0 1 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის პარტნიორი კომპანია „ბატონები“ ახალ ფილიალს ხსნის

2022 წელს დაარსებული, დღეისათვის უკვე ცნობილი არტიზანული საცხობი „ბატონები“ თიბისის მხარდაჭერით ერთი წლის თავზე ახალ ექსპრეს ფილიალებს ხსნის, რომელშიც არსებული საწარმოც იქნება ინტეგრირებული.

„ბატონების“ დამფუძნებელი, დავით თედიაშვილი კომპანიის წარმატების ისტორიას გვიყვება:

„პურის წარმოებაში მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ, გაჩნდა იდეა, გაგვეხსნა არტიზანული საცხობი, რომელიც ევროპის ბევრ ქვეყანაში მომხმარებლის დიდი სიყვარულით სარგებლობს. კონცეფცია თავიდანვე  ხარისხიანი პროდუქტის წარმოება და დახვეწილი, მყუდრო სივრცის შექმნა იყო ყველა ფენისა თუ ტიპის მომხმარებლისთვის. შესაბამისად, ყველა დეტალზე დიდხანს და ყურადღებით ვიმსჯელეთ, ადგილი „ტრაფიკის“ დათვლის შემდეგ საგულდაგულოდ შევარჩიეთ და შიდა და გარე სივრცეებიც პროფესიონალების დახმარებით მოვაწყეთ.

რადგან მიზანი მაქსიმალურად მაღალი ხარისხის შექმნა იყო, პირველი ობიექტი ერთი წლის განმავლობაში დონაციაზე გვყავდა. ერი წლის შემდეგ კი გაფართოება გადავწყვიტეთ.

მივმართეთ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში ნომერ პირველ ბანკს - თიბისის. თიბისის და პროექტ „აწარმოე საქართველოში“ -ს დახმარებითა და მხარდაჭერით დავიწყეთ გაფართოებაზე ზრუნვა. დღეისათვის 2 ახალი  ფილიალი მზადაა გასახსნელად, მესამისთვის კი ლოკაციას ვეძებთ. აქედან 3 ექსპრეს-ფილიალია, მეოთხე კი, რომელიც მალე სოლოლაკში, ლეონიძეზე გაიხსნება, საწარმოსაც მოიაზრებს.

დასაწყისში აქცენტი იყო მხოლოდ პურზე, რომელსაც უმაღლესი ხარისხის ქართული ფქვილითა და ორგანული საფუარით ვაცხობთ. მალევე დავამატეთ ფუნთუშეულის ფრანგული და საკონდიტრო ნაწარმის ფრანგულ-ქართული ხაზი, შემდეგ კი სამზარეულო კიდევ უფრო გავაფართოვეთ.

დღეისათვის მომხმარებელს რამდენიმე სახეობის თეთრ და შავ პურთან ერთად, ვთავაზობთ საკუთარი წარმოების სენდვიჩებს, სალათების ნაირსახეობებს, ხემსის, ყველის, ხორცის დაფებს, წვნიან კერძებს და დესერტების მრავალფეროვან არჩევანს.

ჩვენი ყველა პროდუქტი ორგანული, ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი ნედლეულით მზადდება. რადგან ხარისხი ჩვენი ორიენტირია, გვაქვს მხოლოდ პრემიუმ ხარისხის, იტალიური, Lucaffe-ს ბრენდის  ყავა და საკუთარი წარმოების, ორგანული ჩაი „მასკოტი“. ასევე საკუთარი წარმოების ღვინო „ვაზის კალამი“, ფრეშები, კომპოტები და ლიმონათები.

სიჯანსაღის გარდა, ჩვენ მიერ წარმოებულ პურ-ფუნთუშეულსა თუ ნამცხვრებს დახვეწილი, ორიგინალური დიზაინიც გამოარჩევს. ყველაფერი ერთად კი იმის საფუძველია, რომ ერთ წელიწადში უკვე უამრავი მუდმივი მომხმარებელი გვყავს და გვაქვს რამდენიმე ფილიალი, რომელშიც 43 ადამიანია დასაქმებული.

მომავალი წლისთვის ვგეგმავთ „ბატონების“ კიდევ 10 ექსპრეს-ფილიალის დამატებას, რომლებსაც მთლიანად საკუთარი წარმოების პროდუქციით მოვამარაგებთ.“

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...