1 9 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

sagzaokultura.ge – „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი კამპანიის ფარგლებში ვებგვერდი შეიქმნა

 

„თეგეტა ჰოლდინგი“ საგზაო მოძრაობის კულტურაზე ზრუნვას განაგრძობს. ახალი კამპანიის  ფარგლებში  ვებგვერდის შექმნა სწორედ გრძელვადიანი გეგმის ნაწილია და მიზნად ისახავს საგზაო მოძრაობის კულტურის საკითხებზე საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას.

სპეციალურად კამპანიისთვის შექმნილ ვებგვერდზე - sagzaokultura.ge-ზე მოქალაქეები საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირებას შეძლებენ, გაეცნობიან უკვე შექმნილ 20 საგზაო ნიშანს და კულტურული მართვის შესახებ საჭირო რეკომენდაციებს. 

მარიამ კარკალაია, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის დირექტორი: „კამპანიის დაწყებამდე საზოგადოებას ვკითხეთ, ყველაზე მეტად რა აწუხებდათ ქალაქში გადაადგილებისას. როგორც ვვარაუდობდით, ეს საკითხი ადამიანებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო და მწვავე აღმოჩნდა. გადავწყვიტეთ, შეგვექმნა პლატფორმა, სადაც კამპანიის მნიშვნელოვანი აქტივობები მოიყრიდა თავს და ასევე საზოგადოებას მიეცემოდა შესაძლებლობა,  ამ კამპანიას გამოხმაურებოდა. თეგეტა, როგორც ავტოინდუსტრიის ლიდერი რეგიონში, მუდმივად ზრუნავს, რომ ეს სფერო ქვეყანაში ახალ საფეხურზე გადაიყვანოს. დროთა განმავლობაში კი, გვჯერა, ამ წესების დაცვა თითოეული მოქალაქისთვის ჩვევად და ყოველდღიურობად იქცევა და საგზაო მოძრაობის კულტურა გაუმჯობესდება“.

საგზაო მოძრაობის კულტურის კამპანია ადამიანების ქცევის ცვლილებას ემსახურება. სწორედ ამიტომ მასზე მუშაობის დროს ჰოლდინგში გადაწყვიტეს, პროექტში აქტიურად ჩაერთოთ თავად საზოგადოების წევრები და აქცენტი მათთვის ყველაზე მტკივნეულ და რეალურ პრობლემებზე გაეკეთებინათ. 

ვებგვერდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ახალი საგზაო ნიშნის დამატების შესაძლებლობაა. მომხმარებელს შეუძლია სპეციალურ ველში ჩაწეროს და გააგზავნოს საგზაო მოძრაობის მონაწილეების ის მანკიერი ჩვევები, რომლებიც უნდა, რომ კამპანიაში მოხვდეს. კამპანიის ფარგლებში იგეგმება დამატებით 10 საგზაო ნიშნის შექმნა, რომელთა თემატიკაც საზოგადოებრივ აზრზე დაყრდნობით შეირჩევა.

sagzaokultura.ge-ზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, შეავსოს ტესტი და გაიგოს, რამდენად იცნობს საგზაო მოძრაობის კულტურის შესახებ შექმნილ ახალ ნიშნებს. ვებგვერდზე განთავსებულია კამპანიის ფარგლებში შექმნილი ვიდეორგოლები, სადაც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები საგზაო მოძრაობის კულტურის მნიშვნელობაზე საუბრობენ. კონტენტი მუდმივად განახლდება და გარკვეული პერიოდულობით საგზაო მოძრაობის კულტურასთან დაკავშირებული საინტერესო ბლოგებიც განთავსდება.

ვებგვერდის დიზაინზე, ისევე როგორც ალტერნატიული საგზაო ნიშნების შექმნაზე, „ჰოლი მოტორსის“ დიზაინერების გუნდმა იმუშავა.

---

„თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 29 სერვის-ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 2500-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:23

    „თეგეტა ჰოლდინგსა“ და UNFPA GEORGIA-ს შორის ურთიერ...

    თანამედროვე ბიზნესგარემოში გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის, ისე კომპანიების მდგრადი განვითარების კუთხი...

  • 15:28

    თიბისის ინოვაციური ტექღონისძიება „TechXplore 202...

    თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა.  ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC...

  • 15:08

    წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესდა - თიბისი ...

    თიბისი კაპიტალის შეფასებით, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან, როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. შეფა...

  • 12:12

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია დაიწყო. ...

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია 20 თებერვლიდან დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. აქციის ფარგლებში, თითოეულ 100 ლარიან შენაძენზე, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა 10 ლარიანი ფულადი ვაუჩერი. მომხ...

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...