1 3 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კადიროველებად და დივერსანტებად მათი მონათვლა, არასწორია - კადიროველი სხვა რამეა! - ვოლსკი რუსულ ესკორტზე

გია ვოლსკიმ  ჩეჩნეთიდან ჩამოსულ პირებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, ჩამოსულთა შორის გროზნოს გადაყენებული მერი იყო, რომლის სახელიც მან არ იცის, “მაგრამ შეიძლება ელენე ხოშტარიამ იცოდეს.

“შექმნილ ვითარებაში საზოგადოებისთვის ყველა სტუმარი შეიძლება მისაღები არ იყოს ან ყველა სტუმართან დაკავშირებით კითხვები არ არსებობდეს, მაგრამ გროზნოს ყოფილი მერი - გადაყენებული, ბიზნესმენი, რომელსაც გარკვეული ფულადი რესურსი გააჩნია, კადიროველებად მონათლო და დააბრალო, რომ საქართველოში დივერსიული, კონსპირაციული მიზნებით შემოვიდნენ, არასწორია. შეიძლება ამასთან დაკავშირებით სხვა აზრი გქონდეს, ერთი ადამიანი - ერთს ფიქრობს და მეორე - სხვანაირად, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ის თემა არ არის, რომლითაც შეიძლება ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების საკითხი რაიმე საეჭვო გარემოებში აღმოჩნდეს. კონტროლი ინტენსიურია ნებისმიერ ადამიანთან მიმართებაში, ვინც საქართველოს საზღვარს ჰკვეთს.

კადიროველი სხვა რამეა! კადოროველი არის თემა, რომელიც ბოევიკების ჯგუფს, შეიარაღებული დაჯგუფების ადამიანებს უკავშირდება. ესენი ჩამოსული არიან რუსეთის ფედერაციიდან - კავკასიიდან, რომელსაც საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა 2010 წლიდან აქვს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები