1 9 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

MOTUL-ის ახალი თაობის ჰიბრიდული ძრავის ზეთი საქართველოში ექსკლუზიურად „თეგეტა მოტორსმა“ შემოიტანა

პირველად საქართველოში, „თეგეტა მოტორსმა“ MOTUL-ის ახალი თაობის ეკომეგობრული, ჰიბრიდული ძრავის ზეთი შემოიტანა. ეს არის NGEN კლასის პირველი ძრავის ზეთი, რომელიც მდგრადობასა და მაღალფუნქციურობას აერთიანებს. 

MOTUL-ი მსოფლიო დონის ფრანგული კომპანიაა, რომელიც 170 წელია ძრავის მაღალტექნოლოგიურ საცხებ-საპოხ მასალებს აწარმოებს. პროდუქციის ხარისხისა და ინოვაციური შესაძლებლობების გამო ბრენდი სინთეტიკური საპოხი მასალების ექსპერტად არის აღიარებული. ახალი NGEN სერია კი ბიოლოგიურად მოპოვებული და რეგენერირებული საბაზისო ზეთებისგან შეიქმნა.   

დავით ჩხაიძე, „Tegeta Prime Products-ის“ დირექტორი: MOTUL-ის ახალი თაობის ზეთი, რომელიც „თეგეტა მოტორსმა“ საქართველოში პირველად შემოიტანა საკვანძო ეტაპია ბრენდის ისტორიაში, რომლისთვისაც სრულიად ახალი ფორმულა შექმნეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ფრანგული ბრენდი ძირითად აქცენტს მდგრად განვითარებაზე აკეთებს და მისთვის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ნედლ ნავთობზე დამოკიდებულების შემცირებაა. სწორედ CO2-ის ემისიების შესამცირებლად და მომავალი გარემოსდაცვითი რეგულაციების შესასრულებლად შეიქმნა ახალი თაობის ზეთის NGEN ტექნოლოგია.“  

 

ახალი NGEN-ის სხვადასხვა სერია განკუთვნილია როგორც ჰიბრიდული სამგზავრო ავტომობილებისათვის, ასევე - მოტოციკლებისთვის. NGEN  HYBRID კლასი უზრუნველყოფს საწვავის მაღალ ეკონომიურობას, გაუმჯობესებულ დაძვრას, ძრავის უკეთეს რეაგირებას და სისუფთავეს. რაც შეეხება მოტოციკლების კლასს, ის NGEN 5-ისა და NGEN 7-ისგან შედგება. NGEN 5 განკუთვნილია ყოველდღიური გამოყენებისთვის, რაც უზრუნველყოფს გადამცემების მყისიერ გადართვას, საწვავის ეკონომიასა და მარტივ დაძვრას. NGEN 7 კი განკუთვნილია სპორტული და მაღალ ფუნქციონალური რეჟიმისთვის, რაც ძრავის მკვეთრ რეაგირებას, ძლიერ მოჭიდებასა და მაღალ ტემპერატურულ მედეგობას უზრუნველყოფს. NGEN-ის ორივე სახეობა აკმაყოფილებს უახლეს API სტანდარტებს და ოფიციალურად სერტიფიცირებულია JASO MA2-ის მიერ.

 

მსოფლიო დონის ბრენდს, MOTUL-ს „თეგეტა მოტორსი“ საქართველოში ოფიციალურად 2010 წლიდან წარმოადგენს. ბოლო წლების სტატისტიკით, 2021 წელს „თეგეტა მოტორსმა“ MOTUL-ის 310 ტონა ზეთი გაყიდა, 2022-ში კი ეს რიცხვი 400-მდე გაიზარდა. მიმდინარე წელს ბრენდის გაყიდვების დინამიკის გათვალისწინებით, კი კომპანიაში ვარაუდობენ, რომ 2023 წელს MOTUL -ის ზეთების რეკორდულ რაოდენობას, 600 ტონას გაყიდიან.

 

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 09:47

    მიზანი 100%-ით შესრულდა - ბორჯღალოსნები მსოფლიო თა...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ესპანეთთან გამარჯვებით დაასრულა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალისა და ფინალის მასპინძლობის უფლებაც მოიპ...

  • 15:28

    თიბისის მხარდაჭერით, Svaneti Freeride Week Junior ...

    13 თებერვალს, Svaneti Freeride Week Junior-ის ერთვარსკვლავიანი ტურნირით, სვანეთის ფრირაიდ კვირეული ოფიციალურად დაიწყო. ზედიზედ მეორე წელია, თიბისი ახალგაზრდა ქართველი ფრირაიდერების აქტიური მხარდამჭერ...

  • 15:25

    ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წევრმა 8 ...

    ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წევრმა 8 კომპანიამ, თიბისის მხარდაჭერით, ინდოეთის ქალაქ მუმბაიში, საერთაშორისო გამოფენაში - MEWA INDIA 2025 მიიღო მონაწილეობა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდეს...

  • 10:40

    თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქო...

    თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს.   ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...