2 0 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ესპანეთში 20 პირი დააკავეს - დაკავებულთა შორის არის "კანონიერი ქურდის" ცოლი

ესპანეთის პოლიციის მასშტაბური ოპერაცია ქართული მაფიის წინააღმდეგ. დაკავებულია 20 ადამიანი, რომელთა შორისაც ესპანური მედია კანონიერი ქურდის კახაბერ შუშანაშვილის მეუღლესაც ასახელებს. ოპერაცია კატალონიის რეგიონსა და მადრიდში გამთენიისას დაიწყო.

20-ვე ეჭვმიტანილი მადრიდში, ბარსელონაში, გავაში, მატაროსა და კორნელიაში დააკავეს. გავრცელებული ცნობით, ეჭვმიტანილებს კავშირი აქვთ კახა შუშანაშვილის დაჯგუფებასთან და ბრალად ედებათ ბინების ძარცვა და ფულის გათეთრება.

ესპანური პრესა წერს, რომ დღევანდელი ოპერაცია კატალონიაში მოქმედი ქართული მაფიისთვის სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები