0 2 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისიმ და FMO-მ ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად 30 მილიონი აშშ დოლარის საგარანტიო ხელშეკრულება გააფორმეს

 

თიბისიმ და FMO-მ 30 მილიონი აშშ დოლარის საგარანტიო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. აღნიშნული საგარანტიო რესურსი FMO-სა და ევროკომისიის  ერთობლივი ინოვაციური პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას დაფინანსების ხელმისაწვდომობის  გაზრდის გზით.

აღნიშნული საგარანტიო რესურსი, თიბისის, როგორც MSME სეგმენტის წამყვანი პარტნიორი ბანკის, შესაძლებლობებს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და ხელს შეუწყობს ქვეყნის ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას. 

„მოხარულები ვართ რომ FMO-სა და თიბისის სტრატეგიული პარტნიორობა მორიგი წარმატებული ტრანზაქციით გრძელდება. თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა და მოზიდული საგარანტიო რესურსიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ მხარი დავუჭიროთ ადგილობრივი ბიზნესების განვითარებას, განსაკუთრებული ფოკუსით - ქალ მეწარმეებზე, სტარტაპებსა და რეგიონებზე, რომლებსაც დაფინანსების ხელმისაწვდომობაზე ყველაზე მეტი გამოწვევა აქვთ. ამ გზით, გავაძლიერებთ მათ კონკურენტუნარიანობას და ხელს შევუწყობთ ქვეყნის მდგრად განვითარებას“- ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

„თიბისისა და FMO-ს სტრატეგიული პარტნიორობა 2008 წლიდან იღებს სათავეს. მადლიერები ვართ, რომ თიბისიმგამოთქვა სასესხო გარანტიის ფარგლებში FMO-თანთანამშრომლობის მზაობა. ვფიქრობთ, რომ თიბისის,როგორც საქართველოში უმსხვილესი ბანკის მხრიდანსაგარანტიო რესურსის დანერგვა, გაზრდის  ქვეყნის ფინანსურ ინკლუზიურობას, რაც სრულ თანხვედრაშია FMO-ს სტრატეგიასთან“ - ხუან ხოსე დადა ორტიზი, FMO-ს ფინანსური ინსტიტუტების დირექტორი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს- news - FMO signs USD 30 mln Nasira agreement with TBC Bank Georgia - FMO

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    თიბისი მწარე პოდკასტის მხარდამჭერი გახდა...

    შემეცნებითი პოდკასტების სერია - მწარე პოდკასტი / Bitter Podcast, რომელსაც ისტორიკოსი ნიკა ხოფერია უძღვება, 4 წელზე მეტია ისტორიის მოყვარულებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და მრავალრიცხოვანი აუდი...

  • 12:23

    თიბისის მობაილბანკში სიახლეა - გაიგე, რომელია შენს...

    ინვესტირებისას, ხშრიად ყველაზე რთული, პირველი ნაბიჯის გადადგმაა, როდესაც არ იცი საიდან დაიწყო. სწორედ ამიტომ, თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას ინოვაციური პროდუქტი - სმარტ პორტფელები დაემა...

  • 12:20

    კოტე სულაბერიძე - ჩემი კავკასიონი...

    თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის გალერეა, 22  მარტიდან წარმოგიდგენთ კოტე სულაბერიძის პერსონალურ გამოფენას „ჩემი კავკასიონი”.  გამოფენა მხატვრის 1990-იანი წლებიდან დღემდე ...

  • 11:20

    AWS GameDay - თიბისი IT აკადემიისა და AWS-ს ერთობლ...

    თიბისიმ Amazon Web Services-სთან ერთად, საქართველოში ყველაზე მასშტაბური AWS GameDay გამართა, რომელიც არის კომპანიის ფარგლებში ჩატარებული პირველი შიდა GameDay და მასში თიბისი ჯგუფის DevOps ინჟინრები დ...

  • 11:15

    „თეგეტა მოტორსის“ მობილური ჯგუფი სატვირთოების, ავტ...

    „თეგეტა მოტორსი“ მომსახურების ხელმისაწვდომობას ზრდის და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსებისა და კომერციული ავტოტრანსპორტის მფლობელებს მობილური ჯგუფის სერვისს სთავაზობს. კომპანიის გან...

  • 11:58

    თიბისი Global Trade Review-ს ჯილდოს ფინალისტია ნომ...

    თიბისი ვაჭრობის დაფინანსების ინდუსტრიაში წამყვანი საერთაშორისო მედია კომპანიის - Global Trade Review-ის ვაჭრობის ლიდერების ჯილდოს ფინალისტია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული ბანკი აღნიშნულ ჯილ...

  • 11:44

    „დაფნა“ — მინიმალისტური კაფე თბილისისა და ბათუმში,...

    „დაფნა“ ეს არის მინიმალისტურ კონცეფციაზე დაფუძნებული კაფე, სადაც არატრადიციულ გარემოში ქართული სამზარეულოა მოქცეული. მისი ისტორია 2017 წლიდან იწყება და დღემდე ქალაქში, გამორჩეულ თავშეყრის...