მიიღეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი მხოლოდ თიბ...
მომხმარებლების ყოველდღიური საბანკო ოპერაციების კიდევ უფრო გასამარტივებლად, თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკს კონვერტაციის კურსის შეთანხმების ფუნქციონალი დაემატა. ახალი ფუნქციონ...
|
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ავტომობილის ისეთ დეტალებს, როგორებიცაა საბურავები, აკუმულატორი, საცხებ-საპოხი მასალები, ფილტრები, გაგრილებისა და სამუხრუჭე სისტემები. ყველა ამ პროდუქტის სრული ასორტიმენტის შეძენას „თეგეტა მოტორსის“ონლაინმაღაზიასა და ფილიალებში 27 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით მომხმარებელი სპეციალური ფასდაკლებით შეძლებს. გარდა ამისა, „თეგეტა“მძღოლებს სავალი ნაწილის უფასოდ დათვალიერებასაც სთავაზობს.
ტემპერატურის მატებასთან ერთად, პირველ რიგში, საბურავების მდგომარეობა უნდა გადამოწმდეს, რადგან ეს ავტომობილის ერთადერთი დეტალია, რომელსაც სეზონურობა ახასიათებს. ამიტომ, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 7 გრადუსს გადააჭარბებს, უსაფრთხოდ მგზავრობისთვის ზამთრის საბურავები ზაფხულის საბურავებით უნდა ჩანაცვლდეს. ზაფხულის საბურავის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები სიცხეში უკეთესი მოჭიდებით გამოირჩევა და როგორც სველ, ისე მშრალ გზებზე ძალიან საიმედოა. Tegeta Shop-ში საბურავების სრულ ასორტიმენტზე 25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს, ხოლო ფილიალებში - გაორმაგებული ქეშბექი. შესაძლებელია, სასურველი საბურავის შერჩევა პრემიუმბრენდებიდან: Continental, Bridgestone, Michelin, Petlas, Pirelli და სხვა.
ზაფხულისთვის ავტომობილის მომზადება აკუმულატორის მდგომარეობის შემოწმებასა და,საჭიროების შემთხვევაში, მის შეცვლასაც გულისხმობს, რადგან ზამთარში ძრავის დაქოქვას უფრო დიდი ენერგია სჭირდება და შესაბამისად, ავტომობილი აკუმულატორის მეტ რესურსს მოიხმარს. თეგეტას ფილიალებსა და ონლაინმაღაზიებში აკუმულატორების შეძენა 25%-იანი ფასდაკლებითაა შესაძლებელი. „თეგეტაში“ წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის ევროპული და ამერიკული აკუმულატორები, მათ შორის Varta, Energizer, Exide.
საცხებ-საპოხი მასალები, მაგალითად, ძრავის ზეთი, სეზონურობით არ გამოირჩევა, ის ნებისმიერ სეზონზე უნდა შეიცვალოს გარბენის გათვალისწინებით, მწარმოებლის რეკომენდაციების მიხედვით. თუმცა აქვე გასათვალისწინებელია, რომ ზამთარში ძრავამაღალი დატვირთვით მუშაობს და ზეთს რესურსი უფრო მალე ეწურება. ძრავის ზეთის შემოწმება და შეცვლა „თეგეტა მოტორსშია“ შესაძლებელი, სადაც ზეთების სრულ ასორტიმენტზე 25%-იანი ფასდაკლებამოქმედებს. ონლაინმაღაზიასა და ფილიალებში წარმოდგენილია მაღალი ხარისხის ბრენდები - Mobil, Motul, Shell, Petronas და სხვა.
რაც შეეხება სხვა დეტალებს, რომლებიც თბილი სეზონის მოახლოებასთან ერთად უნდა გადამოწმდეს, ეს არის ფრეონის დონე გაგრილების სისტემაში, ჰაერისა და სალონის ფილტრები, სამუხრუჭე დისკები, ხუნდები და სამუხრუჭე სითხე. „თეგეტა მოტორსში“ ავტონაწილების სრულ ასორტიმენტზე 25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს, ხოლო სერვისის სრულ ასორტიმენტზე - 20%-იანი. ავტომობილის შემოწმებასა და საჭირო ავტონაწილების შერჩევაში მომხმარებლებს „თეგეტას“ სპეციალისტები დაეხმარებიან.
___
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგშიშემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
მომხმარებლების ყოველდღიური საბანკო ოპერაციების კიდევ უფრო გასამარტივებლად, თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკს კონვერტაციის კურსის შეთანხმების ფუნქციონალი დაემატა. ახალი ფუნქციონ...
ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებული ინდიკატორები და სებ-ის მიერ სავალუტო რეზერვების უკვე უფრო მოცულობითი შევსება გლობალურად მომატებული გაურკვევლობის ფონზე გლობალურად მომატებული გაურკვევლობა. აშშ-...
· Tegeta Construction Equipment-ის სერვისცენტრი საუკეთესო პრაქტიკის მაგალითად დასახელდა ბრიტანულმა კომპანიამ JCB-მ დაარსებიდან 80 წლის აღსანიშნა...
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის სხვადასხვა სეგმენტის მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკმა, პარტნიორ კომაპანიებთან თანამშრომლობით, სტუმარმასპინძლობის სექტორში მომუშავე ბიზნესმომხმა...
მსოფლიო საავტომობილო სექტორში ელექტრომობილებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ტენდეციის საპასუხოდ, „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს სრულად ელექტრულ EX30-ზე უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობ...
· ახალი Porsche 911 GT3 Weissach მოდულით ნიურბურგრინგ ნორდშლაიფის ტრასაზე მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სერიული მანქანების რეკორდსმე...
თიბისი კამპუსი უნივერსიტეტისგან განსხვავებული სივრცეა, სადაც სტუდენტები ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ და კამპუსის ონლაინ კურსების დასრულების შემდეგ,...
აპრილი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები