0 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ლექსუს თბილისმა“, თიბისი ჯგუფის მხარდაჭერით, ახალი თაობის ლექსუს RX წარადგინა

 

“ლექსუს თბილისის” ორგანიზებით და თიბისი ჯგუფის მხარდაჭერით, შატო მუხრანში, 25 წლიანი ისტორიის მქონე, ლექსუს RX-ის მეხუთე თაობის მოდელის პრეზენტაცია გაიმართა.

 

ბრენდის ერთგულ მოხმარებლებს, კომპანიის ბიზნეს პატრნიორებსა და საავტომობილო სფეროს ექსპერტებს,  უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი და შესრულებული, ვიზუალურად და ფუნქციურად სრულიად განახლებული ავტომობილის ახლოდან დათვალიერების, მისი შინაარსისა და დახვეწილი გარეგნული ელემენტების გაცნობის საშუალება მიეცათ.

 

სიახლესთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ბრენდი ლექსუს RX-ის ტრადიციულ გზას აგრძელებს და მისი წინამორბედების ღირსეული მემკვიდრეა.

 

ლექსუსი გამორჩეული ბრენდია ტექნოლოგიური სიახლეების და თანამედროვე დიზაინის მიმართულებით. თუმცა, მისი მთავარი ღირებულება სტუმარმასპინძლობის ტრადიციაა, რასაც იაპონურად ომოტენაში ეწოდება. იაპონური და ქართული კულტურების ეს საერთო ღირებულება „ლექსუს თბილისმა“  მომსახურების სტანდარტად აქცია.

 

მათ,  ვისაც, ავტომობილის შეძენამდე ახალი RX-ის სატესტოდ მართვა აქვთ განზრახული, ლექსუს თბილისი საშუალებას აძლევს აღნიშნული მოდელის 3 სხვადასხვა ვერსია გამოსცადონ.

 

  • RX 350

RX 350 აღჭურვილია 2.4 ლიტრის მოცულობის ტურბო ბენზინის ძრავით. წინა მოდელისგან განსხვავებით, შემცირებულია ძრავის მოცულობა და საწვავის მოხმარება, ავტომობილის სიმძლავრე  კი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.

 

  • RX 350h

RX 350h აღჭურვილია 2.5 ლიტრის მოცულობის ძრავით და მეოთხე თაობის ჰიბრიდული სისტემით. ამ ავტომობილის საწვავის მოხმარება ქალაქში 100 კმ-ზე დაახლოებით 6,5 ლიტრს შეადგენს.

 

  • RX 500h

მთავარი სიახლე  RX 500h performance hybrid-ია, რომელიც F Sport დიზაინის გარდა, წარმოდგენილია ისეთი ახალ ტექნოლოგიებით, რომლებიც მის სპორტულ მართვას უზრუნველყოფენ. პირველად ლექსუსის ისტორიაში, ეს ავტომობილი ტურბირებული ძრავისა და ჰიბრიდული სისტემის ერთობლივ მუშაობას გვთავაზობს, რომლის დახმარებითაც, 371 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

 

„ლექსუს თბილისის“ დაარსების დღიდან, თიბისი კომპანიის ფინანსური პარტნიორი და მხარდამჭერია. 

 

თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, რომ 2023 წლის 30 ივნისამდე, ახალი თაობის Lexus RX-ის შეძენის შემთხვევაში, საჩუქრად მიიღოს:

  • ავტომობილის ერთ წლიანი დაზღვევა
  • 1000₾ ვაუჩერი ლექსუსის ორიგინალ აქსესუარებსა და ლექსუს ბუტიკის პროდუქციაზე ან ავტომობილის კერამიკული დაფარვა.

 

„ლექსუს თბილისი“ ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და  მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს და სრულ ტექნიკურ მომსახურებას სთავაზობს. 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...