1 6 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი განათლების ტექ-დღეები ბათუმსა და ქუთაისში

 

თიბისი უზრუნველყოფს ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობას მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

თიბისის განათლების პროგრამის ფარგლებში 20 ოქტომბერს ბათუმში და 21 ოქტომბერს ქუთაისში ტექ-დღეები გაიმართება.

ღონისძიების თემაა - როგორ ვსწავლობთ ტექნოლოგიებს?!

თიბისის ტექ-დღეებზე, სფეროს პროფესიონალები, აუდიტორიას გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, ისაუბრებენ ტექნოლოგიებზე, მათ მნიშვნელობაზე, მომავლის პროფესიებზე, საქართველოში ტექგანათლებასა და მისი განვითარების გზებზე. სტუმრები გაეცნობიან თიბისის ტექნოლოგიური განათლების კურსებს და გაიგებენ როგორ გადადგან პირველი ნაბიჯები ტექში.

მომხსენებლები არიან:

·         ანასტასია კვინიკაძე | Lead Software Engineer, Impel | შესაძლებლობები და გამოწვევები ტექში

·         სტეფანე გურგენიძე | Software Development Engineer at Amazon | ქუთაისიდან ამაზონამდე

·         ნინი მოდებაძე | მონაცემთა ანალიტიკოსი, TBC | როგორ მოვხვდეთ ტექში?

·         სალომე შეყილაძე | Software Engineer – Google | გზა გლობალურ კომპანიებამდე

·         პაკო ტაბატაძე | ავტომატიზაციისა და მართვის სისტემების ინჟინერიის დოქტორი | როგორ დავწეროთ წარმატება, პროგრამული კოდით

·         დავით ჩეჩელაშვილი | Principal, Isari Ventures |ჩაგვანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი?!

·         მარიკა სიხარულიძე | USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ციფრული მოქალაქეობის სპეციალისტი | რა არის ციფრული წიგნიერება?

შეხვედრებზე ვიწვევთ ახალ თაობას, მშობლებს, მასწავლებლებს და ყველა დაინტერესებულ პირს.

დღეს ტექნოლოგიებში გათვიცნობიერება საქმიანობის ყველა სფეროს წარმატების საწინდარია. ტექნოლოგიური პროგრესის შეუქცევად გზაზე, ტექნოლოგიების შესწავლა მცირე ასაკიდანვე მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ თიბისი ყველა მე-10 და მე-11 კლასელს აძლევს შესაძლებლობას დაეუფლოს დღეისათვის ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და ტექნოლოგიური განათლების, სრულად დაფინანსებულ კურსებს სთავაზობს.

თიბისის ტრექნოლოგიური განათლების კურსები ეს არის შესაძლებლობა ახალ თაობისთვის დაიწყონ ტექნოლოგიების შესწავლა და პროფესიის დაუფლებისკენ გადადგან პირველი ნაბიჯები, რათა უკეთ დაინახონ კარიერული პერსპექტივები.

ბათუმი: 20 ოქტომბერი | 17:00 საათი |სასტუმრო „რუმსი“, გოგებაშვილის ქ.#10.

ქუთაისი: 21 ოქტომბერი | 16:00 საათი | აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თამარ მეფის #59.

ტექ-დღეზე დასწრება თავისუფალია!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი ...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკლ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...