Porsche 911 GT3-ის ახალი რეკორდი ნიურბურგრინგის ტრ...
· ახალი Porsche 911 GT3 Weissach მოდულით ნიურბურგრინგ ნორდშლაიფის ტრასაზე მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სერიული მანქანების რეკორდსმენია &...
|
. ინოვაციური საავტომობილო ბრენდისოფიციალურმა ლიდერმა Tegeta Cars-მა საწყის ეტაპზე ბრენდის ყველაზე ცნობილი მოდელი - Geely Coolray წარადგინა
. Geely Coolray-ს შესაძლებლობები პირველად მედიის წარმომადგენლებმა შეაფასეს
Tegeta Cars-მა ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდი, Geely Auto წარადგინა.პრეზენტაცია მედიის წარმომადგენლებისთვის სასტუმრო Moxy-ში გაიმართა და სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, Geely Auto-ს გამორჩეულიმოდელი - Geely Coolray პირველებს შეეფასებინათ.
ქართულ ბაზარზე ახლად შემოსული ავტომობილი პრეზენტაციის სტუმრებს „Geely Sakartvelo“-ს დირექტორმა გაგა კოხრეიძემ და კომპანიის კომერციულმა დირექტორმა გიორგი შაქარაშვილმა წარუდგინეს. მათ ღონისძიების სტუმრებს დეტალურად გააცნეს ბრენდის ისტორია, Geely Coolray-ს მახასიათებლები, შესაძლებლობები და ინოვაციურ-ტექნიკური უპირატესობები. საღამოს დასასრულს ღონისძიების მხარდამჭერმა სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“ პრეზენტაციის სტუმრებისთვის ავტომანქანის მოსავლელი კომპლექტი: ავტობოქსები გაათამაშა.
გიორგი შაქარაშვილი,- Geely Sakartvelo-ს კომერციული დირექტორი: „ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ შესაძლებლობა გვაქვს ქართველ მომხმარებლებს სრულიად ახალი, ინოვაციური ბრენდი წარვუდგინოთ. Geely Auto არის გიგანტი ავტომწარმოებელი, რომელიცაწარმოებს ავტომობილებს სხვადასხვა კატეგორიაში, როგორებიცაა სედანი, ჰეჩბეკი, საშუალო და დიდი ზომის SUV-ები.
Geely-ს მარკის ავტომობილები გამოირჩევა აწყობის ხარისხით, ხელმისაწვდომობითა და გამოხატული ხასიათით, რომელსაც ავტომობილის საჭესთან პირველი შეხებისთანავე შეიგრძნობს მომხმარებელი. მოხარულები ვართ, რომ უკვე ქართველ მომხმარებლებსაც აქვთ საშუალება, მიიღონ Geely Coolray-ს მართვის გამოცდილება და აღმოაჩინონ ავტომობილის შთამბეჭდავი შესაძლებლობები“.
Geely Holding ჩინური მრავალეროვნული საავტომობილო ბრენდია, რომელიც ჩინეთში მეშვიდე ადგილს იკავებს უმსხვილეს ავტომწარმოებლებს შორის. Geely Auto-ს ბრენდის ქვეშ 8 ავტომობილია გაერთიანებული. მათ შორის ყველაზე პოპულარულია Geely Coolray. ბრენდის ავტომობილები გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით გამოირჩევა.
Geely Coolray, რომელიც ბრენდის პირველი ავტომობილია ქართულ ბაზარზე, მძღოლის დამხმარე სისტემებითა და უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. მას 1.5 მოცულობის, 172 ცხენის ძალის ოთხცილინდრიანი ძრავა და 190 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარე აქვს. ავტომობილი გამოირჩევა კომფორტული ინტერიერითა და ინოვაციური მახასიათებლებით: ბრმა ზონის მართვის ფუნქცია, ადაპტიური კრუიზ კონტროლი, პანორამული სახურავი, 360-გრადუსიანი კამერა, პარკირების ავტომატური სისტემა და სხვა.
გიორგი შაქარაშვილი, Geely Sakartvelo-ს კომერციული დირექტორი: „Geely Holding Group“ 1986 წელს დაარსდა, ხოლო საავტომობილო ინდუსტრიაში მან 1997 წლიდან შეაბიჯა. მას შემდეგ კომპანიის ისტორიაში არაერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი შეგვიძლია გამოვყოთ. მათ შორის ყველაზე აღსანიშნავია ბრენდის მიერ Volvo Cars-ის შეძენა, რამაც ბევრი რამ შეცვალა ავტოინდუსტრიაში. გარდა Volvo Cars -ისა, Geely Group აერთიანებს ისეთ ავტომწარმოებლებს, როგორებიცაა Smart, Polestar, Lynk & Co, Zeekr, Lotus და ა.შ.“
Geely Auto-ს ქართველი მომხმარებლებისთვის ოფიციალურ წარდგენამდე, სოციალურ ქსელში ბრენდის თიზინგ კამპანია გავრცელდა. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პიქსელური ვიზუალები, რომლებზეც ავტომობილის ბრენდირება დაფარული იყო და მომხმარებელს, ქალაქში განსაკუთრებული სიახლის მოლოდინს უქმნიდა. ბანერები სხვადასხვა საინფორმაციო პლატფორმებმა სოციალურ ქსელშიგანათავსეს.
Geely Auto-ს მთავარი მახასიათებლები ინდუსტრიაში უახლესი მიდგომებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაა, რაც უპირველესად წიაღისეული საწვავიდან ახალ ენერგიაზე გადასვლას გულისხმობს.
კომპანიის მიერ 2022 წელს გამოქვეყნებულიანგარიშის თანახმად, Geely Auto-მ 2020 წელთან შედარებით ნახშირბადის გამონაბოლქვი ერთ ავტომობილზე 8,1%-ით შეამცირა, ახალ ენერგიაზე მომუშავე მოდელების გაყიდვებში კი წლიური 300%-იანი ზრდა აჩვენა. 2022 წელს Geely-ს 9 სატრანსპორტო ქარხანას ეკომეგობრული საწარმოების სტატუსი - "National Green Factory" მიენიჭა.
ამავე ანგარიშის თანახმად, Geely Auto-მ აიღო ვალდებულება, რომ 2025 წლისთვის ნახშირბადის გამონაბოლქვს თითოეულ ავტომობილზე 25%-ზე მეტით შეამცირებს, ხოლო 2045 წლისთვის ნახშირბადნეიტრალური გახდება.
Tegeta Cars გეგმავს, რომ Geely Coolray-ს შემდეგ,ბრენდის სხვა ავტომობილებთან ერთად, Geely-ის ელექტრომობილებიც შემოიტანოს ქართულ ბაზარზე.
· ახალი Porsche 911 GT3 Weissach მოდულით ნიურბურგრინგ ნორდშლაიფის ტრასაზე მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სერიული მანქანების რეკორდსმენია &...
თიბისი კამპუსი უნივერსიტეტისგან განსხვავებული სივრცეა, სადაც სტუდენტები ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ და კამპუსის ონლაინ კურსების დასრულების შემდეგ,...
თიბისიში ბიზნესსესხის აღების პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა. დღეიდან, ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, სესხი 2 წუთში, ბიზნეს ინტერნეტ ან მობაილბანკიდან აიღონ და ამისათვის დამატებითი პროცე...
კურასეპტი PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორი და ევროპაში პირის ღრუს მოვლის „ოქროს სტანდარტად“ აღიარებული იტალიური ბრენდია. ყოველწლიურად PSP-სა და კურასეპტის პარტნიორობით სპეციალისტებისთვის - სტო...
თიბისისთვის განათლება მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა და ამ გზაზე ახალი თაობის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. წელს თიბისი საგანმანათლებლო ფონდ „ვიზიონერის“ პარტნიორი ...
გაზაფხულზე მუსიკის მოყვარულებს თბილისში 7 განსაკუთრებული საღამო ელოდებათ. ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც წელს მეათედ გაიმართება, მსმენელს მრავალფეროვან ...
9 წლის წინ ადგილობრივ ბაზარზე აზიური სამზარეულოს რესტორანი „ბანგკოკი“ გამოჩნდა, რომელსაც ქართულ გემოებთან ადაპტირებული მენიუ გამოარჩევს. ერთი მხრივ, მიზანი აზიური კერძების პოპულარიზაცია ი...
აპრილი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები