1 7 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ზამთრის ჯაზფესტივალი გაიმართება

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, წელს ჯაზფესტივალებს მეოთხე სეზონი, ზამთრის ფესტივალი „Winter Jazz“ დაემატა, რომელსაც გუდაური 24-25 თებერვალს უმასპინძლებს.

ორდღიანი ფესტივალი სასტუმრო „კარპე დიემსა“ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

წლევანდელ ფესტივალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 11 არტისტი სტუმრობს, რომლებიც ორი დღის განმავლობაში გუდაურში წარდგებიან. საფესტივალო პროგრამას, რომელსაც 14:000 საათზე გახსნის Soulidan, („Winter Jazz Gudauri” ფესტივალის მუსიკალური პროგრამის დირექტორი), გააგრძელებენ  ლეგენდარული ჰაუს არტისტები: Kenny Bobien, Josh Milan, Kaidi Tatham, Dj Spen, Greg Gauthier, Afshin. პირველ საფესტივალო დღეს, 22.00 საათზე, დაასრულებს ამერიკელი მუსიკოსი Scott Kinsey და მისი ვარსკვლავური ჯგუფი, პროექტით „We speak LUNIWAZ”, რომლებიც მსმენელს ჯო ზავინულის მუსიკას შესთავაზებენ.

25 თებერვალს საერთაშორისო ჯაზფესტივალს ჰაუს არტისტები დახურავენ.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ: tkt.ge

თიბისი კონცეპტის Visa ბარათის მფლობელებს ბილეთების შეძენისას, შესაძლებლობა გაქვთ, დაიბრუნოთ თანხის 25%.

*შეთავაზება ვრცელდება შემდეგ სადებეტო ბარათებზე: TBC Concept Visa Platinum, Visa Infinite, Visa Signature.

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „ისთერნფრომოუშენსი“

“Winter Jazz Gudauri” ფესტივალის მხარდამჭერია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ოფიციალური პარტნიორი მთის ტრასების სააგენტო.

სპონსორები: ვიზა, თიბისი კონცეპტი.

საინფორმაციო მხარდამჭერები: ტვ იმედი, რადიო ფორტუნა, ინტერნეტ ჟურნალი მარკეტერი, პალიტრა მედია ჰოლდინგი, სარეკლამო სააგენტო ალმა.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 09:47

    მიზანი 100%-ით შესრულდა - ბორჯღალოსნები მსოფლიო თა...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ესპანეთთან გამარჯვებით დაასრულა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალისა და ფინალის მასპინძლობის უფლებაც მოიპ...

  • 15:28

    თიბისის მხარდაჭერით, Svaneti Freeride Week Junior ...

    13 თებერვალს, Svaneti Freeride Week Junior-ის ერთვარსკვლავიანი ტურნირით, სვანეთის ფრირაიდ კვირეული ოფიციალურად დაიწყო. ზედიზედ მეორე წელია, თიბისი ახალგაზრდა ქართველი ფრირაიდერების აქტიური მხარდამჭერ...

  • 15:25

    ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წევრმა 8 ...

    ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წევრმა 8 კომპანიამ, თიბისის მხარდაჭერით, ინდოეთის ქალაქ მუმბაიში, საერთაშორისო გამოფენაში - MEWA INDIA 2025 მიიღო მონაწილეობა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდეს...

  • 10:40

    თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქო...

    თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს.   ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...