თიბისი მწარე პოდკასტის მხარდამჭერი გახდა...
შემეცნებითი პოდკასტების სერია - მწარე პოდკასტი / Bitter Podcast, რომელსაც ისტორიკოსი ნიკა ხოფერია უძღვება, 4 წელზე მეტია ისტორიის მოყვარულებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და მრავალრიცხოვანი აუდი...
|
13 თებერვალს, Svaneti Freeride Week Junior-ის ერთვარსკვლავიანი ტურნირით, სვანეთის ფრირაიდ კვირეული ოფიციალურად დაიწყო. ზედიზედ მეორე წელია, თიბისი ახალგაზრდა ქართველი ფრირაიდერების აქტიური მხარდამჭერი და გულშემატკივარია.
შეჯიბრება ზურულდის მთაზე გაიმართა და მასში მონაწილეობა 3 ასაკობრივი კატეგორიის ახალგაზრდა სპორტსმენებმა მიიღეს.
გამარჯვებულებისა და პრიზიორების დაჯილდოება მესტიის პარკში მოწყობილ სპორტულ სოფელში გაიმართა. ახალგაზრდა სპორტსმენებს მედლები და პრიზები გადაეცათ. შეჯიბრებას, სპორტულ სოფელში დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე, თვალს ადევნებდნენ ზამთრის სპორტის მოყვარულები და გულშემატკივრები. ამასთან, ყველას ჰქონდა საშუალება, გაცნობოდნენ ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთ პროდუქციას და დაეგემოვნებინათ სვანური სამზარეულოს კერძები.
Svaneti Freeride Week Junior-ის გამარჯვებულები და პრიზიორები გახდნენ:
U14 სნოუბორდი: დემეტრე იოსელიანი (ოქრო)
U14 თხილამური: ნიკოლოზ გვარლიანი (ოქრო) ალექსანდრე მეტრეველი (ვერცხლი) ალექსანდრე ხერგიანი (ბრინჯაო)
U16 თხილამური: რეზი ჯაფარიძე (ოქრო) ნიკოლოზ ნაკანი (ვერცხლი)
U18 თხილამური: საბა მჭედლიანი (ოქრო) რეზი ჭეხანი (ვერცხლი) დათუნა რატიანი (ბრინჯაო)
|
ფრირაიდის კვირეულმა ახალგაზრდა ქართველ სპორტსმენებს მისცა საშუალება თავი გამოეჩინათ მსოფლიო მასშტაბის ტურნირზე. ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარება, ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდაჭერა და მათი პროფესიული კარიერის განვითარებაზე ზრუნვა, თიბისის პრიორიტეტების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხაზია. სასიამოვნოა იმის ნახვა, რომ ყოველწლიურად იზრდება მასშტაბი, დაინტერესება და ტურნირში მონაწილეთა რაოდენობა.
წელს, ზამთრის სპორტის მხარდაჭერას თიბისი გუდაურში გააგრძელებს. 20 მარტს, Freeride Week Junior-ის მომდევნო ეტაპი გაიმართება.
შემეცნებითი პოდკასტების სერია - მწარე პოდკასტი / Bitter Podcast, რომელსაც ისტორიკოსი ნიკა ხოფერია უძღვება, 4 წელზე მეტია ისტორიის მოყვარულებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და მრავალრიცხოვანი აუდი...
ინვესტირებისას, ხშრიად ყველაზე რთული, პირველი ნაბიჯის გადადგმაა, როდესაც არ იცი საიდან დაიწყო. სწორედ ამიტომ, თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას ინოვაციური პროდუქტი - სმარტ პორტფელები დაემა...
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის გალერეა, 22 მარტიდან წარმოგიდგენთ კოტე სულაბერიძის პერსონალურ გამოფენას „ჩემი კავკასიონი”. გამოფენა მხატვრის 1990-იანი წლებიდან დღემდე ...
თიბისიმ Amazon Web Services-სთან ერთად, საქართველოში ყველაზე მასშტაბური AWS GameDay გამართა, რომელიც არის კომპანიის ფარგლებში ჩატარებული პირველი შიდა GameDay და მასში თიბისი ჯგუფის DevOps ინჟინრები დ...
„თეგეტა მოტორსი“ მომსახურების ხელმისაწვდომობას ზრდის და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსებისა და კომერციული ავტოტრანსპორტის მფლობელებს მობილური ჯგუფის სერვისს სთავაზობს. კომპანიის გან...
თიბისი ვაჭრობის დაფინანსების ინდუსტრიაში წამყვანი საერთაშორისო მედია კომპანიის - Global Trade Review-ის ვაჭრობის ლიდერების ჯილდოს ფინალისტია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული ბანკი აღნიშნულ ჯილ...
„დაფნა“ ეს არის მინიმალისტურ კონცეფციაზე დაფუძნებული კაფე, სადაც არატრადიციულ გარემოში ქართული სამზარეულოა მოქცეული. მისი ისტორია 2017 წლიდან იწყება და დღემდე ქალაქში, გამორჩეულ თავშეყრის...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები