2 2 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოში MARINI-ს 2 ასფალტის ქარხანა აეწყო - იტალიურ ბრენდს „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს

თანამედროვე ტექნოლოგიები, უმაღლესი ევროსტანდარტი და გარემოზე ზემოქმედების დაბალი კოეფიციენტი - ეს MARINI-ა, საერთაშორისო იტალიური ბრენდი ინდუსტრიული ტექნიკის წარმოების მიმართულებით. მსოფლიო ლიდერ ბრენდს საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ქონსთრაქშენ მეშინერი ჯორჯია“ (CMG) წარმოადგენს.

უმსხვილესი ფრანგული ჯგუფის ბრენდთან „ქონსთრაქშენ მეშინერი ჯორჯიამ“  ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გასულ წელს გააფორმა. ამავე წელს კომპანიამ Fayat Group-ის წევრი ბრენდის ორი სტაციონარული ასფალტის ქარხანა გაყიდა. ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის MARINI-ს ერთი ქარხანა, რომლის წარმადობა საათში 240 ტონაა, ქუთაისში აეწყო, 160 ტონა წარმადობის ქარხანა კი - მარნეულში.

ნიკა აბესაძე, „ქონსთრაქშენ მეშინერი ჯორჯიას“ დირექტორი: „მსოფლიო ბრენდის MARINI-ს ქარხნის ჩამოტანაზე, აწყობაზე, სატესტო რეჟიმში გაშვებასა და შემდგომ უკვე საგარანტიო მხარდაჭერაზე მთლიანად ჩვენ ვართ პასუხისმგებელი. პროცესი, საშუალოდ, 2-3 კვირა გრძელდება. საქმე ეხება, ჯამში, 15-20 მეტრი სიმაღლის დიდი კონსტრუქციების აგებას, რა დროსაც თითოეულ პატარა დეტალს უნდა მიექცეს ყურადღება. ამ მიმართულებით „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი უპირატესობა კონკურენტული ფასი, უმაღლესი ხარისხი, მოწოდების ხელსაყრელი პირობები და სათადარიგო ნაწილების ძალიან კარგი სასაწყობე ნაშთია. მთავარია ისიც, რომ გვყავს დატრენინგებული სერვისპერსონალი, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალია“.

MARINI მსოფლიო მასშტაბით მოწინავე ადგილს იკავებს ასფალტისა და ცივი ასფალტის წარმოების, ასევე, ემულსიისა და პოლიმერული ბიტუმის ქარხნების მიმართულებით. ბრენდის ტექნიკა გამოირჩევა გარემოზე ნაკლები ზემოქმედებით და პასუხობს ინდუსტრიაში არსებულ ყველა გამოწვევას - არ აქვს დიდი რაოდენობის გამონაბოლქვი და არ იწვევს ზედმეტ ხმაურს.

ნიკა აბესაძე, „ქონსთრაქშენ მეშინერი ჯორჯიას“ დირექტორი:  „ბიზნესისთვის ახალი ასფალტის ქარხანა ნიშნავს შემცირებულ საოპერაციო დანახარჯს. ერთიანად, რა თქმა უნდა, დიდი ინვესტიციაა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში - მოგებიანი. კომპანიები, რომლებიც მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობენ, არიან ასფალტის მომწოდებლები ან თავად აგებენ ასფალტს, აცნობიერებენ, რომ ახალი ქარხნის შეძენის შემდეგ წარმოების დროს ძალიან ზუსტია ოპერაციული ხარჯები და გამორიცხულია ზედმეტი დანახარჯი. გარდა ამისა, ახალი ასფალტის ქარხანა ნაკლებ საწვავს მოიხმარს, რაც ბიზნესს თვითღირებულებას უმცირებს“.

სტაციონარული ასფალტის ქარხნების რეალიზაციის გარდა, „ქონსთრაქშენ მეშინერი ჯორჯიას“ (CMG) MARINI-ს ბრენდის მიმართულებით სხვა წარმატებებიც ჰქონდა - 2022 წელს გაიყიდა მოდიფიცირებული ბიტუმის საწარმო და ბიტუმის რამდენიმე ავზი.

კომპანიის დირექტორი ნიკა აბესაძე ვარაუდობს, რომ 2023 წელი კიდევ უფრო აქტიური და წარმატებული იქნება, რადგან ქვეყანა ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ემზადება, რომელთა განხორციელებაში უმნიშვნელოვანესია „თეგეტა ჰოლდინგის“ როლი, რომელიც საჭირო ტექნიკით უზრუნველყოფს ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 09:47

    მიზანი 100%-ით შესრულდა - ბორჯღალოსნები მსოფლიო თა...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ესპანეთთან გამარჯვებით დაასრულა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალისა და ფინალის მასპინძლობის უფლებაც მოიპ...

  • 15:28

    თიბისის მხარდაჭერით, Svaneti Freeride Week Junior ...

    13 თებერვალს, Svaneti Freeride Week Junior-ის ერთვარსკვლავიანი ტურნირით, სვანეთის ფრირაიდ კვირეული ოფიციალურად დაიწყო. ზედიზედ მეორე წელია, თიბისი ახალგაზრდა ქართველი ფრირაიდერების აქტიური მხარდამჭერ...

  • 15:25

    ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წევრმა 8 ...

    ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წევრმა 8 კომპანიამ, თიბისის მხარდაჭერით, ინდოეთის ქალაქ მუმბაიში, საერთაშორისო გამოფენაში - MEWA INDIA 2025 მიიღო მონაწილეობა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდეს...

  • 10:40

    თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქო...

    თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს.   ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...