„თეგეტა ჰოლდინგმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ...
“თეგეტა ჰოლდინგმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 30 მილიონი ევროს მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, მე-4 და ბოლო ტრანშის სახით, 10 მილიონი აშშ დოლარის, 2-წლიანი, საჯარო ობლ...
|
სერიიდან “ყველაფერი ბიზნესისთვის” დღეს იმ ციფრული საბანკო პლატფორმებს გაგაცნობთ, რომელსაც თიბისი MSME სექტორს სთავაზობს.
თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკი შექმნილია იმისათვის, რომ უზრუნველყონ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების მარტივი წვდომა ანგარიშებსა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე. ასევე, მათი საშუალებით ბიზნესს შეუძლია უსაფრთხო და დაცული საბანკო ოპერაციების დამოუკიდებლად შესრულება. თუმცა ეს ყველაფერი არაა, რასაც თიბისი ციფრულ ბანკში სთავაზობს ბიზნესს.
ყოველდღიურ საქმიანობაში მომხმარებელს შეუძლია ინტერნეტ ბანკით ან მობალბანკით განახორციელოს: გადარიცხვები (სალარე, სავალუტო, სახაზინო, ხელფასი), გადახდები (კომუნალური, ჯარიმები), ტრანზაქციების დადასტურება, კონვერტაცია, შეტყობინების გაგზავნა, მოსალოდნელი ჩარიცხვის დროს ნაშთის შემოწმება, შეტყობინების გაგზავნა ბანკში, Apple/Google pay და სხვ.
გადარიცხვები - მომხმარებელს შეუძლია დამოუკიდებლად მისთვის სასურველი მიმართულებით, ბანკში მისვლის გარეშე, უფრო დაბალი ტარიფით (ფილიალთან შედარებით) გადარიცხოს თანხა. მობაილბანკსა და ინტერნეტ ბანკში პროცესის გამარტივებისთვის შექმნილია სხვადასხვა ფუნქციონალი: გადარიცხვის შაბლონები, ავტომატური გადარიცხვები, მომავლის თარიღით გადარიცხვა, დეკლარაციის შევსების მარტივი ფორმა და ა,შ.
ტრანზაქციების ისტორია - მომხმარებლებს თავიანთი კომპანიის ჭრილში შეუძლიათ ყველა ტრანზაქციის ისტორიის ნახვა და მათთან დაკავშირებული ფუნქციონალების გამოყენება, როგორებიცაა: ტრანზაქციის საბუთების ჩამოტვირთვა/ბეჭდვა, საერთაშორისო გადარიცხვების თრექინგი, მონაცემების დასამუშავებლად საჭირო ფილტრები და სხვ.
კონვერტაცია - ინტერნეტ და მობაილბანკში მომხმარელებს კონვერტაციის უკეთესი კურსით შეუძლიათ სარგებლობა, ვიდრე ფილიალებშია, ან ბაზარზე.
ამონაწერების მართვა - თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში მომხმარებელს შეუძლია 5 წლის ამონაწერის მიღება სრულიად უფასოდ. კლიენტს შეუძლია რამდენიმე ანგარიშიდან ერთდროულად ამოიღოს ამონაწერი, ატვირთოს ისინი თავის საბუღალტრო პროგრამაში, ამონაწერის გვერდიდანვე ნახოს ტრანზაქციის დეტალები, ამოიღოს ქვითარი და ა.შ.
მობაილბანკის უპირატესობები - მობაილბანკით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ბიზნესს, როგორც კომპანიას, ისე ბიზნეს ფიზიკურ პირს (მაგ ინდ მეწარმეს). ასევე შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე მიმღებთან (შაბლონთან) გადარიცხვა და რამდენიმე მომხმარებლის დამახსოვრება/გადართვა - მაგალითად, ბუღალტერს, რომელიც 5 კომპანიას ემსახურება, შეუძლია ხუთივე დაიმახსოვროს ტელეფონში და ანგარიშებს შორის მარტივად გადართოს.
ინტერნეტ ბანკის უპირატესობები - უფრო კომფორტულია რთული ოპერაციების შესასრულებლად, როგორიცაა ხელფასების გადარიცხვა, კომპანიის KYC განახლება, ამონაწერი და ა.შ.
“თეგეტა ჰოლდინგმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 30 მილიონი ევროს მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, მე-4 და ბოლო ტრანშის სახით, 10 მილიონი აშშ დოლარის, 2-წლიანი, საჯარო ობლ...
თიბისი კაპიტალის გუნდმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს, უკვე ტრადიციულად, მიმდინარე აქტუალური მაკროეკონომიკური და სექტორული განახლებები წარუდგინა. ამჯერად შეხვედრის მთავარ ფოკუსში მოექცა მსოფლიო ეკ...
ახალი თაობა ქმნის ახალ დღეს, ახალ მომავალს, ახალ ისტორიას, ამ გზაზე კი მათი ხელშეწყობა და განათლების მიღების ხელმისაწვდომობა თიბისისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტია. თიბისი კამპუსი განათლების მი...
„ჩვენი ძალა, ჩვენი პლანეტა“ – „დედამიწის დღე 2025“-ის მთავარი გზავნილის გარშემო წელს 193 ქვეყანა ერთიანდება. გარემოსდაცვით ღონისძიებაში უკვე ტრადიციულად ერთვება „თ...
კომპანია „ფენიქსი - პროექტირების მენეჯმენტი“, რომლის ძირითადი საქმიანობა სამშენებლო მასალების იმპორტსა და სამონტაჟო სამუშაოებს მოიცავს, გაფართოვდა. თიბისის მხარდაჭერით, კომპანიამ ...
თიბისი კაპიტალმა ლარი/ევრო/დოლარის ბიზნეს სტრატეგია გამოაქვეყნა, რაც სადღეისოდ, საერთაშორისო მასშტაბით მიმდინარე მოვლენების ფონზე კიდევ უფრო აქტუალურია. დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო...
საირმეში, ისტორიული პროექტის, „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ფარგლებში, სსიპ „ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოსთან“ ერთად, დათევზიანების პირველი ეტაპი დასრულდა. მდინარე წაბ...
აპრილი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები