თიბისის პარტნიორმა, „ASBC საქართველომ“ აუდიოსისტემ...
აუდიოსისტემების პრემიალური ბრენდის, Bang & Olufsen-ის შოურუმი სავაჭრო ცენტრ “გალერია თბილისში” გაიხსნა. ეს Bang & Olufsen-ის პირველი სავაჭრო სივრცეა რეგიონში, რომელიც თიბისის ...
|
მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ისე ქართულ სარაგბო წრეებში გარდამტეხ ფიგურად მიიჩნევა: სწორედ, მისი შრომის შედეგი იყო „ბორჯღალოსნების“ ასპარეზობა 2003 წლის სადებიუტო მსოფლიო თასზე.
სარაგბო კარიერა „ბეზიე“-ში წარმართა, სამწვრთნელო კარიერა კი, სარაგბოს დასრულებისთანავე დაიწყო და მშობლიურ კლუბთან ერთად ორჯერ იზეიმა საფრანგეთის ჩემპიონობა. საერთაშორისო დონეზე ჯერ მაროკოს, შემდეგ კი საქართველოს შვიდკაცა და ეროვნულ გუნდებში მუშაობდა.
ფრანგი სპეციალისტი საქართველოში პირველად 1997 წელს მოიწვიეს, რათა არსებული მდგომარეობა შეეფასებინა. პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში არასტაბილური სიტუაცია იყო და სარაგბო ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად არ არსებობდა. ამის მიუხედავად, სორელმა ქართული რაგბის პოტენციალი დაინახა და მაინც დათანხმდა მთავარი მწვრთნელის პოსტს:
„როდესაც საქართველოში ჩავდიოდი, ვფიქრობდი, რომ გადარჩენის ნაკლები შანსი მქონდა, ვიდრე თვითმფრინავიდან პარაშუტის გარეშე გადმომხტარ ადამიანს“, - თქვა მან ერთ-ერთ ინტერვიუში[1]. ფაქტია, რომ გადარჩა - ფრანგი მწვრთნელის მუშაობის პერიოდში „ბორჯღალოსნებმა“ პირველად მოიპოვეს მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლება და 2003 წლის წარმატებულმა კამპანიამ ქართული რაგბის მიმართ დამოკიდებულება, პირველ რიგში, ჩვენთან, საქართველოშივე შეცვალა.
სორელისთვის საქართველოში გატარებული წლები (1997-2003) განსაკუთრებული და საპატიო გამოწვევა იყო. ჩამოსვლისას მას ქვეყანაში მხოლოდ ორი, დაბალი ხარისხის, ბალახის სარაგბო მოედანი დახვდა, ქვეყანას და შესაბამისად სპორტის ოვალურ სახეობასაც ფინანსური პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ამ და სხვა მრავალი სირთულის მიუხედავად, სორელის სტრატეგიულმა ხედვამ და მუდმივმა ოპტიმიზმმა გუნდი წარმატებისთვის განაწყო. კლოდისთვის ნაკრები ოჯახი იყო - ყიდულობდა[2] სავარჯიშო ეკიპირებას, იყენებდა საკუთარ კამერას ვიდეო ანალიზისთვის და ცდილობდა ქართველი მორაგბეების ფრანგულ კლუბებთან დაკავშირებას, რასაც ხშირად წარმატებითაც ახერხებდა.
პირველ მსოფლიო თასზე „ბორჯღალოსნებმა“ ოთხივე შეხვედრა დათმეს, მაგრამ თავი მაინც ყველას დაამახსოვრეს. სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ჯგუფურ ეტაპზე უთანასწორო, მაგრამ მაინც ბოლომდე ბრძოლაში წაგებული მატჩის (46:19) შემდეგ ამაყმა სორელმა პრესასთან განაცხადა[3]:
„დღეს თქვენ საქართველოს ნამდვილი სახე იხილეთ“.
„ევროპულ სარაგბო კულტურებს შორის ხიდების აშენებაში კლოდ სორელს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი[4],“ - დაწერა საფრანგეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა, ფლორიან გრილმა გამოსათხოვარ წერილში და ამაზე ვერავინ იკამათებს. ქართული რაგბის ევროპასთან და პირველ რიგში, საფრანგეთთან ღრმა პროფესიულ და ადამიანურ კავშირებს, სწორედ, სორელმა ჩაუყარა საფუძველი. რაგბი, სპორტულ დაპირისპირებასთან ერთად, სხვადასხვა კულტურების ურთიერთობის სივრცეა და ეს, „ბორჯღალოსნების“ ფრანგმა მწვრთნელმა ძალიან კარგად იცოდა.
კლოდ სორელის მემკვიდრეობა მეტია, ვიდრე სპორტული შედეგები და ტიტულები - ის რაგბის მეშვეობით სხვა ადამიანების და როგორც აღმოჩნდა, ქვეყნების ცხოვრებას ცვლიდა და გვაჯერებდა, რომ შეუძლებელი არაფერია.
აუდიოსისტემების პრემიალური ბრენდის, Bang & Olufsen-ის შოურუმი სავაჭრო ცენტრ “გალერია თბილისში” გაიხსნა. ეს Bang & Olufsen-ის პირველი სავაჭრო სივრცეა რეგიონში, რომელიც თიბისის ...
20-21-22 ივნისს, თბილისი რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას - Global Tech Weekend Tbilisi 2025-ს უმასპინძლებს, რომელიც, ქართველ და უცხოელ სტუმრებს ტექნოლოგიების სფეროში ისეთი მი...
თიბისი კონცეპტი ერთგულ მომხმარებლებს მუდმივად ანებივრებს მათ საჭიროებებზე მორგებული მრავალფეროვანი შეთავაზებებით, განსაკუთრებით კი, დასვენების და ჯანსაღი ცხოვრების კატეგორიებში, ამიტომ მათ წინანდლის ...
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ლეგენდარული ნანა ბრეგვაძის, ვინილი და მისი ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნი გამოიცა. თიბისი კონცეპტი ყოველთვის მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს ...
ფეხბურთი ის სპორტია, რომელიც მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს ერთი მოედნის ნაწილად გვაქცევს. თითოეული ჩვენგანი მეთორმეტე მოთამაშედ ვემატებით და დროის ამოწურვამდე, ნებისმიერ ემოციას უშუალოდ განვიცდით. ...
ქობულეთიდან 9 კილომეტრით დაშორებულ სოფელ გვარაში, ჯემალ ცეცხლაძის ოჯახს ლურჯი მოცვი 28 ჰექტარზე მოჰყავს და გაფართოებასაც აპირებს. მოცვი ჩვენთან პირდაპირი მნიშვნელობით ახალი ხილია, რადგან საქარ...
ქოლგა თბილისი ფოტო 2025-ის ფარგლებში, თიბისი წარმოგიდგენთ მრავალი ჯილდოს მფლობელების ფოტოგრაფ ბაირონ სმიტის და ფოტოჟურნალისტის ჯაილზ კლარკის ლექციებს და საგანმანათლებლო შეხვედრებს.  ...
მაისი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები