0 2 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი Global Trade Review-ს ჯილდოს ფინალისტია ნომინაციაში - აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ბანკი ვაჭრობის დაფინანსებაში

თიბისი ვაჭრობის დაფინანსების ინდუსტრიაში წამყვანი საერთაშორისო მედია კომპანიის - Global Trade Review-ის ვაჭრობის ლიდერების ჯილდოს ფინალისტია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული ბანკი აღნიშნულ ჯილდოზეა წარდგენილი. 

 

აღმოსავლეთ ევროპაში ვაჭრობის დაფინანსებაში საუკეთესო ბანკის ნომინაციის ფინალში, თიბისი ისეთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთადაა ნომინირებული, როგორებიც არიან: Raiffeisen Bank International, Ukrgasbank და UniCredit.

 

ჯილდოს ფინალისტები ის ფინანსური ინსტიტუტები არიან, რომლებსაც გამორჩეული შედეგები და მიღწევები აქვთ ფინტექ ბაზარზე და ასევე - ვაჭრობის, საქონლის, მიწოდების ჯაჭვისა და ექსპორტის დაფინანსებაში.

 

გამარჯვებულები ლონდონში, 26 ივნისს, GTR-ის ყოველწლიურ საქველმოქმედო ღონისძიებაზე გამოვლინდებიან.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები