებზე არასეზონური ან დაზიანებული საბურავით გადაადგილებით საფრთხეს უქმნით როგორც საკუთარ თავს, ისე საგზაო მოძრაობაში მონაწილე სხვა მძღოლებს. ზაფხულის საბურავი სიცივეში ხისტი ხდება და მისი მოჭიდება ნაკლებად ეფექტიანია.

არანაკლებ მნიშვნელოვანია აკუმულატორის გამართულად მუშაობა. ცივ ამინდში აკუმულატორზე დატვირთვა საგრძნობლად იზრდება, ამიტომ ზამთრის დადგომამდე მისი შემოწმება და, საჭიროების შემთხვევაში, შეცვლა მნიშვნელოვანია. აკუმულატორი ავტომობილის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც დიდ როლს ასრულებს ელექტრონული და მექანიკური სისტემების მუშაობაში. სუსტი ან დაზიანებული აკუმულატორი, შესაძლოა, ავტომობილის დაქოქვის შეფერხების ან ვერ დაქოქვის მიზეზი გახდეს.

ანტიფრიზი კი ცნობილია, როგორც გამაგრილებელი სითხე, რომელიც უზრუნველყოფს ავტომობილის ძრავის სტაბილურ და უსაფრთხო მუშაობას. თუ ძრავის გაგრილების სისტემაში იქნება მხოლოდ წყალი ან რესურსამოწურული ანტიფრიზი, ის აუცილებლად გაიყინება, როგორც კი ტემპერატურა 0 გრადუსს ჩამოსცდება. აღნიშნული სითხის გაყინვა კი დააზიანებს ძრავას, რომლის შეკეთება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

თოვლსა და ყინვაში უსაფრთხო გადაადგილებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გამართულ სამუხრუჭე სისტემასაც. „თეგეტას“ რეკომენდაციით, ზამთრის საბურავების დაყენებასთან ერთად, უმჯობესია შემოწმდეს დისკები და ხუნდები.

Black Friday-ს შეთავაზებებით სარგებლობა უკვე შესაძლებელია. 28-29 ნოემბერს კი „თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალი გახანგრძლივებული დროით, 21:00 საათამდე იმუშავებს.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    თიბისი მწარე პოდკასტის მხარდამჭერი გახდა...

    შემეცნებითი პოდკასტების სერია - მწარე პოდკასტი / Bitter Podcast, რომელსაც ისტორიკოსი ნიკა ხოფერია უძღვება, 4 წელზე მეტია ისტორიის მოყვარულებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და მრავალრიცხოვანი აუდი...

  • 12:23

    თიბისის მობაილბანკში სიახლეა - გაიგე, რომელია შენს...

    ინვესტირებისას, ხშრიად ყველაზე რთული, პირველი ნაბიჯის გადადგმაა, როდესაც არ იცი საიდან დაიწყო. სწორედ ამიტომ, თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას ინოვაციური პროდუქტი - სმარტ პორტფელები დაემა...

  • 12:20

    კოტე სულაბერიძე - ჩემი კავკასიონი...

    თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის გალერეა, 22  მარტიდან წარმოგიდგენთ კოტე სულაბერიძის პერსონალურ გამოფენას „ჩემი კავკასიონი”.  გამოფენა მხატვრის 1990-იანი წლებიდან დღემდე ...

  • 11:20

    AWS GameDay - თიბისი IT აკადემიისა და AWS-ს ერთობლ...

    თიბისიმ Amazon Web Services-სთან ერთად, საქართველოში ყველაზე მასშტაბური AWS GameDay გამართა, რომელიც არის კომპანიის ფარგლებში ჩატარებული პირველი შიდა GameDay და მასში თიბისი ჯგუფის DevOps ინჟინრები დ...

  • 11:15

    „თეგეტა მოტორსის“ მობილური ჯგუფი სატვირთოების, ავტ...

    „თეგეტა მოტორსი“ მომსახურების ხელმისაწვდომობას ზრდის და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსებისა და კომერციული ავტოტრანსპორტის მფლობელებს მობილური ჯგუფის სერვისს სთავაზობს. კომპანიის გან...

  • 11:58

    თიბისი Global Trade Review-ს ჯილდოს ფინალისტია ნომ...

    თიბისი ვაჭრობის დაფინანსების ინდუსტრიაში წამყვანი საერთაშორისო მედია კომპანიის - Global Trade Review-ის ვაჭრობის ლიდერების ჯილდოს ფინალისტია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული ბანკი აღნიშნულ ჯილ...

  • 11:44

    „დაფნა“ — მინიმალისტური კაფე თბილისისა და ბათუმში,...

    „დაფნა“ ეს არის მინიმალისტურ კონცეფციაზე დაფუძნებული კაფე, სადაც არატრადიციულ გარემოში ქართული სამზარეულოა მოქცეული. მისი ისტორია 2017 წლიდან იწყება და დღემდე ქალაქში, გამორჩეულ თავშეყრის...