1 5 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ნანუკა ჟორჟოლიანი - ყველა, ვინც ბიძინას ამ არჩევნებს გაუპრავებს პარლამენტში შესვლით, ხალხისგან მიიღებს შესაბამის პასუხს

სამტრედიის, წყალტუბოს, ხონისა და ვანის ოლქში, "ენმ-ძალა ერთობაშიას" მაჟორიტარობის კანდიდატი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

მეგობრებო, ახლა მთავარია არ დავიღალოთ. აქციები, აქციები, აქციები. რატომ არის ეს აუცილებელი? ხელისუფლებამ უნდა დაინახოს რომ მოსახლეობა მას არჩევნების წართმევას არ პატიობს. ყველა მთავრობას, ყველაზე მეტად ეშინია ხალხის. ან მივიღებთ ხელახალ არჩევნებს თამარ ჟვანიების გარეშე. ან დარჩებიან პარლამენტში მარტო და იმ ნაღმზე, რომელიც ოპოზიციას დაუდეს თავად ადეთქდებიან. სხვა გზა არაა. უფრო სწორად, სხვა გზა არ დაგვიტოვეს. ყველა, ვინც ბიძინას ამ არჩევნებს გაუპრავებს პარლამენტში შესვლით, ხალხისგან მიიღებს შესაბამის პასუხს. ის რომ ლეგიტიმაცია არ დაეკარგებათ ერთპარტიული პარლამენტით ტყუილია. რას ნიშნავს ლეგიტიმაცია თუ ხალხი არ აღიარებს პარლამენტს. მთავარია ხალხმა არ მისცეს ამათ ლეგიტიმაცია და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი აქციები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები