0 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მარტის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია იწყება

 

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მარტის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი  ტრენერებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და მიღებული ცოდნით საკუთარი ბიზნესის განვითარებას შეუწყონ ხელი. 

მარტის თვის შეხვედრების განრიგი:

·         პირველი ტრენინგი 6 მარტს, ონლაინ ფორმატში ჩატარდება, საგადასახადო საკითხების თემატიკაზე. ტრენერი, დავით პაპიაშვილი  საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითად პრინციპებზე ისაუბრებს და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითებს განიხილავს.

 

·         მეორე ტრენინგი, სურსათის უვნებლობა და HACCP-ის სისტემა, 11 მარტს, ონლაინ გაიმართება და მას Adjara Group-ის სურსათის უვნებლობის შიდა აუდიტორი, ინგა ცერცვაძე გაუძღვება. შეხვედრაზე ბიზნესების წარმომადგენლები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ საკვები ობიექტის მიმართ ზოგადი მოთხოვნების, სურსათის წარმოებისთვის აუცილებელი პრინციპებისა და HACCP სისტემის შესახებ.

 

·         მესამე ტრენინგი შემდეგ თემატიკას დაეთმობა: რა უნდა იცოდეს მცირე და საშუალო მეწარმემ ფინანსებზე. შეხვედრას ნათია სხვიტარიძე, FAS Group-ის მმართველი პარტნიორი გაუძღვება და ის ბიზნესების წარმომადგენლებს გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის შესახებ. ტრენინგი 12 მარტს, ონლაინ ფორმატში ჩატარდება.

 

·         კიდევ ერთი ტრენინგის თემატიკა Shopify-ზე პროდუქციის ონლაინ გაყიდვას შეეხება და მას ელექტრონული კომერციის სპეციალისტი, კატო რამიშვილი გაუძღვება. ტრენერი აუდიტორიას საჭირო და სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს იმის შესახებ, თუ როგორ გახდნენ ბიზნესები წარმატებულები ელ.კომერციის მიმართულებით. ტრენინგზე დასწრებას ბიზნესების წარმომადგენლები  20 და 21 მარტს, ონლაინ ფორმატში ჩატარდება.

 

·         მარტის თვის ბოლო, მეექვსე ტრენინგი ფიზიკურ სივრცეში, 25 და 26 მარტს გაიმართება და ის ქსელურ მაღაზიებში შესვლის სტრატეგიას დაეთმობა. სფეროს სპეციალისტები, ია ნადირაშვილი და მირანდა მანჯგალაძე ბიზნესების წარმომადგენლებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ იმის შესახებ, თუ რა არის საჭირო პროდუქციის ქსელურ მარკეტებში განსათავსებლად და რას უნდა მიაქციონ მეწარმეებმა ამ პროცესში ყურადღება. ტრენინგზე რეგისტრაცია უახლოეს პერიოდში იქნება შესაძლებელი.

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში ჩართვა თიბისის ბიზნესმომხმარებლებს   წინასწარი რეგისტრაციით შეუძლიათ, ბმულზე: https://beta.tbcbank.ge/ka/business/education ,

სადაც კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი.

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, კურსებზე დასწრება უფასოა და ის ბიზნესგანათლების ხელმისაწვდომობასთან ერთად, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის უახლესი და მათთვის სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას ისახავს მიზნად.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...