2 3 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-ის საუკეთესო დილერის სტატუსს ინარჩუნებს

„ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედეგები  კომპანიის ოთხივე წარმომადგენლობის მიღწევების მიხედვით შეჯამდა. საქართველო, სომხეთი, უზბეკეთი და აზერბაიჯანი - კომპანიამ ოთხივე ქვეყანაში დაამტკიცა, რომ ოპერაციები მაქსიმალურად გამართულია და შვედურ სტანდარტებს სრულად შეესაბამება. ღონისძიება მაროკოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან საიმპერატორო ქალაქ მარაქეშში გაიმართა.

რუსუდან გრძელიძე „ვოლვო ქარ კავკასიის“ კომერციული დირექტორი: ჩვენთვის ძალიან საამაყოა ის მიღწევები და აღიარებ, რომელიც მაროკოში მივიღეთ. ჩვენივე რეკორდი გავაუმჯობესეთ და Excellence Club-ის ჯილდო კიდევ ერთხელ მოვიპოვეთ. ბაზრის წილის და გაყიდვების ზრდა, მომხმარებელზე ორიენტირებული მრავალფეროანი სერვისი, სიახლეების დანერგვა და Volvo Cars-ის გლობალური სტანდარტების შესრულება - შარშანდლის მსგავსად, წელსაც 30-მდე კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოგვიწია, თუმცა აღსანიშნავია, რომ მეტი იყო კონკურენტების რაოდენობა.

„ვოლვო ქარ კავკასია“ რეგიონული წარმომადგენლობაა და, შესაბამისად, ჩვენი კომპანიის წარმატება თითოეული ქვეყნის მიღწევებზეა დამოკიდებული. სირთულეები ყველა ქვეყანაში იყო, თუმცა ახალ, 2025 წელს საუკეთესო შედეგებითა და სამომავლო გეგმებით შევხვდით, რაც მაროკოში შეკრებილ Volvo Cars-ის წარმომადგენლებს სრულად გავუზიარეთ. ზედიზედ მესამედ Excellence Club-ის ჯილდოს მოპოვება, ცხადია, ჩვენი გუნდის და რეგიონული პარტნიორების დამსახურებაა, რაც კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევს, რომ საუკეთესოს სტატუსი შევინარჩუნოთ“.

Volvo Cars EMEA-ის პირველი დღე გამოცდილების გაზიარებას, ახალ ტექნოლოგიურ მიღწევებზე საუბარს, მსოფლიო ტენდენციებსა და Volvo Cars-ის სამომავლო გეგმებს დაეთმო. მეორე დღე კი სრულად დაჯილდოების ცერემონიას მიეძღვნა. Volvo Cars EMEA-ს ღონისძიება მერვედ გაიმართა, აქედან სამჯერ ბიზნესკონფერენციის ფოკუსში სწორედ „ვოლვო ქარ კავკასია“ იყო.

პოზიციების დათმობას „ვოლვო ქარ კავკასია“ არც მიმდინარე, 2025 წელს აპირებს. უახლოეს გეგმებშია სამოდელო რიგის გაფართოება. მათ შორის არის EX90, ES90, განახლებული XC60, რომელიც ბაზრებს ეტაპობრივად მიეწოდება.

ზაფხულისთვის ყველაზე უსაფრთხო ავტომობილის მოყვარულებს კიდევ ერთი სიახლე ელოდებათ. უნივერსიტეტის ქუჩის №6-ში მდებარე ულტრათანამედროვე შოურუმში მათ 7 მგზავრზე გათვლილი SUV, სრულად ელექტრული EX90 დახვდებათ.

ვითარდება წარმომადგენლობები მეზობელ ქვეყნებშიც. თბილისის შემდეგ Volvo Retail Experience კონცეფციით შოურუმი და მომსახურების ცენტრი იქნება ბაქოშიც. გახსნის ოფიციალური ცერემონია მაისში იგეგმება.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ კავკასია“ 2019 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და შვედური ბრენდის „ვოლვოს“ ოფიციალური იმპორტიორია ამიერკავკასიასა და შუა აზიაში. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური მომწოდებელია საქართველოში, უზბეკეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

„ვოლვო ქარ კავკასია“ მომხმარებელს  SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს. მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით დისტანციურად შეაფასოს  და კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ კავკასია“ უზრუნველყოფს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    თიბისი მწარე პოდკასტის მხარდამჭერი გახდა...

    შემეცნებითი პოდკასტების სერია - მწარე პოდკასტი / Bitter Podcast, რომელსაც ისტორიკოსი ნიკა ხოფერია უძღვება, 4 წელზე მეტია ისტორიის მოყვარულებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და მრავალრიცხოვანი აუდი...

  • 12:23

    თიბისის მობაილბანკში სიახლეა - გაიგე, რომელია შენს...

    ინვესტირებისას, ხშრიად ყველაზე რთული, პირველი ნაბიჯის გადადგმაა, როდესაც არ იცი საიდან დაიწყო. სწორედ ამიტომ, თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას ინოვაციური პროდუქტი - სმარტ პორტფელები დაემა...

  • 12:20

    კოტე სულაბერიძე - ჩემი კავკასიონი...

    თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის გალერეა, 22  მარტიდან წარმოგიდგენთ კოტე სულაბერიძის პერსონალურ გამოფენას „ჩემი კავკასიონი”.  გამოფენა მხატვრის 1990-იანი წლებიდან დღემდე ...

  • 11:20

    AWS GameDay - თიბისი IT აკადემიისა და AWS-ს ერთობლ...

    თიბისიმ Amazon Web Services-სთან ერთად, საქართველოში ყველაზე მასშტაბური AWS GameDay გამართა, რომელიც არის კომპანიის ფარგლებში ჩატარებული პირველი შიდა GameDay და მასში თიბისი ჯგუფის DevOps ინჟინრები დ...

  • 11:15

    „თეგეტა მოტორსის“ მობილური ჯგუფი სატვირთოების, ავტ...

    „თეგეტა მოტორსი“ მომსახურების ხელმისაწვდომობას ზრდის და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსებისა და კომერციული ავტოტრანსპორტის მფლობელებს მობილური ჯგუფის სერვისს სთავაზობს. კომპანიის გან...

  • 11:58

    თიბისი Global Trade Review-ს ჯილდოს ფინალისტია ნომ...

    თიბისი ვაჭრობის დაფინანსების ინდუსტრიაში წამყვანი საერთაშორისო მედია კომპანიის - Global Trade Review-ის ვაჭრობის ლიდერების ჯილდოს ფინალისტია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული ბანკი აღნიშნულ ჯილ...

  • 11:44

    „დაფნა“ — მინიმალისტური კაფე თბილისისა და ბათუმში,...

    „დაფნა“ ეს არის მინიმალისტურ კონცეფციაზე დაფუძნებული კაფე, სადაც არატრადიციულ გარემოში ქართული სამზარეულოა მოქცეული. მისი ისტორია 2017 წლიდან იწყება და დღემდე ქალაქში, გამორჩეულ თავშეყრის...