1 4 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რუსებმა სიკვდილით დასაჯეს უკრაინელები, რომლებიც დანებებას ცდილობდნენ – აშშ

აშშ-ის გლობალური სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ელჩმა გაეროში, ბეთ ვან შააკმა განაცხადა, რომ დონეცკის ოლქში ოკუპანტებმა სიკვდილით დასაჯეს უკრაინელები, რომლებიც დანებებას ცდილობდნენ.

„ახლა გვაქვს სანდო ინფორმაცია, რომ დონეცკის მიდამოებში მოქმედმა რუსულმა სამხედრო ნაწილმა სიკვდილით დასაჯა უკრაინელები, რომლებიც ცდილობდნენ დანებებას“, – თქვა მან გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

ბეთ ვან შააკის განმარტებით, თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, ეს იქნება ომის კანონის ძირითადი პრინციპის დარღვევა – მშვიდობიანი მოსახლეობისა და მებრძოლების სიკვდილით დასჯის აკრძალვის, რომლებიც საბრძოლო მოქმედებში ჩაბარდნენ ტრავმის ან ქმედუუნარობის სხვა ფორმების გამო,”– განაცხადა მან.

მისივე ცნობით, შეერთებულ შტატებს აქვს სანდო ცნობები ხელებშეკრული მოკლული პირების, ქალებისა და გოგონების გაუპატიურებისა და წამების შესახებ.

ელჩი აღნიშნავს, რომ დანაშაულებების ჩამდენმა და დამკვეთმა პირებმა პასუხი უნდა აგონ.

„მათ, ვინც ჩაიდინა და გასცა ამ დანაშაულებების ჩადენის ბრძანება, პასუხი უნდა აგონ. ჩვენი მარტივი გზავნილი რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის ასეთია: მსოფლიო ხედავს და თქვენ პასუხს აგებთ,“- განაცხადა ბეთ ვან შააკმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები