Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...
ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...
|
ლიბერთის მხარდაჭერით ონლაინ პლატფორმა Lingwing - ქართული ენის შემსწავლელ კურსს აანონსებს
22 მაისს, ლიბერთისა და უცხოური ენების შემსწავლელ წამყვან ონლაინ
პლატფორმა -Lingwing- ს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთის მხარდაჭერით Lingwing-მა შექმნა ქართული ენის შემსწავლელი საბაზისო კურსი. პლატფორმაზე ქართული ენის
შესწავლა შესაძლებელი იქნება ინგლისური და უკრაინული ენებიდან.
ამ პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქართველ ემიგრანტებს და მათი ოჯახის წევრებს
მარტივად შეისწავლონ ქართული ენა.
სასწავლო კურსი ითვალისწინებს საქართველოში მყოფი უკრანელებისთვის ქართული ენის
შესწავლას.
ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება წლის ბოლომდე ყოველგვარი ღირებულების გარეშე
შეისწავლოს ქართული ენა.
ივნისიდან აღნიშნულ პლატფორმას დაემატება A1 -2 და A1 -3 სასწავლო კურსი, რაც ქართული ენის კიდევ უფრო რთულ და დახვეწილ დონეს
გულისხმობს.
"ლიბერთი აგრძელებს განათლების ხელშეწყობას. ამ პროექტზე უკვე ექვსი თვეა ვმუშაობთ და
დღეს მოხარული ვართ, რომ Lingwing-თან პარტნიორობით შევძელით კიდევ უფრო ახლოს მივიდეთ ემიგრაციაში მცხოვრები
ქართველების საჭიროებებთან და სწორედ მათთვის და მათი შვილებისთვის შევქმენით
ქართული ენის შემსწავლელი კურსი. ჩვენი კურსის დახმარებით ისინი ისწავლიან ან
განიმტკიცებენ მშობლიური ენის ცოდნას - უსასყიდლოდ, მარტივად და დამოუკიდებლად,
ონლაინ ან მობილური აპლიკაციით. გარდა ამისა, მოხარული ვართ და გვეამაყება რომ
ინგლისური და უკრაინული ენების მცოდნე ადამიანები შეძლებენ მარტივად შეისწავლონ
საბაზისო ქართული. " - თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების
ხელმძღვანელი.
"Lingwing წარმოადგენს წამყვან ონლაინ პლატფორმას, რომელიც ტექნოლოგიური
პროდუქტია და იყენებს ინოვაციური სწავლის მეთოდს. ჩვენი ბრენდის მთავარი ამოცანაა
ყველაზე მარტივად, სახალისოდ და ხელმისაწვდომად ასწავლოს ენა მომხმარებელს.
დღეისთვის, ჩვენს სერვისს.საქართველოში 280 000 ადამიანზე მეტი იყენებს. ამჟამად ქვეყანაში, ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, 25406
უკრაინელი დევნილია და საზოგადოებაში მათი ინტეგრირებისთვის და დასაქმებისთვის
მნიშვნელოვანია ქართული ენის ელემენტარული ცოდნა. ლიბერთის და Lingwing-ის თანამშრომლობა მკაფიოდ გამოხატავს ჩვენს ეროვნულ ინტერესს ქართული ენის
პოპულარიზაციისა და გავრცელებისთვის. ორმაგად სასიამოვნოა რომ ქართულ ენას
შეისწავლის ის მომავალი თაობა, რომელიც ემიგრაციაში იზრდება.’’ - ვატო ველიაშვილი, ლინგვინგის დამფუძნებელი.
დეტალურად იხ: https://bit.ly/43hb2VH
ლიბერთის შესახებ
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და
50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და
დასაქმებულია
4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო
ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და
მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური,
ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და
დისტანციური მომსახურება.
ონლაინ პლატფორმა Lingwing-ის შესახებ:
Lingwing წარმოადგენს წამყვან ონლაინ პლათფორმას, რომელიც თავისთავად
ტექნოლოგიური პროდუქტია და რომელიც ინოვაციური სწავლის მეთოდს იყენებს.
Lingwing-ის მთავარი ამოცანაა ყველაზე მარტივად, სახალისოდ და ხელმისაწვდომად ასწავლოს ენა მ
ომხმარებელს. დღეისთვის, ჩვენს სერვისს.საქართველოში 280 000 ადამიანზე მეტი იყენებს.
ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...
თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...
თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ესპანეთთან გამარჯვებით დაასრულა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალისა და ფინალის მასპინძლობის უფლებაც მოიპ...
13 თებერვალს, Svaneti Freeride Week Junior-ის ერთვარსკვლავიანი ტურნირით, სვანეთის ფრირაიდ კვირეული ოფიციალურად დაიწყო. ზედიზედ მეორე წელია, თიბისი ახალგაზრდა ქართველი ფრირაიდერების აქტიური მხარდამჭერ...
ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წევრმა 8 კომპანიამ, თიბისის მხარდაჭერით, ინდოეთის ქალაქ მუმბაიში, საერთაშორისო გამოფენაში - MEWA INDIA 2025 მიიღო მონაწილეობა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდეს...
თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები