1 6 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლიბერთის და „მთიელი წიგნების“ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი გრძელდება

 

მასშტაბური პროექტი მთაში მცხოვრები ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის  თანამედროვე ლიტერატურის და ბოლო დროის თარგმანების ადგილზე ჩატანას და ამ გზით მოზარდებში კითხვის სიყვარულის გაღვივებას გულისხმობს.

პროექტის მიზანია მაღალმთიან სოფლებში არც ერთი ბავშვი არ დარჩეს  მათთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქრის - წიგნის გარეშე. ამჯერად, ლიბერთის ხელშეწყობით, აჭარის რეგიონში, კერძოდ შუახევის და ხულოს სოფლებში მცხოვრებ 1400 ბავშვს, საჩუქრად სასურველი 4000   წიგნი გადაეცა.

 

"ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის მთავარი მიმართულება  განათლების ხელშეწყობაა.  მთიელი წიგნების გუნდთან ერთად ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ.   აჭარაში მოგზაურობის დროს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ წიგნი მართლაც ღირებული საჩუქარია და მას დიდი სიხარული მოაქვს ბავშვებისთვის. კითხვის პოპულარიზაციას ლიბერთი მთელი წლის განმავლობაში შეუწყობს ხელს“ – თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის ხელმძღვანელი.

 

"მოხარული ვართ, რომ „მთიელი წიგნების“ მიერ  წამოწყებული პროექტი ლიბერთის მხარდაჭერით გრძელდება. გურიის რეგიონის შემდეგ აჭარის მაღალმთიან რეგიონს ვესტუმრეთ. გასული ერთი წლის განმავლობაში  ზემო და ქვემო სვანეთის, რაჭის, ლეჩხუმისა და ახმეტის რაიონის სოფლებში,  2200-ზე მეტ ბავშვს და 63 სკოლის ბიბლიოთეკას გადავეცით სასურველი წიგნები.  რაც შეეხება აჭარის რეგიონს, ამჯერად ხულოსა და შუახევში მცხოვრები  ბავშვები დავასაჩუქრეთ. ლიბერთისთან დამეგობრებით ჩვენი პროექტის მასშტაბი საგრძნობლად  გაიზარდა და მომავალში  უფრო მეტ ბავშვს ვაჩუქებთ ზუსტად იმ კონკრეტულ წიგნს, რომელზეც ისინი ოცნებობენ. ჩვენი მოგზაურობებიდან ნათლად ჩანს, რომ წიგნი ყველაზე ღირებული საჩუქარია და ცოდნას ყველაზე დიდი ძალა აქვს“ ლევან ვარამაშვილი, „მთიელი წიგნებისთანადამფუძნებელი.

 

 

"მთიელი წიგნებისშესახებ :

"მთიელი წიგნები" მეგობრების ჯგუფია, რომელიც ერთი წლის წინ გაიცნო საზოგადოებამ. თავს "წითელი ყველგანმავალის" მგზავრებს უწოდებენ და ცდილობენ, მაღალმთიან სოფლებში არც ერთი ბავშვი არ დარჩეთ უსაჩუქროდ! მათთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი - წიგნი მიაქვთ.

ლიბერთი ბანკის შესახებ:

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურებაბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:28

    თიბისის ინოვაციური ტექღონისძიება „TechXplore 202...

    თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა.  ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC...

  • 15:08

    წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესდა - თიბისი ...

    თიბისი კაპიტალის შეფასებით, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან, როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. შეფა...

  • 12:12

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია დაიწყო. ...

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია 20 თებერვლიდან დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. აქციის ფარგლებში, თითოეულ 100 ლარიან შენაძენზე, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა 10 ლარიანი ფულადი ვაუჩერი. მომხ...

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...