თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქო...
თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...
|
თიბისიში ყველაფერია ბიზნესისთვის, განვითარების რომელ ეტაპზეც არ უნდა იყოს კომპანია. დღეს გაგაცნობთ მრავალფეროვან სასესხო პროდუქტებს, რომელსაც თიბისი მცირე და საშუალო ბიზნესს და სტარტაპებს სთავაზობს.
თიბისის არსენალშია ბიზნესზე მორგებული სესხების სხვადასხვა ვარიანტი. საბრუნავი კაპიტალის, გაფართოებისა და ბიზნესის სხვადასხვა საჭიროების მხარდასაჭერად.
“საკმარისია ხედავდე იდეას” - ინოვაციური იდეის შემთხვევაში, რომლის მომგებიან ბიზნესად გადასაქცევად ფინანსური რესურსია საჭირო, თიბისი სტარტაპ სესხს გთავაზობთ, რომელიც გაიცემა სტარტაპებისთვის და არ მოითხოვება ქონებრივი უზრუნველყოფა, თანამონაწილეობა და გამოცდილება.
მთავარი კრიტერიუმი სესხის მისაღებად არის იდეა. თიბისიმ ინვაციური სტარტაპ იდეების დაფინანსება ერთი წლის წინ დაიწო და პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 18 სტარტაპი და ჯამში 2.5 მილიონ ლარამდეა გაცემული. თიბისი პირველი იყო, რომელმაც საქართველოში სტარტაპ ბიზნესის დაფინანსება დაიწყო.
თიბისიში ბიზნესებისთვის ყველა საჭირო პროდუქტია დანერგილი - ბიზნეს/აგრო სესხი, საკრედიტო ხაზი, ბიზნეს განვადება, ბიზნეს ოვერდრაფტი, საბანკო გარანტია, აკრედიტივი, ამ პროდუქტებთან ერთად ხელმისაწვდომია სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული სესხები - აწარმოე საქართველოში და შეღავათიანი აგრო-კრედიტი.
ბიზნეს/აგრო სესხი შეიძლება გაიცეს ნებისმიერი ბიზნეს მიზნობრიობით, ისევე როგორც სამომხმარებლო ან იპოთეკური მიზნობრიობით.
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ბიზნესი სესხის მისაღებად?
სესხის დამტკიცების პროცესში პირველ რიგში ყურადღება ექცევა რამდენად სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებულია ბიზნესი. ვაფასებთ პროექტის რისკიანობას, ყოველთვის ვცდილობთ მომხმარებელს მივცეთ რჩევები და გავუზიაროთ რომელ სექტორში, რა მოცულობით იქნება ინვესტიციების განხორცილება უმჯობესი მისი ბიზნესისთვის.
ბიზნეს სესხის აღების გამარტივებული პროცესები
თიბისიში დანერგილია ბიზნეს სესხის აღების გამარტივებული პროცესები. კლიენტებს შეუძლიათ დისტანციური მომსახურებით, ბანკში მისვლის გარეშე აიღონ სესხი. ამ შემთხვევაში ყველა საჭირო დასტური და ხელმოწერა დისტანციურად კეთდება.
ამასთან ერთად თიბისიმ ბიზნესისთვის დანერგა ვიდეო ვიზიტების პროცესი. თუკი სტანდარტული დაკრედიტების შემთხვევაში სავალდებულოა, ექსპერტმა ადგილზე შეამოწმოს ობიექტი და ასე გააკეთოს მისი ფინანსური ანალიზი, ვიდეო ვიზიტების პროცესი გულისხმობს ობიექტის დათვალიერებას ვიდეო ზარით, რაც ნაკლებ დროსა და რესურს მოითხოვს და ამარტივებს სესხის აღების პროცესს.
კიდევ ერთი სიახლე პროცესის გასამარტივებლად Signify-ით (ელექტრონული ხელმოწერა) დაკონტრაქტებას შეეხება. იმ შემთხვევაში თუ ბიზნესს აქვს Signify-ს მოწყობილობა, მას შეუძლია მაგალითად იპოთეკის ხელშეკრულება ელექტრონული ხელმოწერით სახლიდან გაუსვლელად დაადასტუროს.
მომხმარებლეთა ცხოვრების გამარტივების მიზნით მხოლოდ თიბისიში დაინერგა რამდენიმე პროცესი, მაგალითად, არაუზრუნველყოფილი სესხი 250 000 ლარამდე, 200 000 ლარამდე სესხი ერთ დღეში და სხვ.
თიბისი აქტიურად მუშაობს, რომ გააჩინოს შესაძლებლობა ციფრულ არხებში წინასწარ დამტკიცებული ლიმიტების ათვისებაზე, რასაც ძალიან მალე შესთავაზებს ბიზნესს. ერთი სიტყვით, ბიზნესის უნიკალურ საჭიროებებზე მორგებული ყოვლისმომცველი საბანკო გადაწყვეტების უზრუნველსაყოფად თიბისიში ყველაფერია ბიზნესისათვის.
თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...
თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათ სურვილებზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 14 თებერვალს, თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით ICI PARIS-სა და Voule...
დაბალი ტემპერატურა ავტომობილის დეტალებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, შესაბამისად, მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის გადამწყვეტია. კრიტიკულ...
Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...
როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...
თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...
თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები