1 1 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,ბორჯომიდან ჩამოვედი იმისათვის, რომ უბრალოდ გამეგო რა ხდება. გეგა გეგეშიძემ მკითხა რა გინდა აქ და მიმანიშნა რომ იქ ზედმეტი ვიყავი.. რა დავაშავე ისეთი რომ ასე მამცირებენ?! იქაც, სადაც საქართველოს დიდებისთვის ნახევარი საუკუნე გავლიე?! - კურტანიძე ჭიდაობის ფედერაციის ყრილობაზე

როგორც მსოფლიო ჩემპიონს რომელსაც ალბათ ჰქონდა უფლება თუნდაც სტუმრის სტატუსით დავსწრებოდი [ჭიდაობის ფედერაციის] ყრილობას და მომესმინა  რა ხდება რა იგეგმება ოლიმპიური თამაშების წელს და სხვა საკითხები ... არ ვიცი ალბათ მქონდა ამის უფლება?... რადგან დღემდე სხვა თუ არაფერი გამიკეთებია ამ ქვეყანაზე... ამ კუთხით მაინც ვთვლი რაღაც შევძელი.... იმის ღირსი მაინც ვიყავი ასე დამამცირებლად არ მომქცეოდნენ.... იმდენი ადამიანის წინაშე  მაინც /არადა ბორჯომის ხეობიდან ჩამოვედი იმისათვის რომ უბრალოდ გამეგო რა ხდება, მომეკითხა ყველა და დამდეგი მომელოცა მეტი არაფერი.../ თუმცა.... ჯერ პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ მკითხა რა გინდა აქ... და მიმანიშნა რომ იქ ზედმეტი ვიყავი შემდეგ დაუძახა გენ მდივანს და... ბატონ თამაზს მითითება მისცა და   გენერალურმა მდივანმა მითხრა არ მაქვს კანონით უფლება    ყრილობაზე დასწრების  და კარებისკენ მიმანიშნა და მთხოვა გასვლა / ასე უფრო მეტად რბილად აღვნიშნავ/ დავიბენი... რადგან არ ველოდი... შემრცხვა...  ძალიან დავმცირდი.... !ძალიან მეტკინა...  რაღაც  ვთქვი... და წამოვედი...! ახლა ვზივარ მიხელ მესხის ძეგლთან სტადიონზე და გეკითხებით ყველას და პირველ რიგში პრემიერ მინისტრიდან დაწყებული... დიახ თქვენიდან ბატონო ირაკლი  და უბრალო  მოქალაქემდე ვისთვისაც მთელი ცხოვრება შევწირე რადგან მხოლოდ ჩემი ერი და სამშობლო იყო ჩემი ძალა ....მე სხვა საზღაური არაფერი მქონდა იმ დროში! რა დავაშავე ისეთი რომ ასე მამცირებენ?! იქაც... სადაც საქართველოს დიდებისთვის ნახევარი საუკუნე გავლიე?! ვფიქრობ ასე არ შეიძლება!!! მე ასეთი საქართველოსთვის არ მიბრძოლია.... მტკივნეულია ძალიან მაგრამ უფალს მივენდობი  ... ალბათ ესეც უნდა მივიღო?!  ჭიდაობის ოჯახს კი ერთიანობას ვუსურვებ სამშობლო საქართველოსთვის ❤️ ისე  განვიცადე ეს უსამართლობა რომ ახლა ვასწორებ ჩემს დაბნეულ და არეულ აზრს.... მაპატიეთ... უბრალოდ ბოლოს ვიტყვი მე ვღებულობ გეგა გეგეშიძიდან დღეს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტისგან  მისგან  ორგანიზებულ ყველა დამცირებას....! მე ვღებულობ მისგან სილის გაწვნას ერთ  და ახლა მეორე ლოყაზე... მაგრამ ვფიცავარ უფლისა და ერის  წინაშე რომ ამ  წიხლს არ ვაპატიებ.... ვერ მივიღებ რადგან არ დამიმსახურებია მისგან არცერთი! უბრალოდ ვითმენდი! რადგან ვფიქრობდი მიტევებით პირადი წყენის თუ შეურაცხყოფის დავიწყებით    იმაზე მეტს ვეტყოდი ვიდრე გაიგო ....მაგრამ არ გამოვიდა... მე ვიღებ ამ გამოწვევას! - წერს ლუკა კურტანიძე სოციალურ ქსელში

კომენტარები

მსგავსი სიახლეები